მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 2:14

13. რომელსაცა-ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა, სულიერთა სულიერად შევატყუებთ.14. ხოლო მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ.15. ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2
14. ხოლო მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისასა შესლვად და მეორედ შობად?“ (3,4).:

...ბით შეიწყნარებდეს გამოუწულილველად? რამეთუ ესმა ნიკოდემოსს შობაჲ და ვერ გულისხმა-ყო, თუ სულიერსა შობასა იტყჳს, არამედ დიდი იგი და მაღალი სიტყუაჲ ჴორციელსა სიმდაბლესა შინა შთამოიყვანა და ამისთჳს საკიცხელ უჩნდა სიტყუაჲ იგი. ამისთჳს იტყჳს პავლე, ვითარმედ: „მშუმინვიერი კაცი ვერას შეიწყნარებს სულიერსა“. გარნა ამან ამასცა ზედა დაიცვა პატივი ქრისტესი და არა განაგდო სიტყუაჲ იგი, არამედ თქუა, ვითარმედ: „ვითარ შესაძლებელ არს?“ და დაიდუმა, რამეთუ ორი იყო წინააღმდგომი: ერთად, შობაჲ ესევითარი, და კუალად, სასუფეველი, რამეთუ არცაღა სასუფეველი იცოდეს ჰურია-თა, და ამისთჳს უკჳრდა მას საქმჱ იგი.

სწავლაჲ კდ რაჲთა არა გამოვიწულილვიდეთ საქმეთა ღმრთისათა, არამედ ოდენ გურწმენეს, და სათნოდ ცხორებისათჳს

ხოლო ჩუენ ნუმცა კაცობრივითა გულისსიტყჳთა გამოვეძიებთ საქმეთა ღმრთისათა, არამედ ყოველსავე შევიწყნარებდეთ შეუორგულებელად, რამეთუ გამომწულილველი ირგებს ვერარას, არამედ ოდენ სულსა ზედა თჳსსა საშჯელსა მოაწევს და საძიებელსა მას ვერ ჰპოებს; რამე-თუ გესმეს შენ „შობაჲ“, ნუ იტყჳ, თუ: ვითარ იშვა? ნუცა ურწმუნო იქმნები, არამედ შეიწყნარე სარწმუნოებით, რამეთუ უკუეთუ ნიკოდემოს, რომელ შობაჲ იგი სულიერი ვერ გულისხმა-ყო, იბრალა, უკუე რომელნი საშინელსა მას და დაუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მა-თითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“ (7,6).:

...ან; და ესევითართა მათთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა ღირს არიან სმენად საიდუმლოთა ღმრთისათა, არა თუ ინებონ უკეთურებისა მის მათისაგან მოქცევად.

ეგრეთვე მოციქულიცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „მშჳნვიერმან კაცმან არა შეიწყნარის სულისაჲ, რამეთუ სიცოფე უჩნ მას და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვის“. და სხუასა მრავალსა ადგილსა გულისჴმა-გჳყოფს ამას წერილი, ვითარმედ ბოროტთა საქმეთა მიერ განხრწნილი ცხორებაჲ მიზეზ ექმნების არა შეწყნარებად მაღალთა მათ და სულიერთა სწავლათა სრულისა მის წესისა. ამისთჳსცა უფალი ბრძანებს, ვითარმედ ესევითართა მათ სასოწარკუეთილთა და ყოვლითურთ ეშმაკისადა განჩემებულთა არცა თუ განღებად კარისა და ჩუენებად საღმრთოთა მათ საიდუმლოთა ჯერ-არს, რამეთუ ისწაონ რაჲ, უძჳრეს იქმნებიან და უმეტესადღა მბრძოლად გამოჩნდებიან.

რამეთუ გონიერთა და გონებითა კეთილთა რაოდენცა გამოეცხადნენ საიდუმლონი ღმრთისანი, უმეტესად პატივ-სცემენ, ხოლო მედგართა და უგულისჴმოთა წინაშე შეურაცხ არს, რამეთუ ცოფ არიან იგინი გულითა და ამისთჳს სწავლაჲ იგი სულიერი სიცოფედ უჩნს. ამის უკუე ჯერისათჳს არცა გამოცხადებად მათდა ჯერ-არს, რამეთუ ღორმან არა იცის, რაჲ არს მარგალიტი. ამისთჳს ნუცა დაუდებთ მარგალიტსა მის წინაშეო, რამეთუ არარაჲ სარგებელ ეყოს, არამე...

სრულად ნახვა