მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:32

31. აწ არს სასჯელი ამის სოფლისაჲ, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განვარდეს გარე.32. და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა.33. ხოლო ამას რაჲ იტყოდა, აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა სიკუდილად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
32. და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განიჴადოს გარე. და რაჟამს მე აღვიმაღლო ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“ (12,31-32).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ წარმართთაგანიცა. და რაჲთა არავინ თქუას, თუ: ვითარ განიჴადოს გარე, უკუეთუ შენცა გძლევს? ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ვერ მძლევს, რამეთუ ვითარმცა სძლია მას, რომელსა ყოველთაჲვე ეგულებოდა მოზიდვაჲ? და არა თქუა აღდგომისათჳს, არამედ რომელი-ესე აღდგომისა უზეშთაეს იყო, ვითარმედ: „ყოველნი ჩემდა მოვიზიდნე“.

საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. პავლეს მხურვალე სიყვარული ქრისტესადმი:

...მიყუარა მე"**. რას ამბობ? ნუთუ მხოლოდ შენ შეგიყვარა? არა, ამბობს; მთელი კაცობრიობა შეიყვარა, მაგრამ მე ისე ვარ მისი მადლიერი, თითქოს მე ერთი ვიყო მისგან შეყვარებული. „და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს". მაშ, ნუთუ მხოლოდ შენთვის ჯვარს ეცვა? ხომ არ თქვა თავადვე: „მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა" ()? და შენ თავად ხომ არ თქვი, რომ მან თავი მისცა ჩვენ ყველასთვის ()? სწორედ ასეა, ამბობს; ამის თქმით, საკუთარ თავს არ ვეწინააღმდეგები, არამედ ჩემს სიყვარულს ვაკმაყოფილებ. მაგრამ შეხედე, კიდევ რას გვასწავლის თავისი სიტყვებით. ზემოთ მან თქვა, რომ მამამ „ჩუენ ყოველთათჳს მისცა" თავისი ძე; აქ კი ამბობს: ძემ „მისცა თავი თჳსი". იქ ასე თქვა, რომ ეჩვენებინა მამისა და ძის თანასწორმოაზრეობა და თანაპატივიერება, და მიანიშნა განგებულებაზე, რის გამოც სხვა ადგილასაც ამბობს: „იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა" (), — ყველა ასეთ ადგილას განგებულებას ქადაგებს. ხოლო აქ გამოთქმა „თავი მისცა" იმისთვის გამოიყენა, რომ ეჩვენებინა: ძე ვნებას ნებაყოფლობით, და არა იძულებით, მიიღებდა; ჯვარი თავისი სურვილით ითმინა და მთელი კა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ“ (14,6).:

..., რამეთუ თჳნიერ ჩემსა არა არს სხუაჲ გზაჲ, რაჲთამცა მის მიერ ვინ მივიდა მამისა. რამეთუ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ვერვის ჴელეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს იგი ჩემდა“, და კუალად თქუა, ვითარმედ: „რაჟამს აღვიმაღლო ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“, და: „არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“, და ესრეთ ყოველსა ადგილსა შეასწორებს თავსა თჳსსა მამისა თანა. ხოლო ვითარ, რამეთუ ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „ვიდრე-იგი მე მივალ, იცით და გზაჲცა იგი იცით“, და მეყსეულად კუალად ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა მე მიცოდეთ, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი“ (14,7)? არა თუ თჳსთა სიტყუათა წინააღუდგების იგი, - ნუ იყოფინ! - არამედ ესრეთ იყო, რამეთუ იცოდეს იგი მოწაფეთა, გარნა არა ვითარ ჯერ-იყო, რამეთუ ღმრთად იცოდეს იგი, გარნა მამად არა იცოდეს, არამედ უკუანაჲსკნელ, რაჟამს სული წმიდაჲ მოვიდა და მისცა მათ ყოველივე გულისხმის-ყოფაჲ. ესევითარი არს უკუე სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „უკუეთუმცა ჩემი არსებაჲ და ბუნებაჲ იცოდეთ, მამისაჲცამცა იცოდეთ. და ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი“. ერთი იგი სიტყუაჲ მომავალისა ჟამისაჲ იყო, ვითარმედ: „იცოდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო ერმან მან: ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ამაღლებაჲ? ვინ არს ესე ძჱ კაცისაჲ?“ (12,34).:

...იფარვიდეს თავსა თჳსსა. და ვითარცა რომელნი მიდრეკილსა და დაცემად მიახლებულსა კედელსა გოზდენ და გლესდენ, გლესითა მით ვერ განამტკიცებენ მას, ეგრეთვე რომელნი ტყუოდიან, ადვილად იმხილებიან, ვითარცა-ესე აქა მოიწია ჰურიათა ზედა; რამეთუ რაჟამს ქრისტემან ჰრქუა მათ, ვითარმედ: „რაჟამს აღვიმაღლო, ყოველნი ჩემდა მოვიზიდნე“, მათ მიუგეს და ჰრქუეს: „ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა აღმაღლებაჲ? ვინ არს ესე ძჱ კაცისაჲ?“ ხოლო უკუეთუ ესე იცოდეს წერილისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნითი უკუნისამდე ჰგიეს, იგიცა ვითარ არა იცოდეს, რომელსა იტყოდა? რამეთუ ყოველგან წერილთა შინა არს წინაჲსწარმეტყუელებაჲ ვნებისა და აღდგომისათჳს. ესაია იტყოდა: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა“, ; და შემდგომი ამისი; და დავით იტყოდა შემსგავსებულსა ამისსა მეორესა შინა ფსალმუნსა3 და სხუათა მრავალთა ადგილთა, და ერთად იტყოდა ვნებისათჳს და აღდგომისა; და მამათმთავარმან თქუა: „მიწვა და მიიძინა, ვითარცა ლომმან“, და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „და ვინ აღადგინოს იგი?“ და აჩუენებ...

სრულად ნახვა