...(იერ. 2,10-11) და კუალად პირუტყუთა და იძრვის-თა მოართუამს სახედ უგულისჴმოთა მრავალგზის: ჯინჭველსა და ფუტკარსა და ესევითართა მრავალთა; „იქმენო, ვითარცა ჯინჭველი, ჵ მცონარო“, - იტყჳს სოლომონ, - „და ჰბაძევდ გზათა მისთა. ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ არს“. ეგრეთვე აწ მეცა გეტყჳ: მიხედენ წარმართთა და შეიკდიმე შენ, მორწმუნეო, და ნუ იტყჳ, თუ: ჩუეულებასა ვერ მოვიწყუედ. იგინი კაცთათჳს ესრეთ მოსწრაფე იყვნეს, რაჲთა სათნოეყვნენ მათ, და შენ ღმრთისათჳს არა იღუაწოა მცირედ, რაჲთა სათნო-ეყო მას? უკუეთუ იტყჳ, თუ ძნელ არს ჩუეულებაჲ, ჰე, უწყი ესე მეცა. ამისთჳს გეტყჳ: ნუ მოხუალ ჩუეულებასა ბოროტსა; უკუეთუ მოსრულ ხარ, იღუაწე მცირედ, და კუალად დაიჴსნას ჩუეულებაჲ იგი. ძნელ არს ჩუეულებისა მოწყუედაჲ, გარნა არა შეუძლებელ არს, მოღუაწებაჲ უჴმს მცირედი, და ყოველივე კეთილად აღესრულოს. მცირედ ჟამ თუ დაითმინო, მერმე უჭირველად იყოს საქმე იგი. ხოლო იწყო რაჲ ჩუეულებისა მოწყუედად, დაღაცათუ ერთგზის და ორგზის შეგემთხჳოს ჩუეულებაჲ იგი, დაღაცათუ ათგზის და ოცგზის, ნუ წარიკუეთ სასოებასა, არამედ კუალად აღდეგ და პირველითგანვე იწყე. კუალად ჴელ-ყავ კეთილისა საქმესა და ესრეთ მადლითა და შეწევნითა უფლისაჲთა მძლე ექმნე ვნებასა...