მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:5

4. რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და სჯულის-დებანი და მსახურებანი და მითხრობანი;5. რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე. ამინ.6. ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაჱლ,
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
5. რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე. ამინ.
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთანი იყვნეს მამანი, რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნითი-უკუნისამდე. ამენ. ხოლო არა ესრეთ, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ (9,5-6).:

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: აჰა ესერა შეჩუენებასაცა ვითხოვ ამისთჳს, რაჲთამცა ჰრწმენა ჰურიათა. გარნა ნუვინ ჰგონებთ, თუ ამისთჳს ვთქუ სიტყუაჲ ესე, ვითარმცა დავრდომილ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ტყუილმცა ქმნილ იყო აღთქუმაჲ მისი, არამედ ესე სიტყუაჲ ვთქუ სიყუარულისა მათისათჳს. თუ არა, უკუეთუ კეთილად გამოვიძიოთ სიტყუაჲ და აღთქუმაჲ ღმრთისაჲ, ყოვლადვე არა დავრდომილ არს, არცა ტყუილ-ქმნილ არს. და გამოაჩინებს, თუ ვითარ არა დავრდომილ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელი იქმნა აბრაჰამის მიმართ. ხოლო რომელსა სიტყუასა იტყჳს? გარნა მას, რომელ თქუა, ვითარმედ აღთქუმითა იგი თესლი მისი იყოს შესწორებულ ვარსკულავთა ცისათა. იტყჳს, ვითარმედ აღთქუმითი იგი თესლი აბრაჰამისი არიან მორწმუნენი, რომელნი არა გამოეჴუნეს აღთქუმასა მას საღმრთოსა.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულისდებანი და მსახურებანი და მითხრობანი, რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე, ამინ (9,4-5).:

თარგმანი: ვინაჲთგან ამათ სიტყუათა სხუანი ვინმე საგმობელად ღმრთისა იტყოდეს, ვითარმედ — "ვითარ ესოდენთა პატივთა ღირს-ქმნულნი ჰურიანი განსთხინა და ყოვლად უპატიოთა წარმართთა მოუწოდა?" — ამისთჳს აწ მოციქული დასაჴსნელად გმობისა ამის, მსგავსად მოსესსა ილოცავს, და ნაცვალად ამისსა, ვითარმედ — "აღმჴოცე წიგნისაგან, რომელსა დაგიწერიე" (), —შეჩუენებულ-ყოფასა ითხოვს თჳსისასა; ვინაჲცა ორნივე ამით არა განჴუებულ, არამედ უფროჲს საკუთარ იქმნნეს ღმრთისა; მოსე — ამისთჳს, რამეთუ არა ეგოდენ ისრაიტელთა მოსრვისათჳს, რაოდენ წარმართთა მიერ გმობისათჳს [ღ̃ა] ჰრიდებდა, რომელნი-იგი უძლურებასა დასწამებდეს ღმერთსა, ვითარცა ვერ-შემძლებელსა ცხოვნებად მათდა, რომელნი-იგი ეგჳბტით გამოიყვანნა; ხოლო პავლე — ამისთჳს, რაჲთა არავინ გმოს ღმერთი განვრდომისათჳს ჰურიათაჲსა. ამისთჳს მათითავე სიტყჳთა დაუყოფს პირსა მგმობართასა, ვითარმედ: პირველითგან არაოდეს უგულებელს-ყვნა ღმერთმან ჰურიანი, არამედ მებრვე ამისთჳს...

სრულად ნახვა
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი, და ჩუენ მის მიერ (8,6).:

...ნ უფალსა ჩემსა" ()), და ძესა — ღმერთ (ვითარ-იგი: "ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან" ()); და კუალად, თჳთ ესევე მოციქული უწოდს ძესა ღმრთად: "რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელ-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა კურთხეულ" (). ხოლო იტყოდის თუ ვინმე, ვითარმედ: მამასა მარტოდ შეეტყუების ღმრთეებაჲ, ვინაჲთგან უთქუამს — "ერთ არს ღმერთი მამაჲ", ნუუკუე ძესა სადმე მხოლოდ შეეტყუებოდის უფლებაჲ თქუმულითა ამით: "ერთ არს უფალი იესუ ქრისტე"!

არამედ არა ესრეთ არს, რამეთუ წინა-აღსადგომლად წარმართთა მრავალღმრთეებისა და მრავალ-უფლებისა თქუა მოციქულმან ერთღმრთეებაჲ და ერთ-უფლებაჲ.

