მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 105:2

1. აუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.2. ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?3. ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.
ფსალმუნნი თავი 105
2. ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 13. „და დანერგო უფალმან ღმერთმან სამოთხე ედემს, აღმოსავალით" (დაბ 2:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სულის ბუნება და მწვალებელთა უარყოფა:

...ა ამ „მტუერს მიწისაგან" თავისი ბრძანებით სხეულად გარდაქმნის. როგორც თვით მიწის არსება არარსებულიდან წარმოშვა, ისე ახლაც, როცა ინება, „მტუერი მიწისაგან" სხეულად გარდაქმნა. აქ შესაფერისია ნეტარი დავითის სიტყვებით შევძახოთ: „ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?" (), — რადგან მტვერისგან ასეთი არსება წარმოშვა, ასეთ პატივში აღამაღლა და ასეთი ქველმოქმედებანი თავიდანვე აღმოუჩინა, ყოველივეში თავის კაცთმოყვარეობას რომ გამოავლენდა. „და შთაბერა, — ამბობს, — პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ; და იქმნა კაცი სულად ცხოველად". აქ ზოგიერთი უგუნური, საკუთარ ზრახვებს მიყოლილი, რომელთაც არაფერზე ღვთისთვის შესაფერისად არ ეფიქრებათ, წერილის გამოთქმათა შემწყნარებლობას არ აქცევენ ყურადღებას და ბედავდნენ თქმას, რომ სული ღვთის არსებისგან წარმოშვა. ვაი, მძვინვარებავ! ვაი, უგუნურებავ! რა ბევრი წარწყმედის გზა გაუხსნა ეშმაკმა მათ, ვისაც მისი მსახურება ინდომეს! ამის გასაგებად დააკვირდი, რა საპირისპირო გზებით მიდიან ეს ადამიანები. ზოგიერთი, გამოთქმას „შთაბერა" რომ მიეჭიდა, ამბობს, რომ სული ღვთის არსებისგან წარმოიშვა; სხვები კი, პირიქით, ამტკიცებენ, რომ სული ყველაზე მდაბალ უტყვ ცხოველთა არსებადაც კი გადაიქცევა. რა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები ყოველი. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალ-თაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. და ოდეს განკიცხეს იგი, განძარცუეს ქლამინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარსაცუან. და ვითარ გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა შეზავებული. და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. (ფსალმ. 21,19) და სხდეს მუნ და სცვიდეს მას“ (27,27-36).:

...რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას“ (27,27-36).

„ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“ ვინ-მე უძლოს თხრობად მიუწთომელსა მას და გამოუთქუმელსა უფსკრულსა სახიერებისა მისისასა? ვინ-მე გულისჴმა-ყოს გარდარეული იგი ბუნებათა უაღრესი კაცთა მიმართ სიყუარული მისი, რომელმან ცხორებისათჳს ჩუენისა ესოდენნი შეურაცხებანი და ვნებანი დაითმინნა, რაჲთა ჩუენ უვნებელობაჲ მოგუცეს და მონებისაგან ეშმაკისა განგუათავისუფლნეს? რამეთუ ესერა გესმა, რაჲ-ესე აღმოვიკითხეთ დღეს წმიდასა სახარებასა შინა. მე მესმა, ძმანო, და განვცჳბრდი, განკჳრდა გონებაჲ ჩემი, და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს, და მოწყალესა მას და კაცთმოყუარესა მეუფესა თაყუანის-ვეც და მადლობაჲ შევსწირე, რამეთუ სხუაჲ სიტყუაჲ არარაჲ მაქუნდა.

