მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Exodus 32:32

31. And Moses returned unto the LORD, and said, Oh, this people have sinned a great sin, and have made them gods of gold.32. Yet now, if thou wilt forgive their sin--; and if not, blot me, I pray thee, out of thy book which thou hast written.33. And the LORD said unto Moses, Whosoever hath sinned against me, him will I blot out of my book.
Exodus თავი 32
32. Yet now, if thou wilt forgive their sin--; and if not, blot me, I pray thee, out of thy book which thou hast written.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

წინათქმა ესაია წინასწარმეტყველის განმარტებისათვის
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ძნისმოყვარე სული, რომელმაც თანატკივილი იცის.

ამიტომაც ღმერთმა დიდი მოსე ერის წინამძღოლობის ტახტზე აღიყვანა, რადგან მან წინასწარ საქმეებით აჩვენა ერისადმი მამობრივი სიყვარული და ამის შემდეგ ამბობდა: „ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.“ (). ესაიაც, როცა დაღუპულებს ხედავდა, ამბობდა: „ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო.“ (). „ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა“ (). იერემიამ კი, როცა ქალაქი დაეცა, გრძელი გოდებანიც შეადგინა. იეზეკიელიც მათთან ერთად წავიდა და უცხო მხარე სამშობლოზე უფრო ასატანად მიიჩნია, რადგან უბედურებაში უდიდეს ნუგეშად ჰქონდა ის, რომ ტანჯულთა გვერდით ყოფილიყო და სხვისი საქმეები გამოესწორებინა. დანიელმაც მათი დაბრუნებისთვის ოცზე მეტი დღე უჭმელად დაჰყო და მთელი გულმოდგინება გამოიჩინა, როცა ღმერთს ევედრებოდა, ისინი მწარე მონობის...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ლოცვის ძალა და საკუთარი ღვაწლი:

...მრავალგზის იხსნა ისინი საფრთხეებისგან, რომელმაც თქვა: „და აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ" ()7; „უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე" (). მაშ, მოსე რომ ახლა ყოფილიყო და ეს სიტყვები ეთქვა, სათხოვარს ვერ მიიღებდა; სამუელიც რომ ყოფილიყო — ისიც ხომ მათი მხსნელი იყო და ადრეული ასაკიდანვე საკვირველი გახდა — ისიც ვერ მიიღებდა სათხოვარს. რადგან ღმერთმა მოსეზე თქვა, რომ როგორც მეგობარი მეგობარს, ისე ესაუბრა და არა გამოცანებით; სამუელზე კი თქვა, რომ ადრეულ ასაკშივე გამოეცხადა მას და მისდამი პატივისცემით აღძრულმა დახშული წინასწარმეტყველება გახსნა. რადგან, როგორც წერია: „სიტყუაჲ უფლისა საძიებელ იყო მათ დღეთა შინა, რამეთუ არა იყო ჩუენებაჲ" (). ამრიგად, მოსე და სამუელიც რომ დადგნენ, ვერაფერს არგებდნენ. ნოეს შესახებაც ამბობს: **„ნოე კაცი მა...

სრულად ნახვა
საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. წერილის კითხვის სულიერი სარგებელი:

...ამოს 7:3); ამბაკუმი: «რაჲსათჳს მიჩუენენ მე ტკივილნი და შრომანი», და სხვა ადგილას: «და ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა» (); მოისმენს ასევე, რომ უნეტარესი მოსეც ამბობს: «უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე» (); იგივე, როცა ღმერთმა აღუთქვა, მრავალრიცხოვანი ხალხის ბელადად გახდომა და უთხრა: «და აწ მიტევე მე... და აღვჴოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად» (), არც ამას დაეთანხმა, არამედ ისურვა ებრაელთა წინამძღოლი დარჩენილიყო. და ქვეყნიერების მოძღვარი, ნეტარი პავლე, ამბობს: «რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად» ().

3. ნოეს სიმთვრალე და ღვინის წარმოშობა (9:20-21)

ხედავთ, როგორ იჩენდა თითოეული მართალი ახლობლების მიმართ დიდ თანალმობას? წარმოიდგინეთ ამ მართლის (ნოეს) მდგომარეობა და განსაჯეთ, რამდენს უნდა ეტანჯა და ემწუხარა, ესოდენ საზარელ უდაბნოს რომ ხედავდა, ხედავდა, რომ იგივე მიწა, რომელიც ადრე ამდენი მცენარით იყო დაფარული და ყვავილებით შემკული, უეცრად თითქოს გადაპარსული იყო...

