...მე, რაჲთა დაამტკიცოს კაცებაჲ თჳსი, და რაჲთა არა წინააღმდგომად ღმრთისა ჰგონებდენ მას, და რაჲთა არა ურწმუნო იყვნენ ღმრთისა მიერ მოსლვისა მისისა, და რაჲთა არა შეჰრაცხონ იგი დამჴსნელად შჯულისა, და კუალად, მათისა მის შურისათჳს, და რამეთუ მრავალგზის იტყოდა ძუელსა შინა, ვითარმედ: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, ; რამეთუ იგი ბუნებით მაღალ იყო, და არარაჲ ევნებოდა მას მდაბლისმტყუელებისა მიერ. ხოლო რომელი ბუნებით მდაბალი იყოს, მისდა არა ჯერ-არს ყოვლადვე მაღლისმეტყუელებაჲ, რამეთუ ესე ზუაობა არს. და აწცა უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: რად ესრეთ მდაბლისმეტყუელებდა, რომელი-იგი მაღლისა მის და მიუთხრობელისა არსებისაჲ იყო? არამედ გულისხმა-ყავნ, ვითარმედ ამათ ყოველთა პირველთქუმულთა მიზეზთათჳს იტყოდა ესრეთ და კუალად ამისთჳსცა, რაჲთა არავინ ჰგონებდეს მისთჳს, ვითარმედ უშობელი არს. რამეთუ მოციქულსაცა პავლეს ეშინოდა ამის საქმისაგან, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „თჳნიერ მისა, რომელმან დაამორჩილა მას ყოველი“. ხოლო სწორებასა მისსა მამისა თანა კუალად მოასწავებს სხუასა ადგილსა და იტყჳს: „უკუეთუ არა ვიქმ საქმეთა მომავლინებელისა ჩემისათა, ნუ გრწამს ჩემი“;...
მეორე სჯულისა 6:4
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...აჲსათჳს, არამედ რაჲთამცა სწორებაჲ იგი და დაუსაბამოობაჲ ძისაჲ მამისა თანა გულისხმა-ვყავთ? „მან გამოთქუაო“. რაჲ გამოთქუა? გარნა ესე, ვითარმედ: „ღმერთი არასადა ვინ იხილა“? და ვითარმედ: „ერთ არს ღმერთი“? არამედ ესე სხუათაცა წინაჲსწარმეტყუელთა თქუეს, და მოსე ღაღადებს, ვითარმედ: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, ; და ესაია იტყჳს: „პირველ ჩემსა არა ყოფილ არს ღმერთი, და შემდგომად ჩემსა არა არს“. რაჲ უკუე ვისწავეთ უმეტესი ძისაგან, რომელი-იგი არს წიაღთა შინა მამისათა? პირველად უკუეთუ თჳთ ესე სიტყუანი მისითავე ძალითა თქუმულ არიან, და კუალად ფრიად უმჯობესი და უზეშთაესი მოვიღეთ მის მიერ სწავლაჲ: ერთად, ვითარმედ „სულ არს ღმერთი, და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა უჴმს თაყუანისცემაჲ“, და ვითარმედ ხილვაჲ ღმრთისაჲ შეუძლებელ არს, და არავინ იცის იგი, გარნა ძემან, და ვითარმედ მამაჲ არს ძისა მხოლოდშობილისაჲ, და სხუაჲ რაოდენი მისთჳს თქუა. ხოლო „გამოთქუმაჲ“ ცხადსა და ძლიერსა საქმესა მოასწავებს, რომელი-იგი არა თუ ჰურიათა ოდენ მიმართ, არამედ ყოვლისა სოფლისა მიმართ ქმნა და წარჰმართა. რამეთუ წინაჲს...
...ართ, რომელნი თჳსი-თა პირითა წამებდეს, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოელისაჲ“.
ხოლო ესეცა ვთქუა ამას ადგილსა: რაჲ-მე ყონ ანუ რაჲ მოგჳგონ მათ, რომელნი ჰპოებენ წერილთა შინა მამისათჳს, ვითარმედ: „ერთ არს ღმერთი“; და „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, და მოიღებენ სიტყუათა მათ წამებად დაკნინებისათჳს მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისა? იტყოდინღა: არა წინამძღუარ არს მამაჲ? ჰე, ჭეშმარიტად, და ვინმცა იკადრა ამისა უარ-ყოფად. ხოლო აწ ესერა თქუა უფალმან, ვითარმედ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“.
