...ამსა და უწინდელიც გონებაში შეინახოთ, რათა ეს შრომა ამაოდ და უსარგებლოდ არ გამოგვდიოდეს. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენ ზუსტად შეიცნოთ წერილის ძალა და ამგვარად არა მხოლოდ თავად გაიგოთ, არამედ სხვებსაც ასწავლოთ, რომ შეძლოთ, ნეტარი პავლეს სიტყვით, „ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა" (). თუ უფლისკენ წინსვლას გამოიჩენთ და სულიერის შესწავლაში წარმატებას მოიპოვებთ, ჩვენც დიდ სიხარულს მოგვანიჭებთ, რადგან ჩვენი ბედნიერება და უდიდესი ზეიმი სწორედ ამაშია. „რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ?" — ამბობს პავლე, — „ანუ არა-მე თქუენა" () და თქვენი ღვთისკენ წინსვლა? ყოველი მოძღვარი, როცა ხედავს, რომ მოსწავლე წინა სწავლებებს მტკიცედ იმახსოვრებს და საქმით აჩვენებს მათგან ნაყოფს, უფრო დიდი მოშურნეობით ასწავლის მას შემდგომ ცოდნასაც. ასევე ჩვენც, რაც უფრო ვხედავთ თქვენი გონების აღძვრას, განწყობის ზრდასა და აზრის გაფრთოვანებას, მით უფრო მოშურნენი ვხდებით მოძღვრების უფრო სრულყოფილად გადმოსაცემად. და რაც უფრო მეტად გადმოვადინებთ თქვენზე ამ სულიერ ნაკადებს, მით უფრო მატულობს ჩვენთანაც მათი დინება თქვენი დამოძღვრისთვის და თქვენი სულები...
1 Thessalonians 5:11
10. Who died for us, that, whether we wake or sleep, we should live together with him.11. Wherefore comfort yourselves together, and edify one another, even as also ye do.12. And we beseech you, brethren, to know them which labour among you, and are over you in the Lord, and admonish you;
1 Thessalonians თავი 5