თარგმანი: ხედვიდა რაჲ, ვითარმედ ჰურიათა მიერ იგმობებოდა ქრისტეს სახელი, რომელნი-იგი პირველ პატიოსან იყვნეს, ამისთჳს თქუა ესე, ვითარმედ: ესოდენი მწუხარებაჲ მაქუს და ესრეთ არს გული ჩემი, რომელ უკუეთუმცა კრებულისაგანცა წმიდათაჲსა განვრდომაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა, რამეთუ ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ "შეჩუენებულ-ყოფად ქრისტესგან". არა თუ ამას იტყჳს თუ: "სიყუარულისა მისისაგან განვრდომად", რამეთუ თჳთ ამათ სიტყუათა მისისა სიყუარულისათჳს იტყოდა, გარნა ამას მოასწავებს, ვითარმედ: ესოდენ მაქუს სიყუარული ქრისტესი, რომელ დაღაცათუმცა განშორებაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა წმიდათა კრებულისაგან, თავს-ვიდევ-მცა, და ოდენ ჩემისა მეუფისა ქრისტეს სახელი არა იგმობებოდა-მცა, და უფროჲსად ჰურიათა მიერ, რომელთა ესოდენნი პატივნი მისცნა — შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულის-დებანი — და არღარაჲ დაუტევა მიზეზი მათ თანა, და იგინი მგმობარვე იქმნნეს სახელისა მისისა.
ჰრომაელთა მიმართ 9:3
თარგმანი: არა თქუა, ვითარმედ: "მენება", არამედ "ვილოცევდ"; ესე იგი არს, მის თავადისა ქრისტესგან ვითხოვდ შეწყალებასა ჰურიათასა, ესოდენითა მოწლებითა, რომელ არცაღა თავსა თჳსსა ვჰრიდებდ შეჩუენებულ, ესე იგი არს, განვრდომილ ყოფად ქრისტესგან. ესე საზომი პავლეს გონებისაჲ ფრიად უმაღლეს არს პირველსა მას საზომსა ქრისტეს მიმართ მტკიცისა სიყუარულისასა; ვითარ რომელი-იგი ყოველთა დაბადებულთა, ხილულთა და უხილავთა, ვერ შეუძლეს რწმუნებად მისსა, ამას აწ თჳთ ირწმუნებს ძმათა თჳსთა, და უფროჲსღა მისვე ქრისტეს სიყუარულისათჳს, რაჲთა არა იგმობებოდის მრავალთა მიერ სახელი მისი. და ესე თუ იქმნას, დაღათუ თჳთ შეიჩუენებოდის (რამეთუ ესე არს ძალი "შეჩუენებულ ყოფისაჲ" — უცხო ყოფაჲ და განვრდომაჲ ყოვლითურთ), არავე საძნაურ უჩნს მოციქულსა, ხოლო ვინაჲთგან ორნი ესე დიდნი საქმენი წარმოთქუნა თავისა თჳსისათჳს — პირველად სიყუარული ღმრთისაჲ და აწ სიყუარული მოყუსისაჲ, — აწ დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, და სახელითა ძმობისა და ჴორციელად ნათესავობისაჲთა დაჰფარავს მადლსა მას, მონიჭებულსა მისდა....
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესოდენი მწუხარებაჲ მაქუს და ესრეთ არს გული ჩემი, რომელ უკუეთუმცა კრებულისაგან წმიდათაჲსა განვრდომაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა; რამეთუ ამისთჳს იტყჳს თუ: "შეჩუენებულ ქრისტესგან"; არა თუ ამას იტყჳს თუ: "სიყუარულისა მისისაგან განვრდომად", რამეთუ თჳთ ამათ სიტყუათა მისისა სიყუარულისათჳს იტყოდა, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ: დაღაცათუმცა განშორებაჲ მოიწეოდა ჩემდა წმიდათა კრებულისაგან, თავს-ვიდევ-მცა, და ოდენ ჩემისა მეუფისა ქრისტეს სახელიმცა არა იგმობვოდა.
...ვჴოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად»** (), არც ამას დაეთანხმა, არამედ ისურვა ებრაელთა წინამძღოლი დარჩენილიყო. და ქვეყნიერების მოძღვარი, ნეტარი პავლე, ამბობს: «რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად» ().
3. ნოეს სიმთვრალე და ღვინის წარმოშობა (9:20-21)
ხედავთ, როგორ იჩენდა თითოეული მართალი ახლობლების მიმართ დიდ თანალმობას? წარმოიდგინეთ ამ მართლის (ნოეს) მდგომარეობა და განსაჯეთ, რამდენს უნდა ეტანჯა და ემწუხარა, ესოდენ საზარელ უდაბნოს რომ ხედავდა, ხედავდა, რომ იგივე მიწა, რომელიც ადრე ამდენი მცენარით იყო დაფარული და ყვავილებით შემკული, უეცრად თითქოს გადაპარსული იყო და შიშველი და უდაბური გახდა. ამრიგად, როცა მას დიდი მწუხარება ამძიმებდა, ოდნავ მაინც ნუგეშისცემის სურვილით მიწათმოქმედებას მიმართავს, როგორც წერილიც ამბობს: «და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენაჴი».
აქ კი შესაფერისია ვიკითხოთ: მხოლოდ ახლა თუ გამოიგონა ეს მცენარე (ვაზი), თუ ის თავიდანვე იყო შექმნილი? უნდა ვიფიქროთ, რომ ის თავიდანვე, მეექვსე დღეს იყო შექმნილი, როცა «იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად» (...
