მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 2:22

21. და იჩინენითცა მებრ ამისთჳსვე, რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა;22. რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა;23. რომელი-იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მართალი იგი მსაჯულსა;
1 პეტრე თავი 2
22. რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა;
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დამიტევა ჴელით-წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა, რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა; რომელი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა; ევნებოდა და არავის უთქუმიდა; მიეცა მართალი იგი მსაჯულსა, რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვათა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განვიკურნენით. რამეთუ იყვენით, ვითარცა ცხოვარნი შეცთომილნი, არამედ აწ მოიქეცით მწყემსისა მიმართ და მოღუაწისა სულთა თქუენთაჲსა (2,21-25).:

თარგმანი: ვინაჲთგან დიდი საქმე უბრძანა მონათა, რაჲთა უმშჯავროდ ევნებოდის და თავს-იდებდენ, ამისთჳს დიდსაცა სახესა წინა-უყოფს ქრისტეს ვნებათასა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა სახე, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მასთა. ნანდჳლვე დიდ არს სახე მისი და ზეშთა აღმატებულ თანა-შეტყუებისა ჩუენისა. რამეთუ რაოდენცა უსამართლოდ ვისგან გუევნებოდის, დაღაცათუ მისგან უბრალო ვიყვნეთ, რომლისათჳს-იგი გუტანჯვიდენ. არამედ სხჳთ ბევრეულთა ბოროტთაგან და ცოდვათა აღსავსე ვართ. რამეთუ ვერვინ იქადოს წმიდა-ყოფაჲ ბრალისაგან, დაღათუ ერთი დღე იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა. ხოლო ქრისტესთჳს, ვითარცა ესაია იტყჳს არა-ქმნასა ცოდვისასა და ზაკუვისაგან თავისუფლებასა პირისა მისისასა, ვითარ არა საკჳრველ იყოს, ვითარ მართალსა ევნებოდა და არავის მიაგებდა ბოროტსა ბოროტისა წილ, და მსაჯული ყოველთაჲ საშჯელად წარდგებოდა და ჩუენთა ცოდვათათჳს ჯუარს-ეცუმოდა, რაჲთა მათგან თავისუფალნი სიწმიდით ვცხონდებოდით. ეჰა საკჳრველი და ახალი სახე კურნებისაჲ, რამეთუ ყურიმლის-ცემისა მის მიერ და ჴურთით ცემისა შოლტით და ლერწმით გუემისა და ლასურისა მიერ გუერდსა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:17-20 — სჯულის აღსრულება:

...ებლად. და როგორ აღასრულა? უწინარესად აღსრულებით ყოველივე იმისა, რასაც მის შესახებ წინასწარმეტყველები ამბობდნენ. ამიტომაც იმეორებს მახარებელი ასე ხშირად: რათა აღესრელოს თქუმული იგი წინასწარმეტყუელისა მიერ. შემდეგ, მან აღასრულა ყველა მცნება სჯუღისა. რადგან ციდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა (). სჯული მან სხვა მხრივაც აღასრულა, ანუ შეავსო, კერძოდ სრულად შემოხაზა ის, რასაც სჯულისაგან აჩრდილის სახე ჰქონდა მიცემული. ის ასწავლიდა: "არა კაც ჰკლა", ხოლო ეს - უბრალოდ ნუ განურისხდები! - მსგავსად მხატვრისა, პირველმონახზი მან უფრო შეახსო, ვიდრე წაშალა.

18. ამენ გეტყჳ თქუენ. - ამენ (ჭეშმარიტად) მტკიცებითი (დადასტურებითი) ნაწილაკია, ნაცვლად ამისა: დიახ, თქვენ გეუბნებით. ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. - უფალი აქ გვიჩვენებს, რომ სამყარო წარხდება და სახეს შეიცვლის, მაგრამ ვიდრე ყოველივე დგას, უმცირესი ასოც კი სჯულისა არ დაიკარგება. ერთნი "იოტასა" და "რქაში" სჯულის ათ მცნებას გულისხმობენ, მეორენი - ჯვარს. იოტა (ι) სწორი ძელია ჯვრისა, ხოლო რქა -გადამკვეთი და ამბობენ, რომ თქმული ჯვრის შესახებ აღსრულდება.

