...სი ძალის დაუძლეველობასა და უსაზღვროებას წარმოაჩენს: ყოფიერებაში მოჰყავს არარსებული არსნი, შექმნილთ კი ცვლის და რადაც სურს, იმად გარდაქმნის.
2. სტიქიონთა გარდაქმნა და რჯულის ნიჭი
ამასვე სხვა წინასწარმეტყველიც ცხადყოფდა, როცა ამბობდა: „რომელი იქმს ყოველთა და გარდაჰმზადებს“ (). თუმცა ისინი ბუნების უძრავი საზღვრებით არიან შეკრულნი, მაგრამ, როცა მას ენება, ეს საზღვრები იხსნება. რადგან ყველაფერი მას უთმობს და მის წინაშე იხრება. ზოგჯერ თვით არსებებს გარდაქმნის; ზოგჯერ კი თვით არსებები უცვლელად რჩებიან, მაგრამ მათ მოქმედებას სხვა სახედ აქცევს: მათ საკუთარ და წილადხვდომილ მოქმედებას უმოქმედოდ ტოვებს, ხოლო სხვა, საწინააღმდეგო მოქმედებას ავლენს. სწორედ ეს მოიმოქმედა მან ღუმელშიც. ცეცხლი იყო, მაგრამ არ წვავდა; მასში ჩაყრილნი კი უტკბილესი ცვრით ტკბებოდნენ. იუდეველთა წინაშე ზღვა იყო, მაგრამ წყლები მათ არ ნთქავდა; პირიქით, ისინი თითქოს კლდეზე უფრო მყარ გზაზე გადადიოდნენ. დათანისა და აბირონის ქ...