სრულად ნახვა
თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულისდებანი და მსახურებანი და მითხრობანი, რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე, ამინ (9,4-5).:

...აჲთგან ამათ სიტყუათა სხუანი ვინმე საგმობელად ღმრთისა იტყოდეს, ვითარმედ — "ვითარ ესოდენთა პატივთა ღირს-ქმნულნი ჰურიანი განსთხინა და ყოვლად უპატიოთა წარმართთა მოუწოდა?" — ამისთჳს აწ მოციქული დასაჴსნელად გმობისა ამის, მსგავსად მოსესსა ილოცავს, და ნაცვალად ამისსა, ვითარმედ — "აღმჴოცე წიგნისაგან, რომელსა დაგიწერიე" (), —შეჩუენებულ-ყოფასა ითხოვს თჳსისასა; ვინაჲცა ორნივე ამით არა განჴუებულ, არამედ უფროჲს საკუთარ იქმნნეს ღმრთისა; მოსე — ამისთჳს, რამეთუ არა ეგოდენ ისრაიტელთა მოსრვისათჳს, რაოდენ წარმართთა მიერ გმობისათჳს [ღ̃ა] ჰრიდებდა, რომელნი-იგი უძლურებასა დასწამებდეს ღმერთსა, ვითარცა ვერ-შემძლებელსა ცხოვნებად მათდა, რომელნი-იგი ეგჳბტით გამოიყვანნა; ხოლო პავლე — ამისთჳს, რაჲთა არავინ გმოს ღმერთი განვრდომისათჳს ჰურიათაჲსა. ამისთჳს მათითავე სიტყჳთა დაუყოფს პირსა მგმობართასა, ვითარმედ: პირველითგან არაოდეს უგულებელს-ყვნა ღმერთმან ჰურიანი, არამედ მებრვე ამისთჳს მისცა შვილებაჲ და დიდებაჲ, ძედ და ერად თჳსსა წოდებითა, აღთქუმათა და შჯულისა მიცემითა, მსახურებათა შჯულიერთა და ძუელთა მოთხრობათა მიერ განკრძალებითა ამას ყოველსა ზე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲ-თა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა. და უკუეთუ მარჯუენე ჴელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲ-თა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა“ (5,29-30).:

...ათა კეთილთა? მებრ შენისა ხილვისაცა და შენ თანა ყოფისა (რომლისათჳს გამოუთქუმელი სურვილი მაქუს) უმეტესად მაქუს ესე, რაჲთამცა სახელი შენი ყოველთა შორის იდიდებოდა; ვითარცა მოსეცა მსგავსად ამისა ჰრქუა უფალსა: „უკუეთუ მიუტეობ, მიუტევე მათ ცოდვაჲ იგი, უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნისა მის შენისაგან, რომელსა დამწერე“. ამას ესევითარსა იტყოდეს წმიდანი სრულისა მისგან სიყუარულისა, რაჲ-თამცა სხუანი იგი აცხოვნნეს. ხოლო უკუეთუ ვინ სიყუარულითა სხჳსაჲ-თა სულსაცა თჳსსა წარსწყმედდეს და მასცა, რომელი უყუარდეს, არაჲ აქუს სიტყუასა მას მოციქულისასა მის თანა ზიარებაჲ.

წმიდათა მათ ესევითარითა გულისსიტყჳთა უაღრესადღა აცხოვნნეს სულნი თჳსნი და სხუანი მრავალნი. ხოლო შენ, კაცო, უკუეთუ პირველად სული შენი წარიწყმიდო და მეორესაცა მიზეზ ჯოჯოხეთისა ექმნე, დიდი უგუნურებაჲ არს შენდა. ამისთჳს იტყჳს უფალი: „აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რაჲთა არა მის თანავე გეჰენიასა შთაჰვარდე“. ვითარცა სხჳთაცა სახითა გულისჴმა-ვყოთ ესე: უკუეთუმცა ვინ გრქუა, ვი-თარმედ: ანუ აღმოიღე თუალი შენი, ანუ უეჭუელად შთაგაგდებ მღჳმესა რასმე ქუესკნელსა სრულიად წარწყმედად, არამცა აღმოღებაჲ თუალისაჲ ირჩიეა? ჰე, ჭეშმარიტად. არა თუ თუალი იგი გძულნ, არამედ ყოველსავე გუამსა უმეტეს პატივ-სცი და ცხორებასა შე...

სრულად ნახვა