...ლად მიცემად, ჩუენ ვითარ უგულებელს-ვჰყოფთ ცხორებასა ჩუენსა?
ჰურიათა მისცნა წლითი-წლად დღესასწაულნი საჴსენებელად ქველისმოქმედებათა მისთა, ხოლო ჩუენდა დღითი-დღე მოუცემიეს საჴსენებელი ესე, ვითარცა იტყჳს მოციქული: „რავდენგზის სჭამდეთ პურსა ამას და ჰსუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდეთ“, რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: „ამას ჰყოფდითო მოსაჴსენებელად ჩემდა“.
და ნანდჳლვე ესე არს თავი ქველისმოქმედებათა მისთაჲ, ჴსენებაჲ სიკუდილისა მისისაჲ. რამეთუ უკუეთუ ვთქუა, თუ: ცანი გარდაართხნა და ქუეყანაჲ დაამტკიცა, ზღუანი განჰფინნა, მნათობნი დაჰბადნა, და ამისა პირველ მჴედრობანი ანგელოზთანი შექმნნა, სხუანი იგი ყოველნი თუ საკჳრველებანი მისნი წარმოვთქუნე, ვერარას ვიტყჳ სწორსა ამისსა, რომელ თავი თჳსი მისცა ჩუენთჳს სიკუდილად, რაჲთა უცხოქმნილნი ესე და წარწყმედილნი მონანი მომიძინეს და შვილ ღმრთისა მყვნეს.
ესე არს თავი ყოველთა კეთილთაჲ, ესე არს საიდუმლოჲ დიდებული, რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო და აწ გამოგჳჩნდა ჩუენ. სურვილით უკუე და სარწმუნოებით მოუჴდებოდით წმიდასა მას და შესაძრწუნებელსა ტრაპეზსა.
გარნა ნუმცა ვინ მოუჴდების სამოსლითა ხენეშითა, რაჲთა არა გარე განვარდეს.
ნუმცა ვინ არს იუდა,...