ჵ საკჳრველი ესე საქმე! ვითარ შეთქუმილებით ყოველთა შორის მაშინ ეშმაკი იხარებდა. რამეთუ ვთქუათ, თუ ჰურიანი შურისაგან ბორგდეს და ესრეთ სრულიად დაივიწყეს ღმერთი. ერისაგანნი იგი, რომელ არიან მჴედარნი და მსახურნი მთავრისანი, ჰრომნი იყვნეს და ბერძენნი; რომლისა მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

...ჰნერწყჳდეს და სცემდეს მონანი შეურაცხნი და უნდონი. ვის ესმას ესე და არა შეძრწუნდეს? ვინ არა განცჳბრდეს და განკჳრდეს? კურთხეულ არს და დიდებულ სახელი შენი, მეუფეო კაცთმოყუარეო, რომელმან ჩუენისა ცხორებისათჳს ესე ყოველი თავს-იდევ. „ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა შენთა, უფალო, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი შენნი?“

ხოლო იხილე უშჯულოთა მათ სიბოროტე! ვინაჲთგან თანამდებად სიკუდილისა დასაჯეს, რაჲსათჳსღა ესრეთ სტანჯვიდეს? რამეთუ ვითარცარაჲ ნადირი მჴეცმან პოის, ესრეთ აჩუენებდეს ყოველსავე გულისწყრომასა თჳსსა და იშუებდეს შურის-გებითა მით მისითა.

ხოლო შენ იხილე, ძმაო, მახარებელთა იგი ჭეშმარიტებაჲ, ვითარ ყოველსავე, რომელიცა საყუედრელად ჩანს, იტყჳან გამოწულილვით და არარას დაჰფარვენ, არცა სირცხჳლ-უჩნს, არამედ უფროჲსად სიქადულად და დიდებად აქუს. და ჭეშმარიტად ეგრეთცა არს, რომელ მეუფე და დამბადებელი ყოველთაჲ ჩუენთჳს ამას ყოველსა თავს-იდებდა, რამეთუ ამის საქმისაგან მისიცა აურაცხელი სახიერებაჲ გამოჩნდებოდა და ჰურიათა იგი შეუნდობელი უკეთურებაჲ, რომელ ესევითარი იკადრეს ქმნად ტკბილისა მის და მოწყალისა მეუფისა მიმართ. რამეთუ არცა თავადმან დაუტევა უმეტესისა სახიერებისა და სიმშჳდისა საზომი, რომელ არა აჩუენა მათ, არცა მათ დაუტევეს უმეტესისა უმადლოებისა და უშჯ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პბ ზიარებისათჳს წმიდათა საიდუმლოთაჲსა:

...ა მიხედვად ანგელოზნი ძრწიან და თუალთა შედგმად ვერ იკადრებენ ელვისა მისგან მიერ გამოკრთოლვანისა. ამის ესევითარისა საშინელისა ტრაპეზისაგან ჩუენ ვეზიარებით და გამოვიზრდებით და ვიქმნებით ასოებ ქრისტესა და გუამ თავისა მის საღმრთოჲსა.

„ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“ რომელმან მწყემსმან ჴორცითა თჳსითა გამოზარდნის ცხოვარნი? რომელმან მეფემან ერსა თჳსსა მისცის სისხლი თჳსი? და ქრისტე იქმს ამას ჩუენ ზედა და მოგუცემს ჴორცსა და სისხლსა თჳსსა და ყოვლით კერძო შეგუაერთებს თავსა თჳსსა.

გარდამოჴდა ზეცით და იშვა ქალწულისაგან, მიიღო ბუნებაჲ ჩუენი და იქცეოდა ჩუენ შორის, თავს-იდვა ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი და სხუანი იგი შეურაცხებანი და იჴსნა ბუნებაჲ ჩუენი წარწყმედისაგან. არა კმაეყო ესე სახიერებაჲ, არამედ აწ კაცად-კაცადსაცა მისცემს საჭმლად თავსა თჳსსა ზიარებითა მით საიდუმლოთაჲთა.

