მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:17

16. და დედაკაცსა მას ჰრქუა: განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ.17. ხოლო ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.18. ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა,
დაბადებისა თავი 3
17. ხოლო ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. კაინის წყევლა და დაგვიანებული აღსარება (4:11-13):

...ე, საყვარელო, წყევლის განსხვავება. ნუ გამოტოვებ ამას უყურადღებოდ, არამედ წყევლის სიმძიმით განსაჯე დანაშაულის სიმძიმე. რამდენად მძიმეა ეს ცოდვა (კაინისა) პირველქმნილის (ადამის) ურჩობასთან შედარებით, ეს მსურველს წყევლის განსხვავებიდან შეუძლია დაინახოს. იქ (უფალმა) თქვა: „წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა" () და წყევლა მიწაზე გადაანთხია, თვით ადამიანზე მზრუნველობის გამო; აქ კი, რადგან საქმე დამღუპველია, თავხედობა შეუწყნარებელია, დანაშაული მიუტევებელი, თვით ექვემდებარება წყევლას: „წყეულ იყავ შენ, — ამბობს, — ქუეყანისაგან". ის თითქმის ისევე მოიქცა, როგორც გველი, რომელიც ეშმაკური ჩანაფიქრის იარაღი იყო; როგორც გველმა მოტყუებით სიკვდილი შემოიყვანა, ისე კაინმაც, ძმა რომ მოატყუა და ველზე გაიყვანა, ხელი მის წინააღმდეგ შეიარაღა და მკვლელობა ჩაიდინა. ამიტომ, როგორც გველს უთხრა უფალმა: „წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა" (), ისე ამასაც, რადგან მსგავსად მოიქცა. როგორც ეშმაკმა, შურითა და ბოროტებით ამოძრავებული, ვერ აიტანა რა ადამიანისთვის თავიდანვე ბოძებული გამოუთქმელი სიკეთეები, ამ შურის გამო მიმართა მოტყუებას, რომელმაც სიკვდილი შემოიყვანა; ისევე კ...

სრულად ნახვა