მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Peter 1:24

23. Being born again, not of corruptible seed, but of incorruptible, by the word of God, which liveth and abideth for ever.24. For all flesh is as grass, and all the glory of man as the flower of grass. The grass withereth, and the flower thereof falleth away:25. But the word of the Lord endureth for ever. And this is the word which by the gospel is preached unto you.
1 Peter თავი 1
24. For all flesh is as grass, and all the glory of man as the flower of grass. The grass withereth, and the flower thereof falleth away:
თავი გ̂. რაჲთა ღირსად შვილებისა მის ქრისტეს მიერისა ვცხონდებოდით და სარგებელისათჳს გარეშეთაჲსა დიდებად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ხოლო ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი გეხარა თქუენ: განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ, ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აღორძნდეთ საცხორებელად (1,25; 2,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა ძალი ქადაგებისა და მეორედ შობისაჲ, ამისთჳს აწ იტყჳს თუ ვითარნი ჯერ-არიან შემწყნარებელნი მისნი, განშორებულნი ყოვლისა ბოროტისაგან და ძუელთა მათ ბილწთა საქმეთა ჩუეულებისა, და ესრეთ უზაკუველისა მის სძისა მივრბიოდით, რომელ არს თავად-თავადი მუჴლედობაჲ საუფლოთა მოძღურებათაჲ, რომელნი-იგი არიან სახარებასა შინა მოკლეობით და სრულებით, ვითარ-იგი არს: მიუტევეთ და მოგეტევნენ; ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ. ესე და ესევითარნი უჴმან სასწავლოდ ქრისტეს მიერ ჩჩჳლსა, რაჲთა მარტივობითა და მუჴლედობითა ადვილ იყოს მისსა სასწავლელად; რამეთუ, დაღაცათუ სრულებაჲ ჩუენი ჰნებავს საღმრთოსა შჯულსა, არამედ მცირედ-მცირედ აღზრდითა და ძალითი-ძალად აღსლვითა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი, რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა...

სრულად ნახვა
თავი ბ̂. სასოებისათჳს და სიწმიდისა თანა-ნადებისა შვილებისა მისთჳს და კრძალულებით ცხორებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მეორედ შობილ ხართ არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა, — სიტყჳთა ღმრთისა ცხოველისაჲთა, რომელი-იგი ჰგიეს უკუნისამდე. რამეთუ ყოველი ჴორცი თივაჲ არს, და ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ — ვითარცა ყუავილი თივისაჲ. განჴმა თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა. ხოლო სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჰგიეს უკუნისამდე (1,23-25).:

თარგმანი: ძალსა საღმრთოთა სიტყუათასა უწოდს მეორედ მშობელად ჩუენდა, რომელთათჳს უფალი წამებს, ვითარმედ: ცანი და ქუეყანაჲ წარჴლენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ, ხოლო კაცობრივისა ბედნიერობისა წარმავალობასა ესაიაჲს მიერითა სიტყჳთა კეთილად გჳჩუენებს, რაჲთა ყოვლითურთ შემშჭუალოს გონებაჲ ჩუენი სურვილით ძიებად კეთილთა მათ, რომელნი საუკუნოდ წარუვალ არიან.

საუბარი 28. "და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა" (დაბ 9:8-10)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის მოწყალება და სულიერი ხილვა (9:16-17):

...ლი არ აქვს, არამედ იმით ამაყობს, რაც მდინარის ნაკადზე უსწრაფესად მიედინება. და მართლაც, განა რამ შეიძლება იყოს ამჟამინდელი ცხოვრების მთელ დიდებაზე უმნიშვნელო, როცა ის ბალახის ყვავილს შეედარება? "ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა" (; ).

4. ქამის თავშეუკავებლობა და ნოეს შთამომავლობა (9:18)

ხედავთ, საყვარელნო, როგორ ჭეშმარიტად ხედავს რწმენის თვალი, როცა სული ღვთისკენ არის მიმართული? ხედავთ, როგორ ვერ შეიძლება ისინი მოტყუვდნენ რაიმე ხილულით, არამედ სწორ მსჯელობას გამოთქვამენ საგანთა შესახებ და არავითარ ცთუნებას არ ექვემდებარებიან? თუმცა, თუ ინებებთ, ისევ ჩვენი სიტყვის საგანს დავუბრუნდეთ და, კიდევ მცირეოდენის წარმოდგენის შემდეგ, დავამთავროთ მოძღვრება, რათა ნათქვამი თქვენს მეხსიერებაში დარჩეს. საღვთო წერილი, ღვთაებრივი სასწაულის შესახებ თხრობას რომ ამთავრებს, კიდევ სურს ჩვენთვის ცნობა მისცეს მართლისა და მისი შვილების შესახებ და ამბობს: "ხოლო იყუნეს ძენი ნოესნი გამოსრულ კიდობნისაგან: სემ, ქამ, და იაფეთ, ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი. ესე სამნი, იყვნეს ძენი ნოესნი, ამათგან განითესნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა" (დაბ 9:18–19). აქ შეიძლება ვიკითხოთ, რისთვის საღვთო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ გულისხმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად მისა, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, განეშორა და წარვიდა იგი მარტოჲ“ (6,15).:

...ყო, და დიდად ანგელოზნი და ვარსკულავი და მამაჲ ქადაგებდა, და სული წმიდაჲ წამებდა, და წინაჲსწარმეტყუელთა პირველვე ეთქუა, ხოლო ქუეყანისაჲ ყოველი უნდოდ აქუნდა, რაჲთა ესრეთ უფროჲსად გამოჩნდეს ძალი მისი, რამეთუ მოვიდა, რაჲთა გუასწაოს შეურაცხებაჲ სოფლისაჲ. ამისთჳს პილატეს ეტყოდა: „მეუფებაჲ ჩემი არა არს ქუეყანისაგან“. ხოლო რომელ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „აჰა მეუფჱ შენი მოვალს“, ; ; ; მეუფებასა ზეცისასა იტყოდა და არა ქუეყანისასა. ამისთჳს უფალმან თქუა, ვითარმედ: „დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო“.

სწავლაჲ მბ: ვითარმედ არარაჲ არს სოფლისა ამის დიდებაჲ

ვისწავოთ უკუე, საყუარელნო, შეურაცხებაჲ კაცთამიერისა დიდებისაჲ, რამეთუ ჩუენ გუაქუს პატივი დიდი, რომლისა თანა ესე გინებაჲ არს და შეურაცხებაჲ. ვითარცა სიმდიდრჱ სოფლისაჲ მას სიმდიდრესა თანა სიგლახაკე არს, და ცხორებაჲ ესე თჳნიერ მისა სიკუდილ არს, ეგრეთვე დიდებაჲ ესე მას თანა კიცხევა არს და სირცხჳლ, რამეთუ „დიდებაჲ კაცისაჲ ვითარცა ყუავილი არს თივისაჲ“....

სრულად ნახვა