თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე მძიმედ აღგიჩნდა პირველი სიტყუაჲ ჩუენი, რამეთუ გაყუედრეთ უდბებისათჳს? არამედ უკუეთუმცა ჩუენისა თავისათჳს რასმე დაგიმძიმებდი, სიტყუაჲმცა გაქუნდა. ვინაჲთგან უკუე თქუენისა უმჯობესისათჳს ვიქმ ყოველსავე, რაჲსათჳს იყოს დამძიმებაჲ? და არა უფროჲსად მმადლობდეთ სიყუარულისა მისთჳს, რომელი მაქუს თქუენდა მიმართ? რამეთუ მეშინის, ნუუკუე მე ვშურებოდი და გასწავებდე, და თქუენ არა ისმენდეთ და თანამდებ საშჯელისა იქმნნეთ. და ამისთჳს ზედაჲსზედა გაჭირვებთ, რაჲთა ისმენდეთ ყოვლითა გულითა და ღირს იქმნნეთ კეთილთა მათ ზეცისათა. არამედ მოვედით და ვიწყოთ სიტყუად დღესცა სახარებისათჳს შემდგომითი შემდგომად, რამეთუ იტყჳს:
სახარებაჲ იოვანესი 1:14
თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთსა ვითხოვ თქუენ ყოველთაგან, ვიდრეღა არა მიწყიეს სიტყუათა ამათ სახარებისათა, და ნუ ურჩ მექმნებით თხოვასა ამას, რამეთუ არცა მძიმესა რასმე ვითხოვ, არცა ჩემისა თავისა სარგებელად, არამედ თქუენთჳს. რამეთუ ესე არს თხოვაჲ ჩემი, რაჲთა ყოველთა შაბათთა, რომელთა წარგიკითხავ და გამოგითარგმანებ სახარებისა სიტყუათა, წინადღით აღიღებდეთ და აღმოიკითხვიდეთ თჳსაგან თითოეული და გამოეძიებდეთ ძალსა მათ სიტყუათასა, თუ რომელი სიტყუაჲ არს ადვილ გულისხმის-საყოფელად, ანუ რომელსა უჴმს ფრიადი გამოძიებაჲ და არს ძნელ; და ამას ყოველსა გულისხმა-ჰყოფდით და ეგრეთ მოვედით სმენად, რამეთუ ამის საქმისაგან არამცირედი გექმნას სარგებელი თქუენცა და ჩუენცა, და ჩუენ არა ფრიადი შრომაჲ შეგუემთხუეოდის გამოცხადებად თქუენდა ძალსა სიტყუათასა, რაჟამს პირველ თქუენცა გეწუართოს და თქუენცა ადვილად გულისხმისმყოფელ იყვნეთ. რამეთუ მრავალნი აწ მოვლენ და სიტყუანიცა სახარებისანი არა იცნიან, არამედ ერთბამად ჰნებავნ დასწავლაჲ სიტყუათაჲცა და ძალისაცა მათისაჲ, რომელსა ვიტყჳთ. და ესე შეუძლებელ არს, რამეთუ ვითარ ისწავლონ მცირედსა ამას ჟამსა, და ამასცა რამეთუ გარეწარად ისმენენ?...
...უად მეფისათჳს, შემკობილისა ყოვლითა სამკაულითა სამეუფოჲთა, ვითარმედ: "გამოვიდა, ვითარცა მეფე". და "ვითარცაჲ" იგი არა დამაკნინებელ იყვის გინა საეჭუ-მყოფელ მეფობისა მისისა, არამედ ამისსა მეტყუელ, ვითარმედ უეჭუელად ნამდჳლვე მეფე იყო; ვითარ-იგი მახარებელმან თქუა: "ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ" (), რომლითა არა ამსგავსებს ოდენ, არამედ ჴეშმარიტებით დაამტკიცებს მხოლოდშობილობასა მისსა. ვინაჲცა მოციქული აწ იტყჳს, ვითარმედ: "ხატითა იპოვა ვითარცა კაცი", ვითარმედ: "დაუკლებელად ღმრთეებისაგან, ყოვლითურთ მსგავს კაცთა იქმნა.