...არა მიეთხრა მისთჳს, იხილონ იგი, და რომელთა არა ასმიოდა იგი, გულისხმა-ყონ“. ხოლო მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ ვთქუათ? რამეთუ წარმართნი რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, პოვეს სიმართლჱ. და ისრაჱლი სდევდა სიმართლესა, და შჯულსა სიმართლისასა ვერ მიიწია“. და არსცა საკჳრველ, თუ ვითარ, რომელნი-იგი წინაჲსწარმეტყუელთა წიგნებსა შინა აღზრდილ იყვნეს და მარადღე მოსჱსგან ესმოდა ქრისტჱსთჳს და სხუათა წინაჲსწარმეტყუელთაგან და თავადსაცა ქრისტეს ჰხედვიდეს მარადღე მოქმედად სასწაულთა მათ, და მათ ოდენ ასწავებდა და არა შეუნდობდა მოწაფეთა წარმართთა მიმართ წარსლვად და არცა ქალაქად სამარიტელთა შესლვად; და არცა თავადი იქმოდა ამას, არამედ მარადის იტყოდა, ვითარმედ: „ცხოვართათჳს წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა მოვლინებულ ვარ“. და ამას ყოველსა ზედა ესრეთ დაიბრმნეს თუალნი მათნი და დაიყვნეს ყურნი მათნი და არა მოვიდეს ყოვლადვე ქრისტეს სარწმუნოებისა მიმართ.
ხოლო წარმართთა არარაჲ აქუნდა ესევითარი, არცა ოდეს სიტყუანი საღმრთონი ასმიოდეს, არცა თუ სიზმრივ ეხილვნეს ესევითარნი საქმენი, არამედ მარადის ზღაპართა და უკეთურებათა შექცეულ იყვნეს, მსახურებასა ღმერთთა მტყ...
...რცა თავსა თჳსსა აცხოვნებდეს და შენცა თანაწარგწყმედდეს, რად საჴმარ არს ორთაჲვე წარწყმედაჲ? არა სჯობსა განშორებაჲ ურთიერთას, რაჲთა ერთი ვინმე თქუენგანი ცხონდეს? ამას ზედა სიტყუა-მიგებენ ვიეთნიმე და მეტყჳან: ვითარ პავლე იტყჳსო, ვითარმედ: „ვილოცევდ შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათათჳს და ნათესავთა ჩემთა“? გარნა რომელნი ამას იტყჳან, უგულისჴმოებითა სცთებიან და არა გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ სრულისა მისთჳს საზომისა და სიყუარულისა, რომელი აქუნდა ღმერთშემოსილსა მას ქრისტეს მიმართცა და კაცთა მიმართცა, ეგრეთ თქუა, ვითარმედ: მინდა, რაჲთამცა ყოველთა მიერ იდიდებოდა სახელი ქრისტესი, რაჲთამცა მისითა მით დიდებითა მადიდებელნიცა იგი ცხონდეს. და ესოდენ მნებავს ესე, რომელ ვილოცევდ, ვითარმედ: უფალო, მოაქციენ ყოველნი შენდა და ადიდე სახელი შენი ყოველსა შორის, რამეთუ მწადის ესე უფროჲს ყოვლისა კეთილისა. რად ვიტყჳ სხუათა კეთილთა? მებრ შენისა ხილვისაცა და შენ თანა ყოფისა (რომლისათჳს გამოუთქუმელი სურვილი მაქუს) უმეტესად მაქუს ესე, რაჲთამცა სახელი შენი ყოველთა შორის იდიდებოდა; ვითარცა მოსეცა მსგავსად ამისა ჰრქუა უფალსა: „უკუეთუ მიუტეობ, მიუტევე მათ ცოდვაჲ იგი, უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნისა მის შენისაგან, რომელსა დამწერე“.
...(რომ. 10,3) და კუალად იტყჳს: „აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათო? წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, და ისრაჱლი შეუდგა შჯულსა მას სიმართლისასა და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა. რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმისაგან შჯულისა“. ვინაჲთგან უკუე ესე იყო მიზეზი ბოროტთა მათთაჲ, უმეცრებაჲ ცოდვა-თა თჳსთაჲ და არა სინანული, ამისთჳს მოვიდა იოვანე, რაჲთა მოიყვანნეს იგინი მეცნიერებად ცოდვათა თჳსთა, და სახეცა მისი ამას მოასწავებდა, რამეთუ სინანულისა და აღსაარებისა მომასწავებელი იყო; და ქადაგებაჲ მისი ამას გამოაჩინებდა, რამეთუ ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: „ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ“.
ვინაჲთგან უკუე არამეცნიერებაჲ ცოდვათა თჳსთაჲ განაშორებდა მათ ქრისტესგან, სიტყჳსა მისებრ მოციქულისა, ხოლო მეცნიერებაჲ ბრალთა თჳსთაჲ სურვილად მოიყვანებდა მჴსნელისა და შევრდომად მისა და მიღებად მოტევებისა, ამისთჳს მოვიდა იოვანე, რაჲთა გულისჴმა-უყვნეს ცოდვანი მათნი და აწუევდეს სინანულად, რაჲთა არა იტანჯნენ, არამედ შეიმუსრნენ სინანულითა და დამდაბლდენ და აბრალონ თავთა თჳსთა და მირბიოდინ მოღებად მოტევებისა ცოდვათაჲსა. და იხილე, ვითარ ჯეროვნად აღწერ...