მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 50:19

18. When thou sawest a thief, then thou consentedst with him, and hast been partaker with adulterers.19. Thou givest thy mouth to evil, and thy tongue frameth deceit.20. Thou sittest and speakest against thy brother; thou slanderest thine own mother's son.
Psalms თავი 50
19. Thou givest thy mouth to evil, and thy tongue frameth deceit.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 146-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქების სარგებელი და განბნეულთა შეკრება:

...2 კორ 7:6). და კვლავ: „სულმოკლეთა მიმცემელი სულგრძელებისა“ (). და იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ (). ამიტომ, როცა ნუგეშის მიღება გსურს, თავი დაიმდაბლე და შენი გონება შემუსრე.

ეს მისი ნებისა, სახიერებისა და კაცთმოყვარეობის შესახებ ითქვა: მისი საქმეა გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა. შემდეგი კი მის ძალაზეა. „რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა“ (), ანუ: ვინც მათი რიცხვი იცის. რადგან საუბარი განბნეულ სიმრავლეზე იყო, რომელიც ჯერ არსად ჩანდა, წინასწარმეტყველმა ეს მაგალითი სათანადოდ მოიყვანა, რათა ამით ეჩვენებინა, რომ ღმერთს განბნეულთა შეკრებაც ძალუძს. რადგან შემუსვრილთა გამოსწორება და ნუგეშისცემა მისთვის ჩვეულია, ხოლო ვარსკვლავთა უსასრულო სიმრავლეს სიზუსტით იცის....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. დევნა დამდაბლება და ცოდვის სიბნელე:

...ად ცხორებაჲ ჩემი“** ()

დამდაბლების სახელი მრავალ რამეს ნიშნავს. არსებობს სათნოებითი სიმდაბლეც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.“ () არის დამდაბლება უბედურებათაგანაც და არის ცოდვებისგანაც. აქ კი უბედურებათაგან მომდინარე დამდაბლებაზე ამბობს. ამიტომაც დაურთო, ამის საჩვენებლად: „და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი“ () არის დამდაბლებაც უგუნური მედიდურობისგან, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს“ () არის სხვა დამდაბლებაც — გაუმაძღრობისგან მომდინარე. რადგან რა არის უფრო მდაბალი, ვიდრე ისინი, ვინც საკუთარ თავს სიმდიდრეში, ძალაუფლებასა და დიდებაში მარხავენ? ასე...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ებს აღნუსხავს. ამგვარად, შემუსვრილი და დამდაბლებული გულით აღვავლინოთ ქება, რათა იგი სათნოდ მისაღები გავხადოთ და კეთილსურნელ საკმევლად ზეცისკენ ავავლინოთ. რადგან ნათქვამია: „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ (). მაგრამ, იტყვის ვინმე, წინასწარმეტყველი მოგვიწოდებს, დიდებისმეტყველება ღაღადებით აღვასრულოთ, რადგან ამბობს: „შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!“ (). მაგრამ არც ჩვენ ვკრძალავთ ამგვარ ღაღადებას, არამედ უაზრო ხმაურს; არც ქების ხმას ვკრძალავთ, არამედ უწესრიგობის ხმას, ერთმანეთთან დავას, ჰაერში ფუჭად და ამაოდ აღმართულ ხელებს, მოუსვენრად მოხტუნავე ფეხებს, უწესო და დაშლილ ქცევებს, რომლებიც თეატრებსა და იპოდრომებზე მოცლილთა გასართობებია. იქიდან შემოგვეპარება ეს დამღუპველი სწავლებანი, იქიდან მოდის ეს კრძალულებას მოკლებული და მდაბიური ხმები, იქიდან ხელების უწესრიგობანი, დავები, შუღლები და უწესრიგო ქცევები.

4.

რადგან ღვთის სიტყვების...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ამპარტავნების ფესვი და თავმდაბლობის გზა:

...განა უგუნურებისაგან არა? აჰა, უფლის არცოდნამ როგორ უფსკრულში ჩაყარა ისინი. რადგან თუ ღმერთს უყვარს „სული შემუსრვილი“ — „მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.“ () — მაშინ, საპირისპიროდ, „ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.” ().

ამრიგად, ამპარტავნების ტოლი ბოროტება არაფერია; იგი ადამიანს დემონად აქცევს, შეურაცხმყოფელად, ღვთისმგმობლად, ფიცის გამტეხად, სიკვდილთა და მკვლელობათა მოსურნედ ხდის. ამპარტავანი მუდამ მწუხარებასთან ცხოვრობს, მუდამ დრტვინავს, მუდამ მოუსვენარია; არაფერია ისეთი, რაც მის ვნებას გააძღობს; თუნდაც თვით მეფე იხილოს, ამპარტავნის წინაშე თავს რომ ხრის და თაყვანს სცემს, მაინც არ გაძღება, არამედ უფრო მეტად აღიგზნება. რადგან როგორც ვერცხლისმოყვარენი რამდენსაც მიიღებენ, მით მეტი სჭირდებათ, ასევე უგუნურებაში ჩავარდნილნიც — რამდენ პატივსაც მიიღებენ, მით მეტს ესწრაფვიან. მათში ვნება იზრდება, რადგან...

