მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება

(თ. 14, მ. 1-5)

1. ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს. 2. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ. 3. და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა. 4. იყვნეს ვინმე,...

[თ. 14; მ. 1-6]

1. და იყო მო-რაჲ-ვიდა იესუ სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას. 2. და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა. 3. მიუგო იესუ და ჰრქუა სჯულის-მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ? 4. ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა. 5. და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი გინა ჴარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა? 6. და ვერარაჲ მიუგეს...

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: რომელსამე ჰრწამს ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ (14,2).

თარგმანი: იყვნეს მრავალნი ჰურიათაგან მოქცეულნი, რომელნი ჯერეთ ჭამადთა ერიდებოდეს, რომელთა ჰურიაობასა არა ჭამდეს, რამეთუ ვერ მინდობილ იყვნეს სრულიად დატევებად რჩულისა. ხოლო კუალად უკუეთუმცა ღორისასა ოდენ განეყენნეს, ბრალეულ იქმნებოდეს მორწმუნეთა შორს. ამისთჳს სრულიად აკრიბიან ჴორცი და მხალსა ჭამდიან, რაჲთა მარხვად შერაცხილ იყოს ღმრთისა მიერ, და არა რჩულსა ჰურიათასა დამარხვად. და კუალად სხუანი, რომელნი მათსა უსრულეს...

და კაცი ვინმე იყო ლუსტრას შინა უძლური ორითავე ფერჴთა და ჯდა მკელობელი დედის მუცლით მისითგან, რომელსა არასადა ევლო. ამას ესმნეს სიტყუანი პავლესნი, იტყოდა რაჲ. ვითარ მიჰხედა მას პავლე და იხილა, რამეთუ აქუნდა სარწმუნოებაჲ საცხორებელად მისსა, ჰრქუა მას დიდითა ჴმითა: შენ გეტყჳ სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა: აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა მართლ! და ახლდა და იწყო სლვად (14,8-10).

თარგმანი: მკელობელი ესე ლუსტრას მყოფი, დაღაცათუ არა ფერჴითაცა, არამედ გონებითა მრთელ იყო. ამისთჳს ფრთხილად და სარწმუნოებით...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა. ჰრქუა მას იესუ: ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არღა მიცით მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“ (14,8-9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: წინაჲსწარმეტყუელი ეტყოდა ჰურიათა, ვითარმედ: „პირი მეძვისაჲ იქმნა შენ ზედა, და ურცხჳნო იქმენ ყოველთა მიმართ“.1 ხოლო ვითარცა ვჰგონებ, არა მის ქალაქისა მიმართ ოდენ შუენის ამის სიტყჳსა თქუმაჲ, არამედ მათა მიმართცა, რომელნი ურცხჳნოდ ჭეშმარიტებისა მიმართ...

სარჩევი