...ხოლო ის, რომ არ იცოდნენ, მრავალმხრივ შეიძლება შეიტყოს ვინმემ, როგორც პირველთაგან, ისე შემდგომთაგან: როგორც ელისემ არ იცოდა ქალის შესახებ; როგორც ელია ეუბნებოდა ღმერთს: „წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად" (). სწორედ ამის გამო ესმოდა ღვთისაგან: „დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა" (). ასევე სამუელსაც, როცა დავითის საცხებლად იყო გაგზავნილი, უფალმა უთხრა: „ნუ ხედავ შენ ქმნულებასა მაგისსა, ნუცა სიმწჳსესა ჰასაკისა მაგისისასა, რამეთუ არა მთნავს ეგე. რამეთუ არა ვითარცა კაცი ხედავნ, და იხილის ეგრე ღმერთმან, რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს" (). ეს არცოდნაც ღვთის დიდი მზრუნველობით ხდება.
როგორ და რა სახით? როგორც თვით წმინდანების, ისე იმათი გულისთვის, ვინც მათ ერწმუნებოდა....