სრულად ნახვა
საუბარი 9. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა და მსგავსებად" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კაცთმოყვარეობა დაცემის შემდეგ (3:19):

...გულებელყოფას, ხილულის არაფრად ჩაგდებას, მომავალ სიკეთეზე ფიქრს, ცხოვრებაზე — უკვდავსა და უსასრულოზე. ვინც ასე განაწყობს სულს, ის ღვთისთვის ჭეშმარიტ და სათნო მსხვერპლს სწირავს, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს" (). კეთილგონიერ მონებს არა ისე ასწორებენ სასჯელი და ტანჯვა, როგორც ქველმოქმედება და იმის შეგნება, რომ მათ ნაკლები სასჯელი მიიღეს, ვიდრე თავიანთი ცოდვებისთვის იმსახურებდნენ.

6. სიმდაბლე, მარხვა და სულის ფხიზლობა

მაშასადამე, გევედრებით, შევმუსროთ ჩვენი სული, დავიმდაბლოთ გონება და განსაკუთრებით ახლა, როცა მარხვის დრო ამაში დიდ დახმარებას გვაძლევს. თუ ასეთ განწყობაში მოვიყვანთ თავს, შევძლებთ ლოცვაც დიდი სიფხიზლით აღვასრულოთ და ცოდვათა აღსარებით ზეგარდმო დიდი მადლიც მოვიპოვოთ. და, რომ ასეთი სულები მეუფისთვის სათნოა, ისმინე, როგორ ამბობს თავად ის: „ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა" (). ამიტომაც ქრისტემ, (მოწაფეებთან) საუბრისას, თქვა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ" (...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲე სიმდაბლისათჳს და ამპარტავანებისა:

...ცა გკითხო: ვინ უმაღლეს არს, რომელი შესწირვიდეს დღითი-დღე ღმრთისა შესაწირავთა სათნოთა ანუ რომელი შორს განვრდომილ იყოს მისგან? ისმინე უკუე, ვითარ მდაბალი, ვი-თარცა მღდელი, მარადის მსხუერპლსა ქებისასა შესწირავს ღმრთისა, „მსხუერპლ ღმრთისა არსო სული მდაბალი, გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“. იხილეა ამისი სიწმიდე? მიხედენ აწ სიხენეშესა ამპარტავანისასა: „საძაგელ არსო წინაშე ღმრთისა ყოველი მაღალი გულითა“. რამეთუ მდაბალსა ზედა ღმერთი განისუენებს, ვითარცა იტყჳს: „ვის მივხედნეო, გარნა მშჳდსა და მდაბალსა, რომელი ძრწინ სიტყუათაგან ჩემთა“, ხოლო ამპარტავანი ეშმაკისა მიერ წარტყუენულ არს, ვითარცა იტყჳს პავლე: „ნუუკუე აღმაღლდესო და სასჯელსა ეშმაკისასა შთავარდეს“. რაჲმცა უკუე იყო უძჳრეს ამპარტავანებისა, რამეთუ ესე არს თავი და აღსასრული ყოველთა ბოროტთაჲ; ანუ რაჲმცა იყო უსაწადელეს და უსანატრელეს სიმდაბლისა, რომელი-იგი საკუთარ და საყუარელ ღმრთისა ჰყოფს მუშაკთა მისთა და საწადელ და სანატრელ ყოველთა კაცთა, რამეთუ მუშაკსა მას სიმდაბლისასა ყოველნი ვითარცა მამასა პატივ-სცემენ და ვითარცა ძმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (5,3).:

...შემუსრვილისა და დამდაბლებულისაჲ, რომელი არა სიმრავლისაგან ცოდვათაჲსა იქმნების (რამეთუ იგი არა სრული სიმდაბლე არს), არამედ სიმრავლესა შინა სათნოებათასა გულისაგან წმიდისა და ღმრთისმოყუარისა იშვების, ვითარცა დავით იტყჳს: „მსხუერპლ ღმრთისა არს სული მდაბალი, გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“.

ესრეთ იყვნეს სამნი იგი ყრმანი, რომელნი სიმდიდრესა მას შინა ესოდენთა სათნოებათასა მდაბალ იყვნეს და გლახაკ სულითა, შემუსრვილ და შეძრწუნებულ. ამისთჳსცა სხუასა არარას უჩუენებდეს შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, გარნა ესევითარსა მას გონებასა, და იტყოდეს: „არამედ თავითა დამდაბლებულითა და სულითა გლახაკებისაჲთა შე-მცაწირულ ვართ ჩუენ“. ესენი იყვნეს ჭეშმარიტად გლახაკ სულითა, რომელ არს სრულისა მის სიმდაბლისა საზომი. ამას ესევითარსა საზომსა სიმდაბლისასა ჰნატრის უფალი და იტყჳს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“. რამეთუ ვინაჲთგან დიდნი იგი ბოროტნი და წარმწყმედელნი სოფლისანი ანპარტავანებისაგან მოიწინეს, ეშმაკი ანგელოზთა თანა იყო და ეშმაკ იქმნა, ვითარცა იტყჳს მოციქული და განაკრძალებს, „არა ახალნერგო, რაჲთა არა განლაღნეს და სარჩელსა შევარდეს ეშმაკისასა“,

სრულად ნახვა