თ ა რ გ მ ა ნ ი: აწ ვნებისათჳს იტყჳს და გამოაჩინებს, ვითარმედ ცხორებისათჳს სოფლისა იქმნების იგი, და ვითარმედ არა უნებლიაჲთ მივალს მუნ. და კუალად სახესა მას მწყემსისასა და სასყიდლით დადგინებულისასა იტყჳს, რამეთუ:
სახარებაჲ იოვანესი 10:11
10. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს.11. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს.12. ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10