1.დასასრულსა, დავითის ფსალმუნი, შესხმისა2.აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.3.ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა.4.და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყვნენ წინაშე ღმრთისა და განსცხრებოდიან სიხარულითა.5.აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე.6.შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამა არს ობოლთა და მსაჯული ქურივთა; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა.7.ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმჴნითა თჳსითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან სამარებსა.8.ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ9.ქუეყანა შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინასა, პირისაგან ღმრთისა ისრაჱლისა.10.წჳმაჲ ნებსით განუმზადო, ღმერთო, სამკჳდრებელსა შენსა; მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი.11.და ცხოველნიცა შენნი მკჳდრ არიან მას შინა; განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო.12.უფალმან სცეს სიტყუაჲ, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა.13.მეუფჱ ძალთა საყუარელისა; შუენიერებითა სახლისათა განყოფად ნატყუენავისა.14.უკუეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცხლითა მოსილ, და ბეჭთსაშუალი მისი ფერითა ოქროსათა.15.რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა, განთოვლდენ იგინი სელმონს.16.მთაჲ ღმრთისაჲ, მთაჲ პოხილი, მთაჲ შეყოფილი და მთაჲ პოხილი.17.რასამე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაჲ ესე, რომელ სთნდა ღმერთსა დამკჳდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაიმკჳდროს იგი სრულიად.18.ეტლნი ღმრთისანი ბევრწილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა.19.აღჰჴედ მაღალსა და წარმოსტყუენე ტყუჱ და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რათა ურჩნიცა სამკჳდრებელად იყვნენ.20.უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგჳმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან;21.ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარ, და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკუდილისანი.22.ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთა, თხემი თმითურთ, რომელნი ვლენან უსჯულოებითა მათითა.23.თქუა უფალმან: ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღჳსათა;24.რათა შეიღებოს ფერჴი შენი სისხლითა და ენანი ძაღლთა შენთანი _ მტერთაგან მის მიერ.25.გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა.26.იმსთუეს მთავართა მახლობლად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა.27.ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაჱლისათა.28.მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკჳრვებასა; მთავარნი იუდასნი წინამძღუარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი.29.ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის.30.ტაძრით შენით იერუსალჱმით შენდა შეწირონ მეფეთა ძღუენი.31.შეჰრისხენ შენ მჴეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთა დიაკეულთა შორის. ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვეცხლითა. განაბნიენ წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლა.32.მოვიდენ მოციქულნი ეგჳპტით, ჰინდოეთმან უსწროს ჴელისა მიცემად ღმრთისა.33.მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა.34.რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა, მოსცეს ჴმაჲ თჳსი, ჴმაჲ ძლიერებისა.35.მიეცით დიდებაჲ ღმერთსა; ისრაჱლსა ზედა დიდ არს შუენიერებაჲ მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა.36.საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაჱლისა, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თჳსსა. კურთხეულ არს ღმერთი. დიდება
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან ().
როგორი დიდი ნუგეშია წმ. დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში! როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით...
...დვათაჲსა და საკრველთა მათგან უკეთურისათა, ნუღარამცა მიგჳყვანებს ეშმაკი ტყუედ ცოდვისა მიერ, არამედ მოედინ სუფევაჲ შენი ჩუენ ზედა, რაჲთა ივლტოდინ, რომელნი-ესე აწ უფლებულ არიან ვნებანი, და ვითარცა მოაკლდის კუამლსა, მოაკლდეს, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ მაჭირვებელნი იგი ჩუენნი.
მოვედინ სუფევაჲ შენი, რაჲთა უჩინო იქმნას ყოველივე განწყობილი წინააღმდგომთაჲ, რაჲთა დაიჴსნას ბრძოლაჲ ჴორცთაჲ სულისა მიმართ, რაჲ-თა დაეცნენ ათასეულნი იგი და ბევრეულნი უკეთურთა ეშმაკთანი; ძლიერ არს ეშმაკისა მძლავრებაჲ, გარნა მათ ზედა ძლიერ არს, რომელნი ოჴერ არიან შენისა შეწევნისაგან; ხოლო მო-თუ-ვიდეს ჩუენ ზედა სუფევაჲ შენი და ძალი და შეწევნაჲ, მეყსეულად ივლტოდის ყოველი სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ, და იყოს ცხორებაჲ და მშჳდობაჲ და სიხარული.
რამეთუ უკუეთუ შენ ჰსუფევდე ჩუენ ზედა, მამაო სახიერო, ძითურთ და ყოვლადწმიდით სულით, და სავანე-ჰყო ჩუენ თანა, ნეტარ იყოს ჩუენდა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“ (6,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა შეწყობილებაჲ ესე შუენიერი ლოცვისაჲ? რამეთუ სურვილი გჳბრძანა საუკუნეთა მათ კეთილთაჲ და უშფოთველისა მის ცხორებისაჲ, გარნა ამასცა ცხორებასა შინა მოს...
...შესახებ იტყვის: დატოვე იგი, რადგან სხვისი გახდა. ამრიგად აჩვენებს, რომ თვით ქვრივობაც უბრალოდ აირჩიეს, განსჯით კი არა.მაშასადამე, ქვრივიც თავის ქვრივობაში ქრისტესთან არის შეკრული; რადგან ამბობს: „მამა არს ობოლთა და მსაჯული ქურივთა“ ().იგი აჩვენებს, რომ ქვრივობასაც კი სწორად არ ირჩევენ, არამედ განცხრომას ეძლევიან; მაგრამ მიუხედავად ამისა, ქრისტე ითმენს.და სხვა ადგილასაც ამბობს: „მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“ ().როცა მის სახელზე აღირიცხებიან, ამბობს, მაშინ „ქორწინების უნებნ. აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს“ ().
რწმენას აქ აღთქმას უწოდებს, ერთგულებას; თითქოს ამბობდეს: მოატყუეს იგი, აღთქმანი დაარღვიეს.„და ამას თანა უქმობასა ისწავებენ“ (...
...ა წილი: ხან მთავართა შიში, ხან ახლობელთა შენზე აღმატებული წარმატებანი. ახლა ამ ყოველივესგან გათავისუფლდი - შიშისა და ძრწოლისგან.მაგრამ ზრუნავ: ვინ გამიზრდის დატოვებულ შვილებს?„მამა არს ობოლთა" ().მითხარი, ისინი ვინ მოგცა?არ გესმის ქრისტე, რომელიც სახარებებში ამბობს: „ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა?" ().
4. ქვრივის სასოება და ობოლთა აღზრდა
ხედავ, რომ გოდება არა ჩვეულებისგან, არამედ ურწმუნოებისგან იბადება?მაგრამ, ამბობ, მამის გარდაცვალების შემდეგ შვილები იმგვარად ბრწყინვალენი აღარ არიან.რატომ?ღმერთი ჰყავთ მამად და ბრწყინვალენი არ არიან?რამდენს დაგისახელებ ქვრივთა მიერ აღზრდილსა და გამოცდილად ქცეულს?ხოლო რამდენს,...