თარგმანი: ესე სიტყუაჲ ქრისტეს მაგიერ არს მამისა მიმართ, ვითარმედ: არარაჲ უცხოჲ-ქმნილ არს, მამაო, არამედ ვითარცა-იგი პირველთა ჟამთა მრავალთა უგულებელს-გყვეს შენ, და შენ მრავალნი გგმობდეს, ეგრეთვე მაშინდელთა მათ შენთა შეურაცხისმყოფელთა და მგმობართა გმობანი და ყუედრებანი აწ ჩემ ზედა, ძესა შენსა, მოვიდეს.
Romans 15:4
თარგმანი: ვითარ-იგი ქმნაჲ საქმეთაჲ, ეგრეთვე აღწერაჲ მათი ზოგად სამოძღურებელ ჩუენდა არიან, რაჲთა ვებაძვებოდით და ვემსგავსებოდით მათ, რაჟამს კითხვაჲ იგი წიგნთაჲ ნუგეშინის-ცემულ, და ნუგეშინის-ცემაჲ მოთმინე მყოფდენ ჩუენ; რაჲთა ვეგნეთ მტკიცედ სასოებასა შინა ღმრთისასა, რამეთუ მოთმინებაჲ შეიქმს სასოებასა, და სასოებაჲ კუალად — უმეტესსა მოთმინებასა.
...მათ 13:52)2.
და კვლავ ნეტარი პავლე იმავეს შეგვაგონებს და ამბობს: „რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს" (). ყველაზე მეტად კი თვითონ აკეთებდა ამას: როგორც წერია, „ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედამიწევნით მამულითა სჯულითა" (); ამიტომ ამის შემდეგაც ბუნებრივია, რომ საკითხავს ყურადღებას აქცევდა, რამეთუ ვინც სხვებს ამას შეაგონებდა, ჯერ საკუთარ თავს შეაგონებდა. ხედავ ხომ, რომ იგი განუწყვეტლივ წინასწარმეტყველთა მოწმობებს იშველიებს და მათში არსებულს განიხილავს; მაშ, პავლე საკითხავს ყურადღებას აქცევს (რადგან წერილთაგან მოსამკელი სარგებელი მცირე როდია), ჩვენ კი ვუდარდელობთ და ზერელედ ვისმენთ? და რამდენად დიდი სასჯელის ღირსნი არ ვიქნებოდით? ამბობს: „რაჲთა წარმატებულებაჲ ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა" (
...ან, და შინაგანნი ესე საქმენი - გარეწარად და გარეწარ-თაცა უშეურაცხჱს.
ანუ არა უწყითა, ვითარმედ ყოველნი ესე წერილნი არა თუ მაშინდელთა მათ კაცთათჳს ოდენ დაწერილ არიან, არამედ ჩუენთჳსცა სწავლად დაწერილ არიან, რომელთა ზედა აღსასრულნი ჟამთანი მოიწინეს, ; ვითარცა მოციქული პავლე იტყჳს. ამისთჳს ყოვლადვე ვიტყჳ და არავინ ისმენს, გარნა მე არავე დავსცხრე სიტყუად, და ესრეთ ღმერთმან მომცეს სასყიდელი. რამეთუ რომელი მორჩილთა ასწავლიდეს, აქუს მას ნუგეშინის-ცემაჲ - მსმენელთა მათ მორჩილებაჲ, ხოლო რომელი ზედაჲსზედა იტყოდის, და არავინ უსმენდეს, და იგი არავე დასცხრებოდის სიტყუად, უმეტესსა სასყიდელსა ღირს არს, რამეთუ ნებისათჳს ღმრთისა, დაღაცათუ არავინ უსმენდა, მან თჳსი აღასრულა. არამედ მე სურვიელ ვარ, რაჲთა თქუენცა სცხოვნდეთ, და ესე მაქუს დიდად სასყიდელად; და მწუხარე ვარ, უკუეთუ არა გამოიღოთ ნაყოფი. არამედ ღირსმცა ვართ ყოველნი გამოღებად ნაყოფთა სულიერთა და საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.