მოციქულისაჲ: დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილდმდე და სიკუდილითა მით ჯუარითაჲთა (2,8).
თარგმანი: ესე თქუა მოციქულმან, რაჲთა პირი დაუყოს მწვალებელთა, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: იძულებით მოივლინა მამისა მიერ, ვითარცა უდარესი უვაღრესისაგან. ამისთჳს ცხად ჰყოფს მოციქული, ვითარმედ: ვითარცა ერთარსმან და თანასწორმან, ნებსით ჯერ-ჩინებითა ცხორებისა ჩუენისაჲთა პატივ-სცა მამასა მორჩილებად, ვითარცა მიზეზსა და მშობელსა თჳსსა; და ზოგადითა ნებითა სრულ-ყვეს ცხორებაჲ ჩუენი, რაჟამს მამამან სათნო-იყო, ხოლო ძემან მორჩილებითა სათნო-ყოფისა მამულისაჲთა დაიმდაბლა თავი ჴორცთა ამათ სიგლახაკისა ჩუენისათა შემოსითა,...
...სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა“.
ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი პირველითგან იყო უშობელისა თანა მშობელისა და აღსასრულსა საუკუნეთასა კაცთა მსგავსებასა მოდგამ იქმნა, რაჲთა ვიხილოთ ჩუენ დიდებაჲ მისი, „დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა“, და სავსებისაგან ღმრთეებისა მისისა მოვიღოთ მადლი მადლისა წილ, რომელ არს შჯული შჯულისა წილ.
რამეთუ შეცვალა მან სახჱ იგი წესთა მათ პირველთაჲ და გამოაბრწყინვა სინათლჱ, ჭეშმარიტებაჲ მახლობელთა მიმართ და შორიელთა, რომელ არიან ერნი ზეცისანი და ქუეყანისანი, რომელნი ერთ სამწყსო ყვნა მიზეზითა კაცთმოყუარებისაჲთა, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „იყვნენ იგინი ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“, რამეთუ შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა და ზოგად აუწყა მრავალსახჱ იგი მიუწდომელობაჲ განგებულებისა თჳსისაჲ, რამეთუ რომელმან ჟამთა ბუნებისა საზღვარი განაწესა, ჟამთა რიცხუსა მორჩილ იპოვა ბუნებითა მით, რამეთუ ჩუენგან მიიღო და ტაძარსა მას ჴორცთა ბუნებისასა დაფარა სავსებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ, რომლისა შუენიერებამან დაფარნა ცანი.
რამეთუ შანთი იგი აუგებელი შეეზავა აგებულებასა...
...(მათ. 1,1) და ლუკა დასაბამსა სიტყჳსასა ჰყოფს ნათლისმცემელისათჳს და ღმრთისმშობელისა, და მარკოზცა ესევითართავე სიტყუათა შინა იქცევის განკაცებისათჳს. ხოლო რაჲსათჳს, რომელ მათე ესრეთ იწყებს თქუმად, ხოლო იოვანე განჴორციელებისათჳსცა თქუა მცირედი რაჲმე შემდგომად ამისა, ვითარმედ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“, და სხუასა ყოველსავე თანაწარჰჴდა: მუცლად-ღებასა, შობასა, აღზრდასა, და მეყსეულად დაუსაბამოჲსა მის შობისათჳს იწყო სიტყუად? ხოლო რაჲ არს ამისი მიზეზი, აჰა ესერა მიგითხრა თქუენ.
სხუათა ყოველთავე მახარებელთა სიტყუაჲ მათი განჴორციელებისათჳს ქმნეს, და შიში იყო, რაჲთა ნუუკუე ვიეთნიმე უნდონი გონები-თა ამათ სიტყუათა შინა დაშთენ და საღმრთოჲსა მის შობისათჳს ვერარაჲ გულისხმა-ყონ, რომელი-იგი პავლესცა შეემთხჳა სამოსატელსა. ამისთჳს სამართლად ყო დასაბამი სიტყჳსა თჳსისაჲ შობისა მისგან დაუსაბამოჲსა, რაჲთა ამის საქმისაგან იჴსნნეს კაცნი, რამეთუ მათე ჰეროდე მეფისაგან იწყო, და ლუკა - ტიბერიოს კეისრისაჲთ, და მარკოზ - ნათლისმცემლისა იოვანესითგან; ხოლო ამან ესე ყოველი დაუტევა და უზეშთაეს აღჴდა ყოვლისავე ჟამისა და საუკუნეთა, რაჲთამცა მუნ აღიყვანნა გონებანი კაცთანი, - პირველითგანისა მის მიმართ, - და არასადა დაუტევა დადგრომად, არცა საზღვარი დადვა, ვითარ-იგ...
