...სათანადოდ არ გამოიყენა; ამიტომ ღმერთმა ქმარს დაუმორჩილა იგი. იგივე ადამთანაც: მან სამოთხისეული ცხოვრების დიდი ბედნიერება არ გამოიყენა სათანადოდ, არამედ ურჩობით სასჯელის ღირსი გახადა თავი; ამიტომ ღმერთმა სამოთხიდან განდევნა და საუკუნო სასჯელი დააკისრა, უთხრა რა: „ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ" მიწა (). მაშ, როცა ეს ადამიანებიც, რომლებიც ერთი ენით სარგებლობდნენ, მათთვის მინიჭებული უპირატესობა ბოროტად გამოიყენეს, ღმერთი მრავალენოვნებით აჩერებს მათი უკეთურების სწრაფვას. „და შეურინეთ, — ამბობს, — მათ ენანი, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა", — რათა, როგორც ენის ერთობა ერთ ადგილას ცხოვრებაში აერთიანებდა მათ, ისე ენის სხვადასხვაობამ აიძულოს ისინი განიბნენ. ერთი ენა და მეტყველების წესი რომ არ ჰქონდათ, როგორ შეძლებდნენ ერთად ცხოვრებას? „და განთესნა იგინი, — ნათქვამია, — უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი" (). შეხედე უფლის კაცთმოყვარეობას, რა გაჭირვებაში ჩააყენა ისინი! ისინი ამის შემდეგ ჭკუიდან გაშმაგებულებს დაემსგავსნენ: ერთი ამას ითხოვდა, მეორე სხვას აწოდებდა, ისე, რომ ბოლოს მთელი მათი ძალისხმევა უნაყოფო გახდა. ამი...
დაბადებისა 3:18
17. ხოლო ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.18. ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა,19. ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე.
დაბადებისა თავი 3