აწ უკუე ნუ უდებ ვიქმნებით, რომელნი-ესე ღირს ვიქმნენით ესევი-თარსა სიყუარულსა და პატივსა მის მიერ, მოუჴდეთ სურვილით და სარწმუნოებით წმიდასა მას ბარძიმსა, მოვიღოთ საზრდელი იგი სულიერი, ვი-თარცა ჩჩჳლთა წადიერებით მიიღიან სძე, მოვიღოთ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ, და ესე იყავნ ჩუენდა მწუხარება, ოდეს დავაკლდეთ ამას კეთილსა. გარნა ვეკრძალნეთ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, (დან. 9,27) რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ“ (24,15).:

...ხორებისა ამის წილ, სოფლისმოყუარეთაგან საწადელისა, - სიკუდილი შეურაცხი სატანჯველითა უწყალოჲთა. და ამას ყოველსა ზედა სოფელი მათ შეუდგა და აღიარნეს იგინი ყოველთა მოძღურად და წინამძღურად ცხორებისა.

ამის ყოვლისათჳს ჟამი არს თქუმად: „ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა და სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“ ებრაელნი ეგჳპტეს შინა მონანი იყვნეს და საქმითა თიჴისა და ალიზისაჲთა განიკაფებოდეს; და მიივლინა მათა მოსე ნიშებითა და სასწაულებითა გამოყვანებად სახლისა მისგან კირთებისა და შეყვანებად ქუეყანასა მას კეთილსა, და ძლით შეიწყნარეს იგი და მარადღე განდგებოდეს და დრტჳნვიდეს. ხოლო ესენი უცხოთესლნი იყვნეს და უქადაგებდეს ყოველსავე ჭირსა და იწროებასა, სისხლთა დათხევასა და სიკუდილსა კაცთა, შუებულთა და ფუფუნეულთა, განაშორებდეს შვილთა მშობელთაგან, მშობელთა - ნაშობ-თაგან, მეუღლეთა - ერთმანერთისაგან. კაცნი გლახაკნი და შეურაცხნი და უსწავლელნი და უცხოთესლნი ამას იქმოდეს; ვინმცა შევიდა სახლსა ერთსა და უძლო ამათ საქმეთა ქმნად, რომელ-ესე ქრისტემან ქალაქთა შინა და დაბათა და ყოველსა სოფელსა ქმნა პირითა მოწაფეთა თჳსთაჲთა, განავლნა იგინი ცეცხლი და წყალი, ბრძოლათა და ამბოხებათა, ზღუასა შინა და ჴმელსა და ყოველთა ზედა მძლედ გამოაჩინნა. და უკუეთუ გნებავს სიძნ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“ (6,12).:

...გარდამატებული ესე კაცთმოყუარებაჲ? შემდგომად აჴოცისა ესოდენთა მათ ბოროტთაჲსა და მოცემისა ესევითართა მათ ნიჭთაჲსა უკუეთუ კუალად ვცოდოთ და შეუვრდეთ, შენდობასა ღირსგუყოფს.

დიდებაჲ მიუთხრობელსა მას მოწყალებასა და სიტკბოებასა მისსა! „ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა და სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“ ვინ უძლოს ღირსებით გულისჴმის-ყოფად და მიწთომად უფსკრულსა მას ძჳრუჴსენებლობისა მისისასა? არაარსისაგან არსად მომიყვანნა, პატივ-გუცა უფროჲს ყოველთა ხილულთა მათ დაბადებულ-თასა; არა შევიშუენეთ პატივი იგი, არამედ ნებსით ექსორია ვიქმნენით სა-შუებლისა მისგან ურჩებითა ჩუენითა და განვეშორენით სახიერსა მას დამბადებელსა ჩუენსა და ვჰმონეთ ბოროტსა მას და უკეთურსა მტერსა.

არა თავს-იდვა კაცთმოყუარემან მან მეუფემან ყოფაჲ ჩუენი ესრეთ დაცემასა მას და წარწყმედასა შინა, არამედ მოვიდა ქუეყანად ნებითა მამისაჲთა და ჴორცნი შეიმოსნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და ყოველივე განგებულებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ აღასრულა, ვიდრეღა სიკუდილი დაითმინა სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა და ვნებითა მისითა ვნებანი ჩუენნი და ცოდვანი აჴოცნა, და წყლულებითა მისითა წყლულებანი ჩუენნი განკურნნა, და აღდგომითა მისითა დაცემულნი ესე აღმადგინნა, ზეცას აღმიყვანნა და სასუფევ...

სრულად ნახვა