...მითხარი, რა აქვს სიკვდილს მძიმე? განა შრომათა მოშორება არ არის? განა საზრუნავთა გახსნა არ არის? ნუთუ არ გესმის იობისა, რომელიც მას აქებს და ამბობს: „რამეთუ სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს, და შეაყენა ღმერთმან მათ ზედა“ ()? განა ბოროტების მოკვეთა არ არის? რადგან თუ ვინმე ბოროტია, მისი სიკვდილისთანავე მისი ბოროტების საქმეები მოიკვეთება. რადგან „რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან“ (), ესე იგი, ცოდვას აღარ ამატებს. ხოლო თუ კეთილი წავა, მისი სათნოების ყოველი საქმე უსაფრთხოდ იქნება და ხელშეუხებელ საგანძურში დაიდება.
ხოლო ცოცხლებს, მითხარი, განა უფრო თავშეკავებულებსა და ლმობიერებს არ ხდის? განა არ ხედავ, რომ ხშირად მდიდრები, როცა გასვენებაზე მისულნი, გაამაყებულნი და წარბაწეულნი, დაინახავენ სხეულს უხმოდ და უძრავად მდებარეს, შვილებს ობლობაში, ცოლს ქვრივობაში, მე...