მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 7:12

11. If ye then, being evil, know how to give good gifts unto your children, how much more shall your Father which is in heaven give good things to them that ask him?12. Therefore all things whatsoever ye would that men should do to you, do ye even so to them: for this is the law and the prophets.13. Enter ye in at the strait gate: for wide is the gate, and broad is the way, that leadeth to destruction, and many there be which go in thereat:
Matthew თავი 7
12. Therefore all things whatsoever ye would that men should do to you, do ye even so to them: for this is the law and the prophets.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“ (7,12).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: მოკლითა სიტყჳთა ყოვლადბრძენმან მან მეუფემან ყოველივე ზემოთქუმული სწავლაჲ შემოკრიბა და გჳჩუენა, ვითარმედ მოკლე გზაჲ არს სათნოებაჲ და ყოველთა მიერ საცნაური; რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ითხოვდით, და მოგეცეს; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს“, მეყსეულად წინამდებარე ესე სიტყუაჲ შესძინა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ გნებავს თხოათა თქუენთა სასმენელად ღმრთისა მიწევნად და კარისა მის წყალობათაჲსა განღებად თქუენ წინაშე, პირველთქუმულთა მათ თანა ესეცა დაიმარხეთ და „ყოველივე, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ“.

და არა თქუა ესრეთ, ვითარმედ: რავდენიცა გნებავს, რაჲთა გიყოს შენ ღმერთმან, ეგრეთვე შენ ჰყვი მოყუსისა მიმართ, რაჲთა არა სთქუა, თუ: ვითარ შესაძლებელ არს ესე? რამეთუ იგი ღმერთი არს და მე - კაცი; ამისთჳს თქუა: ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყოს მოყუასმან შენმან და შენ თანამონამან, ეგრეთვე შენ ჰყვი მოყუსისა მიმართ. რაჲმცა იყო ამისა უსუბუქეს ანუ უჭეშმარიტეს და უსამართლეს? ამისთჳსცა ისმინე, რაბამი ქებაჲ თქუა ამის წესისაჲ: „ესრეთ არსო შჯული და წინაწარმეტყუელნი“. ამისთჳსცა საცნაურ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:12 — ოქროს წესი:

12. ყოველი რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინასწარმეტყუელი. - უფალი სიკეთისაკენ მოკლე გზას გვიჩვენებს, რადგანაც ადამიანებმა შინაგანად ვიცით, რაც საჭიროა. უკეთუ გსურს სათნოდ მოგექცნენ, შენც სათნოდ მოექეცი; უკეთუ გსურს მტრებმა შეგიყვარონ, მტრები შენც შეიყვარე, რადგან საღმრთო სჯულიცა და წინასწარმეტყველებიც ამას გვეუბნებიან და ჩვენი ბუნებითი სჯულიც ამასვე ბრძანებს.

სააღდგომო ეპისტოლე 2009 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ (რუსთაველი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!

ეს სიტყვები პირველად ანგელოზმა ახარა კვირას, გამთენიისას, საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებს;

ქრისტე აღდგა!

სიხარულით გაოგნებულმა დედებმა ამცნეს მოციქულებს;

ქრისტე აღდგა!

ეს სასწაული სასწაულთ შორის მოჰფინეს მოციქულებმა მთელ მსოფლიოს; და ჩვენც, არა მიწიერი სიხარულით აღვსილნი, ყველას გასაგონად ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

  • მაგრამ რა არის მიზეზი ჩვენი ზეიმისა?

  • ის, რომ სიკვდილი განქარდა და ბჭენი ჯოჯოხეთისა შეიმუსრა; რომ დამთავრდა გარდაცვლილთა მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ყოფნა და ქრისტეს ყველა ჭეშმარიტ მადიდებელს ცხონების შესაძლებლობა მიეცა.

ამიტომაც ამიერიდან აღარ გვეშინია სიკვდილისა, ვიცით რა, რომ მოვალს ჟამი, როდესაც სხვა მართლმორწმუნე მიცვალებულთა მსგავსად ჩვენც აღვდგებით საფლავიდან, რათა აღარასოდეს მოვკვდეთ.

მავანი იტყვის:...

