...ბა?"** (ამასვე ამბობდნენ წინასწარმეტყველებიც: „რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ.“ () და კვლავ: „ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა.“ () რადგან უბრალოდ მოსურნეებზე კი არ ამბობს, არამედ მათზე, ვინც ურწმუნოებისაგან ისწრაფვის; და კიდევ ამბობს: „არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა“ ()); ამიტომ პავლემ თქვა ასე.
და იხილე, როგორ ანუგეშებს შეჭირვებულებს, თითქოს ეუბნებოდეს: ნუ აქცევენ იმას, რომ მებრძოლნი კეთილდღეობაში არიან, იმის საბუთად, თითქოს სამსჯავრო არ მოდის; სწორედ ასე მოდის იგი. ღირს ისიც გამოვიძიოთ: თუ ანტიქრისტე მოდის და ელიაც მოდის, როგორღა, როცა იტყვიან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“ (), მაშინ მოიწევა მათზე უეცარი მომსრველი? რადგან ესენი, როგორც იმ...