...მითხარი, რა აქვს სიკვდილს მძიმე? განა შრომათაგან გათავისუფლება არ არის? განა საზრუნავთა მოხსნა არ არის? ნუთუ არ გესმის იობისა, რომელიც მას აქებს და ამბობს: „სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს, რომლისა გზაჲ დაფარულ არს“ ()? განა ბოროტების მოკვეთა არ არის? რადგან თუ ვინმე ბოროტია, აღსასრულისთანავე მისი ბოროტების საქმეები მოიკვეთება. რადგან „რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან“ (), ესე იგი, ცოდვას აღარ ამატებს. ხოლო თუ კეთილი კაცი წავა, მისი სათნოების ყოველი საქმე უსაფრთხოდ იქნება და ხელშეუხებელ საგანძურში დაიდება.
ხოლო ცოცხლებს, მითხარი, განა სიკვდილი უფრო თავშეკავებულებსა და ლმობიერებს არ ხდის? განა არ ხედავ, რომ ხშირად მდიდრები, გასვენებაზე მისულნი, ამპარტავნებით აღსავსენი და წარბაწეულნი, როცა დაინახავენ უხმოდ და უძრავად მდებარე სხეულს, შვილებს ობლობაში,...