ხოლო მრავალნი ეძიებენ, თუ რაჲსათჳს არა მოიჴსენა სული წმიდაჲ. ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ, ვინაჲთგან წარმართთა მრავალღმრთეებისა სამხილებელ იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს შეეშინა მოჴსენებაჲ სულისაჲ, განმრავლებისათჳს ღმერთთა და უფალთაჲსა; ნუსადა მათ ჩუენ შორისცა ჰგონონ ყოფა მრავალღმრთეებისაჲ. ამისთჳსცა ესრეთ უცთომელად მოიჴსენა მამისათჳს და ძისა, რამეთუ მამისათჳს თქუა ერთღმრთეებაჲ, რაჲთა არა ორთა ღმერთთა ჰგონებდენ, ხოლო ძისათჳს — ერთ-უფლებაჲ, რაჲთა არცა ორთა უფალთა ჰგონებდენ. რამეთუ, ეთქუა თუმცა "ღმერთი"...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას იესუ: გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმსა, არამედ თაყუანის-სცემდეთ მამასა. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს“ (4,21-22).:

...და შეურაცხის-ყოფაჲ კერპთაჲ მათგან იწყო პირველად, და თქუენცაო დაღაცათუ არა კეთილად იცით ღმერთი, გარნა ეგე, რომელ იცით, მათ მიერ არს, ანუ თუ თჳსსა გამოჩინებასა იტყოდა „ცხორებად“, რომელნი-ესე ორნივე ჰურიათაგან არიან, ვითარცა პავლე იტყჳს, ვი-თარმედ: „რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ყოველ-თა ზედა ღმერთი“. ჰხედავა თჳსებასა ძუელისასა ახლისა თანა? ხოლო ესე რაჲ სიტყუანი მიუთხრნა, კუალად ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანისმცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა“ (4,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს „ჭეშმარიტნი“ აჴსენნა, განყარნა ჰურიანიცა და სამარიტელნი, რამეთუ დაღაცათუ სამარიტელთასა უმჯობჱს არიან ჰურიანი, გარნა ყოფადთა მათ ესოდენ უდარჱს არიან, რაზომ აჩრდილი ჭეშმარიტებასა. ხოლო იტყჳს ეკლესიისათჳს, ვითარმედ ჭეშმარიტი და ჯეროვანი თაყუანის-ცემაჲ იგი არს, „რამეთუ მამაჲცა ესევითართა ეძიებს თაყუანისმცემელთა მისთა“ (4,23). და ვინაჲთგან ესევითარნი ჰნებვან, მათცა სამე არა ნებსით შეუნდო ესრეთ ყოფად, არამედ მათისა მის ფრიადისა უძლურებისათჳს, და რაჲთა ესრეთ მცირედ-მცირედ იგინიცა მოაქცინეს; რამეთუ „ჭეშმარიტნი თაყუანისმცემელნი“ იგინი არიან, რომელნი არა ადგილითა ჰმსახურებენ ღმერთსა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ თხოილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა, და პირველ შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა“ (1,18).:

...დავითისა, ვითარმცა ეწოდა მარიამს დედა მისდა, ვითარმცა ითქუა, თუ: „ხატი მონებისაჲ შეიმოსა“, ანუ თუ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“, ანუ ვითარმცა თქუა პავლე: „რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელ-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა“? არამედ დაიყავნ პირი ესევითარისა მეტყუელთაჲ მათ.

ხოლო ჩუენ უწყით ესე და გურწამს სიტყუათაგან სახარებისათა და სხუათა მრავალთა სახეთაგან ჭეშმარიტებისათა, ვითარმედ საშოჲსაგან ქალწულისა ბუნებაჲ ჩუენი მიიღო და უხრწნელისა მის დედისაგან ჴორციელ იქმნა სულისა მიერ წმიდისა. ესე უწყით და მეცნიერ ვართ. თუ ვითარ იქმნა ესე ანუ რომლითა სახითა, არღარა საცნაურ არს, არცა ვეძიებთ; ნუცა თქუენ ეძიებთ, არამედ რაჲ-ესე გამოგუეცხადა, შეიწყნარეთ, და რაჲიგი დაგუეფარა, ნუ ეძიებთ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი“ (1,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: თქუა რაჲ, ვითარმედ სულისაგან წმიდისა იპოვა იგი მიდგომილ და არა თესლისაგან მამაკაცისა, გამოაჩინებს ჭეშმარიტებასა სიტყჳსა თჳსისასა. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს ესე, ვინ იხილა ესევითარი სადა, ანუ ვის ესმა, ამისთჳს იოს...

სრულად ნახვა