მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 7:16

15. But if the unbelieving depart, let him depart. A brother or a sister is not under bondage in such cases: but God hath called us to peace.16. For what knowest thou, O wife, whether thou shalt save thy husband? or how knowest thou, O man, whether thou shalt save thy wife?17. But as God hath distributed to every man, as the Lord hath called every one, so let him walk. And so ordain I in all churches.
1 Corinthians თავი 7
16. For what knowest thou, O wife, whether thou shalt save thy husband? or how knowest thou, O man, whether thou shalt save thy wife?
თავი დ̂. ქორწინებისათჳს და ქურივობისა და უქორწინებლობისა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არა განვშორებოდინ ცოლ-ქმარნი, დაღაცათუ ურწმუნონი იყვნენ, და სიწმიდისათჳს და მეორედ ქორწინებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი? (7,16).:

თარგმანი: კუალად უშფოთველისავე ზოგად ყოფისათჳს სიტყუა-ჰყოფს, ვითარმედ: უკუეთუ ოდენ არა შფოთებდეს, თავს-იდევ კერძოჲ იგი გუამისა შენისაჲ; ნუუკუე და მიმყოვრებასა ჟამისასა მოიყვანო იგი სარწმუნოებისა მიმართ შენისა. იხილე ვითარ არა იძულებით, არამედ რწმუნებით ჰყოფს მათ, რაჲთა თავს-იდებდენ ურთიერთას სასოებითა ყოფადისა კეთილისაჲთა.

თავი დ̂ * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაჲ იგი გინა დაჲ ეგევითარითა მით, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან. რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი, ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი? (7,15-16).:

თარგმანი: რომელსა იტყჳს "ეგევითარად"? —გარნა ამას, ვითარმედ: უკუეთუ ანუ სარწმუნოებისაგან შენისა მიგდრეკდეს, ანუ მეშფოთე იყოს, ანუ თჳთ განშორებაჲ ენებოს, არღარა თანა-გაც, რაჲთამცა იტჳრთევდი მეშფოთეობასა მისსა, ვითარცა მორწმუნისა მეუღლისასა, არამედ განეშორე.

საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. კაინის ცოდვა და მიტევების საზომი:

..., რა მოწყალებაა! ქმარი შენი წარმართი, ურწმუნო იყოს, მაგრამ თუ შენთან ცხოვრება სურს, ნუ დატოვებ მას. და კვლავ: ცოლი შენი, ამბობს, წარმართი, ურწმუნო იყოს, მაგრამ თუ შენთან ცხოვრება სურს, ნუ მოიშორებ მას. "რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი?" (). შეხედე, როგორ არ აბრკოლებს ღმერთი მის მიმართ ურწმუნო ქმრის ან ცოლის კანონიერ თანაცხოვრებაში მიღებას. მოისმინე ახლა, რას ეუბნება თავად ქრისტე მოწაფეებს: "ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა" (). არაჩვეულებრივი სახიერება! ცოლი შენი, ამბობს, წარმართი ან ურწმუნო იყოს, თუ მხოლოდ შენთან ცხოვრება სურს, ნუ განეშორები მას; მაგრამ თუ ის შენს წინააღმდეგ შესცოდებს და, ქორწინების აღთქმის დავიწყებით, სხვებს გარჩევნის, შენ ნებადართული გაქვს, უარყო და გააძევო. ამაზე ფიქრით, ჩვენც ვეცადოთ უფალს მისი ჩვენდამი მოწყალებისთვის მივაგოთ და, ვინაიდან ის ხალისით აპატიებს ცოდვებს, რომლებიც მის წინააღმდეგ არის ჩადენილი, ხოლო ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებზე დიდი მკაცრობით მოიკითხავს, ზუსტად...

სრულად ნახვა
საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
9. ადამის სასჯელი და სიკვდილის განაჩენი (3:17-19):

...ს ვხედავთ: ის, ვინც თავის ადგილას უნდა იყოს, ფეხის ადგილასაც ვერ რჩება; ხოლო ფეხის ადგილას მდგომი, თავის ადგილას დგება. ამიტომაც ნეტარი პავლე, ქვეყნიერების მოძღვარი, ყოველივე ამის წინასწარმხილველი, ღაღადებდა: „რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი?" (). მაგრამ ქმარმაც დიდი სიფრთხილით უნდა მოერიდოს ცოლის დამღუპველ რჩევებს და ცოლმაც, კარგად მოიხსენებს რა სასჯელს, რომელიც ევამ დაიმსახურა ქმრისთვის დამღუპველი რჩევის მიცემის გამო, ნუ გაბედავს ქმრისთვის მსგავსი რამ ურჩიოს; ნუ მიბაძავს ევას, არამედ მისი მაგალითით განსწავლული, ისეთს ურჩევდეს, რაც არც მას და არც ქმარს არანაირ მსჯავრსა და სასჯელს არ დაატეხს. მაგრამ დავუბრუნდეთ საგანს. „ადამს ჰრქუა ღმერთმან: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე". რადგან შენ, ამბობს, ჩემი მცნების დაცვისადმი ასეთი უზრუნველობა გამოიჩინე და არ ისარგებლე არც შიშით, არც წინასწარი გაფრთხილებით, რაც თავს გადაგხდებოდათ დაგემოვნებისთვის, არამედ ისეთ უკეთურობამდე მიხვედი, რომ ამდენი სიამოვნების პირობებში ერთი ხისგან ვერ შეიკავე თავი, — ამის გამო „წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა". შე...

სრულად ნახვა
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ (16,6).:

...რმედ საეროდ საყდარსა მოძღურებისასა დაჯდომად არა შეუნდობდა, რაჲთამცა შორის შესაკრებელთა და უბანთა ასწავებდეს, ხოლო თჳსაგან ვიეთმე მიმართ სწავლად და თხრობად ყუასა მას ცხორებისასა არა აყენებდა, ვითარ-იგი ეტყჳს ცოლსა ურწმუნოჲსასა: "რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი" ().

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲცა იყვნეს ქრისტეს მიერ (16,7).

თარგმანი: დიდი ქებაჲ არს ნათესავობაჲ, ხოლო უმეტესი ქებაჲ არს თანატყუეობაჲ პავლესი, რომელი-იგი დაღაცათუ ტყუედ არაოდეს მიცემულ არს, არამედ ტყუეთასა უძჳრესი შეემთხუეოდა უცხოებასა თანა მამულისა ქუეყანისასა; შიმშილი და წყურილი, დევნულებაჲ, გინებაჲ და პყრობილებაჲ. კუალად, შესწავებულ უწოდს მათ მოციქულთა შორის, რამეთუ სახელსა თანა მოციქულებისასა საქმეცა მოეგო, სათნოებისა მიერ სახელოვან-მყოფელი მათი.

ეჰა საკჳრველებაჲ! ვითარ არა ხოლო ანდრონიკეს, მამაკაცსა, არამედ იუნიანსცა დედაკაცსა ქებისა ღირს ჰყოფს მოციქული, და გარდამატებულებითა სიმდაბლისაჲთა არა სირცხჳლ-იჩენს წმიდაჲ იგი სული, ვითარმედ უწინარეს მისსა მოსრულ იყვნეს იგინ...

სრულად ნახვა