სრულად ნახვა
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან, განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, და მშთვრისა და სიძვისა, და რავდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი. კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით (15,29).:

...ლევ. 19:2). ხოლო აქა ესე: "რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნას, განხრწნას იგი ღმერთმან" (). ამათი მეხუთე რიცხჳთა თჳთ თავადისა ქრისტესი არს, ვითარმედ: "ყოველი რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყავთ მათდა მიმართ" (). ამათი დამცველი უნაკლულო იყოს ყოვლისაგან კეთილისა საქმისა, და ცოცხალ ორკერძოვე — სარწმუნოებისა და კეთილთა საქმეთა მიერ.

იგინი ვითარცა წარემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად და შეკრიბეს კრებული იგი და მისცეს წიგნი ჴელთა მათთა. და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშინის-ცემასა მას ზედა (15,30-31).

თარგმანი: არა თჳსაგან თითოეულსა, არამედ ზოგად ყოველთა მისცეს, რაჲთა კადნიერებით ექადაგოს ერთბამად ყოველთა და არა თჳსაგან თითოეულსა, რომლისა აღმოკითხვითა ნუგეშინის-ეცა სულსა წარმართთასა.

იუდაცა და შილა, რამეთუ იგინი წინაჲსწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინის-სცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს (15,32).

თარგმანი: საცნაურ არს, ვითარმედ ახლისაცა ამის შჯულისა წინაჲსწარმეტყუელნი იყვნეს შემდგომად ქრისტესსა, ვითარ-ესე აწ იუდა და შილა, რომელთა ყოფადთა თხრობითა ნუგეშინის-სცეს მწუხარებასა ანტიოქიას მყოფთა ძმათასა და დაამტკიცნეს შერყეულნი...

სრულად ნახვა
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს, რომლისა თჳნიერ შეუძლებელ არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან (2,7).:

...ოვარნი აღიძრვიან თჳსებად და სიყუარულად ურთიერთას. ამისთჳს კაცთა რაბამ უჴმს მოსწრაფებაჲ თჳსებისათჳს ურთიერთას, ვითარცა სიტყჳერებითა და გულისჴმის-ყოფითა პატივ-ცემულთა. ვინაჲცა მაცხოვარი თჳთ ბუნებითისაგან წესისა ასწავებდა კაცთა, ვითარმედ: "ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყვით მათდა მიმართ" (), რომელი-ესე არს მტკიცე საზღვარი ურთიერთას სიყუარულისაჲ. და ამისთჳს მცნებად არა პირველად, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, დასაბამითგანად უწოდს მოციქული სიყუარულსა, რამეთუ ბუნებითი არს, და რამეთუ ესე სიტყუაჲ გუასმიეს დასაბამსა სარწმუნოებისა ჩუენისასა ქრისტესგან, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" () და "უფროჲსი ამისსა სიყუარული არა არს, რაჲთა სული თჳსი დადვას კაცმან მეგობრისა თჳსისათჳს" ().

მოციქულისაჲ: კუალად მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, რომელი არს ჭეშმარიტ მის თანა და თქუენ შორის, რამეთუ ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს. რომელმან თქუას ნათელსა შინა ყოფაჲ და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი ბნელსა შინა არს ვიდრე აქამომდე, ხოლო რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა...

სრულად ნახვა
თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ესაია ღაღადებს ისრაჱლისათჳს: დაღათუ იყოს რიცხჳ იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი ოდენ ცხონდეს, რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლესა შინა, ვითარმედ სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა (9,27-28).:

...ობაჲ იგი სიტყუათა სახარებისათაჲ. რამეთუ არა მიმოგანთესულ არს წიგნებსა შინა წინაჲსწარმეტყუელთასა, არამედ მოკლედ ისწავების უფლისა მიერ: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი" (მათ. 22:37,39), და "ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე ჰყოფდით მათდა მიმართ" ().

მოციქულისაჲ: და ვითარცა-იგი წინაჲსწარ თქუა ესაია, —არათუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით (9,29).

თარგმანი: უფალი საბაოთ "უფლად მჴედრობათა" გამოითარგმანების. და იგი თავადი არს, რომელი არცა ერთსა ნათესავსა შეურაცხ-ჰყოფს, რომელსა ჰრწმენეს მისი, არამედ მცირედღა თუ იყოს ნეშტი რომლისაცა ნათესავისა, მისსა მიმართ მორწმუნეთაჲსა, ჰყოფს მათ თესლ ნაყოფიერ, გამომღებელ ოცდაათეულისა, სამოცეულისა და ასეულისა.