**19. უკუეთუ ვინმე და...

სრულად ნახვა
თავი ვ̂. ვითარმედ შჯული არა განამართლებს, არამედ ამხილებს და წყევასა შესთხევს, რომელი დაჰჴსნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ქრისტემან მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე, რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა (3,13).:

...მისსა, რომელი-იგი იტყჳს: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსავე წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა" (), და ქრისტე ამის წყევისაგან თავისუფალ იყო; რამეთუ გარდასლვაჲ შჯულისაჲ ცოდვაჲ იყო, ხოლო "ქრისტემან ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა" (). ვინაჲცა, ვითარცა-იგი სიკუდილისა თავსდებაჲ საჴმარ იქმნა მისსა, ჴსნად ჩუენდა სიკუდილისაგან, ეგრეთვე, ვინაჲთგან წყევისა თავს-დებაჲ ჯერ-იყო დაჴსნად წყევისა, ამისთჳს, რომელი-იგი ცოდვისა მიერ არა თანამდებ იყო წყევისა, ჯუარცუმისა იგი წყევაჲ ანაცვალა წყევასა ცოდვისა მის შჯულისა გარდასლვისასა, რამეთუ ძელსა დამოკიდებულისათჳსცა თქუმულ იყო: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა" (), რაჲთა თავს-დებითა წყევასა მას ძელსა დამოკიდებისასა გამომიჴსნნეს ჩუენ წყევისაგან შჯულისა გარდასლვისა, და ესრეთ მიიტაცა პატიჟი ჩუენი, ვითარ-იგი თანამდებსა ვისმე სიკუდილისასა ენაცვალის ვინმე სიკუდიდ, ყოვლად არათანამდები სიკუდილისაჲ.

მოციქულისაჲ: რაჲთა წარმართთა მიმართ კურთხევაჲ იგი აბრაჰამისი იყოს ქრისტე იესუჲს მიერ (3,14).

თარგმანი: წყევასა მას ძელსა დამოკიდებისასა თავს-დებითა ქრისტემან კურთხევაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სოფლისაგან არა არიან, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგან“ (17,16).:

...იკჳრს, რამეთუ სიტყუაჲ ესე: „ვითარცა მე“, არა ჭეშმარიტისა მსგავსებისათჳს იტყჳს, რამეთუ ოდეს მამისათჳს იტყოდის, ვითარმედ: „ვითარცა მე და მამაჲო“, სრულიადსა მსგავსებასა იტყჳს, ხოლო რაჟამს ჩუენთჳს თქუას, ფრიადსა სიშორესა გამოაჩინებს ჩუენსა მისგან. რამეთუ უკუეთუ „ცოდვაჲ არა ქმნა, და არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“, ; ვითარმცა ძალ-ედვა მოციქულთა სწორ მისა ყოფაჲ? არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: არა სოფლისა ამის მოყუარე არიან, არამედ სხუათა საქმეთა მიმართ ჰხედვენ, არარაჲ ზიარებაჲ აქუს სოფლისა ამის საქმეთა თანა, არამედ ცათა მოქალაქე ქმნილ არიან; და ამისგანცა თჳსსა სიყუარულსა გამოაჩინებს, ვინაჲთგან ესრეთ აქებს მათ წინაშე მამისა და შეჰვედრებს მათ, ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „დაიცვენ იგინი“, არა ჴორციელთა ოდენ განსაცდელთაგან იტყჳს, არამედ დამტკიცებისათჳსცა სარწმუნოებისა. ამისთჳსცა შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წმიდა-ყვენ იგინი ჭეშმარიტებითა შენითა“ (17,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: წმიდა-ყვენ მოცემითა სულისა წმიდისაჲთა და მართალთა სწავლათა მიერ; ვითარცა-იგი რაჟამს ეტყოდა, ვითარმედ: „წმიდა ხართ სიტყჳსა მისთჳს, რომელი გარქუ თქუენ“,

