თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: აჰა ესერა შეჩუენებასაცა ვითხოვ ამისთჳს, რაჲთამცა ჰრწმენა ჰურიათა. გარნა ნუვინ ჰგონებთ, თუ ამისთჳს ვთქუ სიტყუაჲ ესე, ვითარმცა დავრდომილ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ტყუილმცა ქმნილ იყო აღთქუმაჲ მისი, არამედ ესე სიტყუაჲ ვთქუ სიყუარულისა მათისათჳს. თუ არა, უკუეთუ კეთილად გამოვიძიოთ სიტყუაჲ და აღთქუმაჲ ღმრთისაჲ, ყოვლადვე არა დავრდომილ არს, არცა ტყუილ-ქმნილ არს. და გამოაჩინებს, თუ ვითარ არა დავრდომილ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელი იქმნა აბრაჰამის მიმართ. ხოლო რომელსა სიტყუასა იტყჳს? გარნა მას, რომელ თქუა, ვითარმედ აღთქუმითა იგი თესლი მისი იყოს შესწორებულ ვარსკულავთა ცისათა. იტყჳს, ვითარმედ აღთქუმითი იგი თესლი აბრაჰამისი არიან მორწმუნენი, რომელნი არა გამოეჴუნეს აღთქუმასა მას საღმრთოსა.
ჰრომაელთა მიმართ 9:6
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ჰგონებენ ვიეთნიმე, ვითარმედ დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, არამედ არა დავრდომილ არს. ვინ ჰგონებენ? — არამედ ზემონი იგი მგმობარნი, რომელნი იტყოდეს ვითარმედ: ჰურიათა აღუთქუა ღმერთმან და წარმართთა მისცა. რაჲ არს დავრდომაჲ სიტყჳსაჲ? — ცხად არს, ვითარმედ — რაჟამს წინაჲსწარ თქუმული არა იქმნას საქმით. ხოლო რომელი იყო სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, რომლისა აწ დავრდომასა და უქმ ქმნასა აჩემებენ ღმერთსა? — ცხად არს, ვითარმედ სიტყუაჲ იგი დაბადებისაჲ: "ესრეთ იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი" (), რომელი-ესე უეჭუელად სრულ ქმნილ არს და არა დავრდომილ არს; რამეთუ არა ჴორციელსა, არამედ სულიერსა მსგავსებასა ზედა იქმნების უჭეშმარიტესი შვილობაჲ. ამისთჳს აწ მოციქულმან არა იაკობისგანნი, არამედ ისრაჱლისაგანნი თქუნა, რაჲთა არა ჴორცთა მიერ, არამედ სათნოებისა მიერ სახელ-სდვას მას, ვითარმედ არა ჴორცთა და სისხლთა მიერ, არამედ ზეგარდამო მონიჭებულ იქმნა აღთქუმით შვილობაჲ აბრაჰამისი. ხოლო სიტყუასა ამას, რომელ აწ შემოიღო "დაბადებისაგან", - "ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი", — თჳთვე...
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ აღთქუმაჲ იგი ღმრთისაჲ, რომელი ყო აბრაჰამისა მიმართ, ტყუვილ იქმნა, რამეთუ არა თუ რომელნიცა ჰურიანი არიან — ისრაელ და თესლ აბრაჰამისა არიან, არამედ რომელნიცა არიან მსგავსნი ისაკისნი, იგინი არიან შვილ აბრაჰამისა. თუ არა, არა თუ რომელნიცა ჴორციელად მისისა ნათესავისაგან არიან, იგინი შერაცხილ არიან მისდა შვილად.
...მან, თუ: „მან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“, ისრაჱლად აქა მათ უწოდა, რომელთა ერისა მისგან ებრაელთაჲსა ჰრწმენა ქრისტე; ვი-თარცა პავლე თარგმნის ამას სიტყუასა და იტყჳს, ვითარმედ: „არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაჱლ, არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ, არამედ ისაკისაგან გეწოდოს შენ ნათესავადო“. ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთისა, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად, და ამათ სიტყუათა მიერ გამოაჩინა მოციქულმან, ვითარმედ არა თუ ყოველ-თა ჰურიათა ეწოდების ისრაჱლ ანუ შვილ აბრაჰამისა, - ნუ იყოფინ! - არამედ რომელთა ჰრწმენა ქრისტე და იქმნეს აღთქუმისა მის მამათაჲსა მკჳდრ, იგინი არიან ისრაჱლ, მხილველნი იგი და მორწმუნენი ღმრთისანი; რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების ისრაჱლი - „გონებაჲ მხილველი ღმრთისაჲ“. აწ რომელნი-იგი არიან ესევითარნი, მათცა ეწოდების ერი ღმრთისა, და იგინი დაამწყსნა ქრისტემან, მწყემსმან მან კეთილმან, რომელმან თქუა: „მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ“. რომელნი-იგი იცნა, ვითარმედ მისნი არიან, მათცა ჰმწყსის და სული თჳსი დადვა ცხოვართათჳს.
ხოლო სხუანი იგი ჰურიანი, რომელთა არა ინებეს მეუფებაჲ მისი მათ...