ჳკუმენისი: შესაძლებელ არს, რაჲთა ქრისტესთჳსცა გულისჴმა-იყოფებოდის სიტყუაჲ ესე, ვითარცა იტყჳს წმიდათა შორის დიდი კჳრილე, რამეთუ იგი არს უფლისა მიერ მონიჭებული ჩუენდა ნაყოფი, "რამეთუ ყრმაჲ იშვა ძე და მოგუეცა ჩუენ" (). და არათუმცა იგი თავადი განჴორციელებულ იყო სათნო-ყოფითა მამისაჲთა, რომელმან მოავლინა იგი, არარაჲთმცა უმოლხ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურ-თიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,12).:

...ერთი იგი ვისმე აქუნდა და არამცა მეორჱ შეუდგა მას. რამეთუ ოდესმე იტყჳს, ვი-თარმედ: „ამას ჰკიდავს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“; და ოდესმე იტყჳს: „ვითარ გნებავს თქუენ, რაჲთა გიყოფდენ კაცნი, თქუენცა ჰყოფდით მათა მიმართ, რამეთუ ესე არს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“; ; და: „აღსრულებაჲ შჯულისაჲ სიყუარული არს“, რომელსა აქაცა მოასწავებს. რამეთუ უკუეთუ დადგრომაჲ სიხარულისაჲ სიყუარულისაგან არს, ხოლო სიყუარული დამარხვისაგან მცნებათაჲსა იქმნების, ხოლო მცნებაჲ იგი არს, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ დადგრომაჲ ღმრთისა თანა ურთიერთას სიყუარულისაგან იქმნების. ხოლო არა ესრეთ ლიტონი სიყუარული თქუა, არამედ სახჱცა მისი გამოაჩინა, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“. კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა სიძულილისაჲ არს წარსლვაჲ მისი მათგან, არამედ სიყუარულისაჲ. და უფროჲსად უჴმდა განკჳრვებაჲ ამისთჳს, რამეთუ „თქუენთჳს სულსა ჩემსა დავსდებო“, ; (15,13) არამედ ესრეთ არასადა თქუა ესე, ვითარ ამას ადგილსა. გარნა ზემორე იტყოდა მწყ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
ჴსენებაჲ წმიდისა მათე მახარებელისაჲ დაწყებაჲ სიტყჳსაჲ:

...ყუასი - ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან“; და კუალად იტყჳს: „ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს რჩული და წინაწარმეტყუელნი“; რომელ-ესე მამათა და დედათა და ყრმათა მცირეთა და ბრძენთა და უმეცართა მიერ საცნაურ არს და ადვილად გულისჴმისსაყოფელ, რამეთუ ესრეთ არს წესი ჭეშმარიტებისაჲ და წამებს აღსასრული საქმეთაჲ. რამეთუ ყოველთავე ისწავეს ძალი მცნებათაჲ მათ, და არა ისწავეს ოდენ, არამედ მრავალთა ქმნესცა არა სოფელთა შინა ოდენ და ქალაქთა, არამედ უდაბნოთაცა. მიედ უდაბნოთა გარეუვალთა და იხილო მუნ ჭეშმარიტი იგი სიბრძნე; იხილნე კრებულნი ანგელოზთანი გუამითა კაცობრივითა და მოქალაქობაჲ ზეცათაჲ ქუეყანასა ზედა აღსრულებული, რამეთუ მოწაფენი არიან მეთევზურთანი და მეზუერისანი.

ესევითარი იგი მოქალაქობაჲ დააწესეს ქუეყანასა ზედა რჩულისმდებელობითა ღმრთისაჲთა, და სასყიდელი მოქალაქეთაჲ მათ არა გჳრგჳნი დაფნისაჲ ანუ ზეთისხილისაჲ არს, ვითარცა წარმართთა ზე, ანუ ძეგლი რვალისაჲ, საქმენი ესე უნდონი და ყრმათა სამღერელნი, არამედ ცხორებაჲ დაუსრულებელი და შვილ ღმრთისა ყოფაჲ და შუებაჲ ანგელოზ...

სრულად ნახვა