პავლესი: ვისწრაფოთ შესლვად განსასუენებელსა (4,11).
თარგმანი: სამთა განსასუენებელთა იტყჳს; ერთსა მას, ჴორციელსა — შაბათისასა, და მეორესა მას შესლვასა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, და მესამესა — ზეცისასა, რომელსა აწ გუეტყჳს, რაჲთა ვისწრაფოთ.
პავლესი: რომლისა მიმართ არს სიტყუაჲ ჩუენი (4,13).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომლისა მიმართ თანა-გუაც სიტყჳსა მიცემაჲ საქმეთა ჩუენთათჳს.
პავლესი: რომელმან განვლნა ცანი (4,14).
თარგმანი: რამეთუ უზეშთაეს ცათა...

