... რამეთუ ესეცა ურწმუნო არს, ვითარცა იგინი.
კუალად, დაღაცათუ სარწმუნოებაჲ გუაქუნდეს მართალი და საქმე კეთილი არა გუაქუნდეს, სარწმუნოებაჲ იგი მკუდარ არს. ისმინეთ, რასა იტყჳს მოციქული: „რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს ჴორცსა და სისხლსა უფლისასა“. და რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, არა უყუარს უფალი; და რომელი შეურაცხ-ჰყოფდეს გლახაკსა, უფალსა შეურაცხ-ჰყოფს, რამე-თუ თავადი იტყჳს: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე მიყავთ“. და რომელი მოიღებდეს ქრთამსა უბრალოჲსა დასჯად, მოყუასი არს იუდაჲსი, რამეთუ ესეცა განჰყიდის სიმართლესა, ვითარცა მან განყიდა ქრისტე.
და რომელმან არა შეიწყალოს ობოლი და ქურივი, უწყალოებასა მას თჳსად შეჰრაცხავს უფალი. და ესეცა იცოდეთ: რომელი ისიძვიდეს, სულსა თჳსსა წარიწყმედს, რამეთუ განხრწნის ტაძარსა ღმრთისასა, ვითარცა მოციქული იტყჳს. და რომელი დამონებულ იყოს ბოროტ-თა გულისთქუმათა და აღასრულებდეს მათ, და სუფევდეს ცოდვაჲ მის ზედა, იგიცა მათ ჰბაძავს, რომელთა კეისარი აღიარეს მეუფედ და არა ქრისტჱ.
რაჲ-მე უკუე ჯერ-არს ქმნად? არარაჲ სხუაჲ, გარნა ესე: უფ...