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...გი თავსიდვა უფალმან, არღარა გურცხუენოდის, არამედ გჳკჳრდეს სახიერებაჲ და კაცთმოყუარებაჲ მისი და ვიქადოდით, ვითარცა პავლე, ჯუარითა ქრისტესითა. ამისთჳს მოყავთ, ძმანო, ყური თქუენი და ისმინეთ სიტყუაჲ ჩემი: რამეთუ არა თუ თავისა თჳსისათჳს ევნებოდა უფალსა, „რომელმანიგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“, არამედ ჩუენთჳს ელმოდა და ჩუენთჳს ევნებოდა.

რამეთუ ცოდვაჲ კაცთაჲ დიდ იყო და მრავალ, და ყოველივე სოფელი დაეპყრა ბოროტსა მას და დღითი-დღე აღორძნდებოდა და გარდაერეოდა, და სიკუდილი სუფევდა ყოველთა ზედა; ხოლო უფალი ჩუენი უკუდავ არს და უხრწნელ, ეგრეთვე სახიერ არს და კაცთმოყუარე, რამეთუ სიტყუაჲ არს სახიერი სახიერისა მამისაჲ. ამისთჳსცა არა უგულებელს-ყო წარწყმედად ნათესავი ჩუენი, არცა თავს-იდვა, რაჲთამცა დაბადებულთა მისთა სხუაჲ უფალ იყო; არამედ იხილა რაჲ უკეთურებისა იგი სიმრავლე და მოკუდავი ესე ნათესავი, ვერშემძლებელი წინააღდგომად სიკუდილისა, ვერცა შემძლებელი გარდაჴდად ტანჯვასა მას, რომელი ბოროტთა თჳსთათჳს თანაედვა ბუნებასა ჩუენსა, რამეთუ დიდისა სატანჯველისა თანამდებ ვიყვენით, ამისთჳს შეგჳწყალნა.

და ხედვიდა სახიერებასა მას მამისა თჳსისასა, ხედვიდა ძალსა თჳსსა და ძლიერებასა, რამეთუ ქრისტე ძალი და სიბრძნე არს ღმრთისაჲ;...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დირე თუალსა შინა შენსა! ორგულო, აღმოიღე პირველად დირე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო წუელი აღმოღებად თუალისაგან ძმისა შენისა“ (7,3-5).:

...თა არავინ თქუას, თუ ამის ყოვლისა სიტყჳთ თქუმაჲ ადვილ არს, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არცა ერთისა თქუმულ-თა მათგანისა თანამდებ არს, არამედ ყოველივე კეთილად წარუმართებიეს, ამისთჳს იგავი ესე თქუა, რამეთუ ეგულებოდა მას განკითხვაჲ ბოროტისმოქმედთა მათ, ვითარცა იტყჳს: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო“; არა იყო იგი ყოვლადვე თანამდებ ცთომისა, „რამეთუ ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“; არცა თუ დირე, არამედ არცა თუ იოტოდენი წუელაჲ იყო თუალსა მისსა, არამედ განწმედილითა თუალითა ხედვიდა და განჰმართებდა ცთომასა მას სხუათასა.

ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ არა ჯერ-არსო სხჳსა განკითხვაჲ, ოდეს თჳთ ვინ მათვე საქმეთა თანამდებ იყოს, რომლისათჳს განიკითხვიდეს. და რად გიკჳრს, უკუეთუ უფალმან ესევითარი ესე მცნებაჲ განაწესა? არა გესმისა, ვითარ ავაზაკიცა სჯულითა მით ბუნებითითა ამასვე დაამტკიცებდა და ეტყოდა მეორესა მას: „არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელ ვქმენით, მოგუეგებვის, ხოლო ამან არარაჲ უსჯულოებაჲ ქმნა“.

აწ უკუე, კაცო, გულისჴმა-ყავ, რამეთუ არა ჯერ-არს საქმე ესე, რაჲ-თამცა დი...

სრულად ნახვა