...თებანი გუამოვნობისანი გამოვაჩინნე. ჰგიეს უკუე ძეობასა შინა და ყოველივე არს, რაჲ-იგი არს მამაჲ, ვითარცა თქუა თავადმან უფალმან: „ყოველივე, რომელი აქუს მამასა, ჩემი არს“, და მახარებელი იოვანე იტყჳს: „ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ“.
ესე იგი არს, ვითარმედ არა ნიჭითა და მადლითა მიეცნეს მას სასწაულნი, არამედ ზიარებითა მით ბუნებითითა აქუს ძესა მამულისა მის ღმრთეებისა პატივი, რომელი-იგი განუშორებელად და უჟამოდ მამისა თანა მყოფ არს, სწორი სახიერებითა, სწორი ძალითა, ზიარი დიდებისაჲ; და რაჲმცა იყო სხუაჲ, გარნა ბეჭედი და ხატი, რომელი ყოვლითურთ მამასა თავსა შორის თჳსსა გამოაჩინებს.
ხოლო რავდენნიცა სიტყუანი თქუმულ არიან ბუნებისა მისგან კაცობრივისა მისისა, გულისჴმის-ყოფაჲ ჯერ-არს, ვითარმედ ცხორებასა ჩუენსა განაგებს, რომელი გამოგჳჩნდა ჩუენ ჴორცითა. რაჟამს-იგი იტყოდის თავსა თჳსსა მოვლინებულად, და ვერარაჲსა შემძლებელად თავით თჳსით ყოფად, და მიმღებელად მცნებისა, და ვითარმედ „ღმერთი ჩემი“ და „ღმერთი თქუენი“, და „მამაჲ უზეშთაეს არს ჩემსა“, და წმიდა-ყოფაჲ, და მონებაჲ, და მორჩილებაჲ, და მიცემაჲ, და სწავლაჲ, და მცნებისა მო-ღებ...
...ბუნებისანი; ვითარმცა უკუე ითქუა ძირისაგან იესესა, ვითარმცა იწოდა კუერთხად ძირთაგან მისთა, ვითარმცა იწოდა ძედ კაცისა, ვითარ - თესლისაგან დავითისა, ვითარმცა ეწოდა მარიამს დედა მისდა, ვითარმცა ითქუა, თუ: „ხატი მონებისაჲ შეიმოსა“, ანუ თუ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“, ანუ ვითარმცა თქუა პავლე: „რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელ-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა“? არამედ დაიყავნ პირი ესევითარისა მეტყუელთაჲ მათ.
ხოლო ჩუენ უწყით ესე და გურწამს სიტყუათაგან სახარებისათა და სხუათა მრავალთა სახეთაგან ჭეშმარიტებისათა, ვითარმედ საშოჲსაგან ქალწულისა ბუნებაჲ ჩუენი მიიღო და უხრწნელისა მის დედისაგან ჴორციელ იქმნა სულისა მიერ წმიდისა. ესე უწყით და მეცნიერ ვართ. თუ ვითარ იქმნა ესე ანუ რომლითა სახითა, არღარა საცნაურ არს, არცა ვეძიებთ; ნუცა თქუენ ეძიებთ, არამედ რაჲ-ესე გამოგუეცხადა, შეიწყნარეთ, და რაჲიგი დაგუეფარა, ნუ ეძიებთ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი“ (1,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: თქუა რაჲ, ვითარმედ სულისაგან წმიდისა იპოვა იგი მიდგომილ და არა თესლისაგან მამაკაცისა, გამოაჩინებს...