აწ უკუე, ვითარცა სიტყუაჲ ესე, თუ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტე“, არა განიყვანებს მამასა წინამძღურობისაგან, ეგრეთვე, ოდეს თქუას წერილმან მამისათჳს, თუ: ერთ არს ღმერთი, გინა თუ უფალი, ანუ მოძღუარი, არა განიყვანებს ძესა პატივისა მისგან. რამეთუ „ერთი“ რაჲ გესმას, განმყოფელად კაცთაგან და სხუათა ყოველთავე დაბადებულთაგან გულისჴმა-ყავ. ხოლო მამაჲ და ძე და სული წმიდაჲ ყოვლითავე პატივითა და დიდებითა და მეუფებითა ერთ არიან და განუყოფელ. ხოლო შემდგომი ესე სიტყუაჲ ვისმინოთ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უდიდესი თქუენი იყოს თქუენდა მსახურ. რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თჳს...
...სე ამისთჳს: ვინაჲთგან არა იყო ჟამი ჯერეთ გამოცხადებად ღმრთეებისა თჳსისა, დაუტევა იგი თჳსსავე გულისსიტყუასა ზედა და აქო მეცნიერებისათჳს ძუელისა მის შჯულისა, რაჲთა ჟამსა თჳსსა ისწაოს მან ახალიცა. რამეთუ ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „ერთ არს ღმერთი, და არავინ არს მისა გარეშე სხუაჲ ღმერთი“, ძუელსა შჯულსა შინა და ყოველსავე წერილსა არა შეურაცხებად ძისა თქუმულ არს, რამეთუ სწორ არს იგი მამისა ძალითა მით და ბუნებითა ღმრთეებისაჲთა, არამედ წინააღმდგომად კერპთა თქუმულ არს. ამისთჳს ესეცა ამის პირისათჳს საქებელ-ყო, ხოლო თავისა თჳსისათჳს, ისმინეთ, ვითარი სიტყუაჲ წინაუყო ამას ჟამსა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტჱსთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? უკუეთუ დავით უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?“ (22,41-45).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, თუ რავდენთა სასწაულთა, რავდენთა საკჳრველებათა, რავდენთა სწავ...
...ი მცნებაჲ და სრულისა მის საზომისა წესსა აღიყვანა; და აწ ჯეროვნად მეორე იგი შორის შემოიღო წესისა მისებრ შჯულისა. გარნა ესე საძიებელ არს, თუ რად არა პირველად ღმრთისმსახურებისათჳს ყო სიტყუაჲ, ვითარცა მუნ იწყო მოსე ბრძანებითა ღმრთისაჲთა და იგი დააწესა მცნებად პირველად და თქუა: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, და შემდგომი ამისი. ესე ამისთჳს, რამეთუ უკუეთუმცა ღმრთისმსახურებისათჳს ეწყო სიტყუად, თავისაცა თჳსისა უჴმდა თქუმად და მითხრობად მათდა ღმრთეებისა თჳსისათჳს, ხოლო არა იყო წუთღა ჟამი თქუმად ესევითარისა ამისთჳს; დრო-სცა აწ სწავლად სარწმუნოებისათჳს და კეთილად მოქალაქობისათჳს იწყო, რაჲთა ვინაჲთგან უმრავლესნი აღასრულნეს სასწაულნი, მაშინ აუწყოს უმაღლესიცა სიტყუაჲ. ხოლო აწ უკუეთუმცა დაწყებაჲ სიტყჳსა თჳსისაჲ ესრეთ ექმნა, ვითარმედ: გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და გარეშე ჩემსა სხუაჲ არა არს“; ხოლო მე გეტყჳ თქუენ: თანაარსი ვარ და განუყოფელი მისგან. და ჩემიცა ეგრეთვე თანაგაც თაყუანის-ცემაჲ, რამეთუ ძე ვარ ღმრთისაჲ და ღმერთი ჭეშმარიტი; ვერ ეძლო ერსა მას შეწყნარებაჲ სიტყჳსა ამის, არამედ თქუესმცა, თუ უწესოთა სიტყუათა იტყჳს ესე. უკუეთუ შემდგომად ესოდენთა...