შეხედე, რა საპატიო საბაბი იპოვა! როცა ზეციური მარჯვენა გეხმარება, ძნელიც ადვილი ხდება და მძიმეც მსუბუქი. ვინაიდან მისი განზრახვა ღვთის ნებას შეესატყვისებოდა, ამიტომ ღმერთმაც მის გონებაში ჩადო ყოველივე, რაც მომავალ განგებულებასა და მისი ძის ცხონებას შეწეოდა. „მომეწყინა, — ამბობს, — ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტის ძეთასა. უკუეთუ მოიყვანოს იაკობ ცოლი ასულთაგან ამის ქუეყანისათა, რომლისა-ღა არს ცხორებაჲ ჩემი?" აქ, ჩემი აზრით, იგი ესავის ცოლების ცუდ ზნეობას გულისხმობს — სწორედ იმას, რომ ისინი მათთვის მრავალი მწუხარების მიზეზი იყვნენ. ზემოთ საღვთო წერილი გვეუბნებოდა, რომ ესავმა ცოლები ქეტელთაგან და ეველთაგან მოიყვანა და „იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა". სწორედ ამის შეხსენება რომ სურდა ისაკისთვის, რებეკა თითქოს ასე ეუბნება: შენ იცი, რამდენად მომწარა ცხოვრება ესავის ცოლებმა, და როგორ მათი ცუდი ზნეობის გამო ახლა ქეტის ძეთა ყველა ქალიშვილს თვალს არიდებ და მათი გამო მთელი ეს ხალხი მომძულდა. და თუ მოხდა, რომ იაკობმაც მათგან მოიყვანა ცოლი, მაშინ რა იმედი დამრჩება ცხონებისა? „რომლისა-ღა არს ცხორებაჲ ჩემი?" თუ იმათი ატანაც არ შეგვიძლია,...
დაბადებისა 28:1
1. მოუწოდა ისაკ იაკობს და აკურთხა იგი და ამცნო მას და ჰრქუა: არა მოიყუანო ცოლი ასულთაგან ქანანისათა.2. არამედ აღდეგ და წარვედ შუამდინარედ, სახიდ ბათოელისა, დედის მამისა შენისა, და მიერ მოიყვანე თავისა შენისა ცოლი, ასულთაგან ლაბანისათა, დედისძმისა შენისათა.
დაბადებისა თავი 28