თ ა რ გ მ ა ნ ი: ურცხჳნო არს უკეთურებაჲ და ფიცხელ, და რაჟამს სირცხჳლი ჯერ-იყოს, მაშინ უმეტესად ურცხჳნო იქმნების, რომელი-იგი ჰურიათაცა ზედა მოიწია. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ლმობიერქმნილ იყვნეს და განკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა და კადნიერებასა ზედა მისსა, ხოლო იგინი აგინებენცა და „სამარიტელ“ სახელ-სდებენ და „ეშმაკეულ“ და იტყჳან: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ რამეთუ რაჟამს მაღალი რაჲმე სიტყუაჲ ჰრქუას, სიცოფედ სახელ-სდებენ მას დაბრმობილნი იგი სრულიად, და-ღაცათუ არასადა უთქუამს მახარებელსა წინაჲსჯერ, თუ სამარიტელად ჰხადოდეს მას, არამედ სიტყჳსა ამისგან, რომელსა იტყჳან: „არა კეთილად ვთქუთა?“ ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ მრავალგზის უთქუამს მისდა „სამარიტელ“ და „ეშმაკეულ“. და ვინ-მე არს ეშმაკეული, რომელი ღმერთსა პატივ-სცემდეს, ანუ რომელი ღმრთისა პატივისმცემელსა შეურაცხ-ჰყოფდეს და აგინებდეს? ხოლო ისმინეთ სიტყუაჲ იგი ქრისტესი, რომელი არს ყოვლითურთ სიმშჳდე და სიწრფოება:
სახარებაჲ იოვანესი 8:48
..., დაღაცათუ ბევრეულნი უწყოდნი აუგნი მათნი, რამეთუ აჰა პავლესცა ძალ-ედვა, რაჲთამცა არა ტყუვილით, არამედ ჭეშმარიტებით ბევრეული ბოროტი დასდვა ცილისმწამებელთა თჳსთა, არამედ არცა ერთსა რას იტყჳს თჳნიერ თავისა განმართლებისა, რამეთუ ქრისტეს მოწაფე არს და მისგან სწავლული, რომელსა, რაჟამს-იგი ჰრქუეს — "ეშმაკი არს შენ თანა" () — ესე ოდენ კმა-იყო სიტყჳსგებად, ვითარმედ: "ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა და თქუენ მაგინებთ მე" (). აწ უკუე ვიყვნეთ მსგავს პავლესსა, ვითარ-იგი იქმნა მსგავს ქრისტესსა მცირითა ამით და ადგილითა საქმითა.
ესმა რაჲ ესე ფელიქსს, დრო-იყო მათ. ჭეშმარიტებით იცოდა გზისა მისთჳს და თქუა: რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ვცნა თქუენთჳს. და უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაჲ პავლესი, და რაჲთა იყოს იგი მოლხინედ. და ნუ ვის აყენებთ თჳსთა მისთა მსახურებისა, ანუ შესლვად მის თანა (24,22-23).
თარგმანი: უწყოდა ჭეშმარიტებით ფელიქს გზისა მისთჳს ჭეშმარიტისა, რომელ არს ქრისტე. რამეთუ დაღაცათუ წარმართი იყო, არამედ მეუღლე მისი ჰურიაჲ იყო და მის გამო შემეცნებულ იყო შჯულსა ქრისტეანეთასა, ვითარმედ შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა წინა-მოსწავებულ არს განჴორციელებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ,...
...ხელ-სდებენ. არა დააკლდების შური წინააღმდგომ ყოფად სათნოებისა, ვიდრემდის თჳთ თავადისაცა უფლისა მიიწია, რაჟამს-იგი განასხმიდა ეშმაკთა. დაღაცათუ საქმესა მას ვერ სძაგებდეს, მოქმედისა მის აღიყვანეს ბრალობაჲ, და უწოდეს ბელზებულითა განმჴდელად ეშმაკთა. და კუალად სხუასა ჟამსა ჰრქუეს: "სამარიტელ ხარ და ეშმაკი არს შენ თანა" (). რაჲთა დაუტევო თქუმად ჟამსა მას ჯუარ-ცუმისასა ქმნული იგი მის ზედა ურიცხუებაჲ გინებათა და ბასრობათა, ტანჯვათა და ნერწყუვათა, ყურიმლის-ცემისა და ჴურთით ცემისაჲ. ამის ყოვლისა ჴსენებაჲ იყავნ ჩუენდა წამალ გინებათა თავს-დებისა, და მაგინებელთა მიმართ ურისხველობისა, რაჲთა ესრეთ მივემსგავსნეთ მეუფესა ჩუენსა და ქადაგთა სახარებისა მისისათა — წმიდათა მოციქულთა, რომელთაგანი პავლე ჴმობს: "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა" (). მისსა დიდებაჲ აწ და ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.
ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი და ეტყოდა მათ (2.14).
თარგმანი: რომელი პირველ ჯუარ-ცუმისა ვერცაღა თუ მჴევალსა ერთსა სიტყჳს-მგებელ ექმნა, აწ, შემდგომად სულისა წმიდისა მიღებისა, იხილე თუ რასა ჰყოფს. რამეთუ ათასეულთა მათ მიმართ მოკიცხართაჲსა, რომელნი იტყოდეს მათთჳს ტკბილთ...
...ბელი გუეყოს და არა განვრისხნეთ, რაჲცა ვინ ბოროტი მოაწიოს ჩუენ ზედა, რამეთუ „არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა“. ; ; (15,20) ვითარ ეტყოდეს მას ჰურიანი, ვითარმედ: „სამარიტელ ხარ, და ეშმაკი არს შენ თანა“, და სხუანი მრავალნი ესევითარნი? და ამისთჳს თავს-იდვა ესე ყოველი, რაჲთა ჩუენცა კუალსა მისსა შეუდგეთ, რამეთუ ესევე ასწავა მოციქულთა. და ჩუენ ყოველთა მოვიგოთ უკუე საქმჱ ესე, და არარაჲ ესრეთ ღმერთსა მოწყალე-ჰყოფს ჩუენ ზედა, ვითარ სიყუარული და მოთმინებაჲ და არა ბოროტის-ყოფაჲ მტერთაჲ.
რაჟამს ვინმე გავნოს, ნუ მას აბრალებ, არამედ ეშმაკსა, რომელმან აცთუნა იგი, და მას უფროჲსად სწყალობდი, რამეთუ ქრისტეცა შე-შფოთნაო იუდაჲსთჳს. რაჲსათჳს შეშფოთნა? მისისა წარწყმედისათჳს მწუხარე იქმნა. ამას ყოველსა ჩუენცა ვჰბაძვიდეთ. ხოლო უკუეთუ მას არა ვჰბაძვიდეთ და მისთა მცნებათა არა ვიქმოდით, უმჯობეს იყო, არა თუმცა შობილ ვიყვენით, რამეთუ სარწმუნოებაჲ ოდენ თჳნიერ საქმეთასა არა კმა არს სასუფეველსა შეყვანებად, არამედ უფროჲსად დასაშჯელ ექმნების, „რამეთუ მონამან რომელმან იცოდის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არ...
...ალისა იყვნეს სიტყუანი მისნი, ამისთჳს „ეშმაკეულ“ უწოდეს. და აჰა ესერა ესე სიტყუაჲ სამგზის უთქუამს მისდა, რამეთუ პირველ იტყოდეს: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“ და კუალად თქუეს: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ და კუალად აქა ესრეთ იტყჳან: „ეშმაკეულ არს და ცბის“. და უფროჲს არა სამგზის, არამედ მრავალგზის ჰრქუეს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ მოასწავებს, ვითარმედ მრავალგზის ეთქუა მისდა სიტყუაჲ იგი. ხოლო რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: „ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფებისა ბრმისა თუალთა ახილვად?“ ვინაჲთგან რომელთამე იწყეს ბოროტთა მათ წინააღდგომად, და სიტყუათა მიერ ვერ დაუყვეს პირი, საქმენი მოიხუნეს შორის, ვითარმცა იტყოდეს, ვითარმედ: სიტყუანი მისნი კეთილ არიან. უკუეთუ სიტყუანი არა გრწმანან, საქმენი იხილენით. ხოლო ქრისტემან არარაჲ მიუგო ამის ყოვლისათჳს, რამეთუ პირველ მიუგო, ვითარმედ: „ჩემ თანა ეშმაკი არა არს“, ხოლო აწ არღარას ეტყჳს, რამეთუ ვინაჲთგან საქმით ყოველივე გამოაჩინა, ამისთჳს სიტყუაჲ დაიდუმ...
...შეურაცხად აქუნდეს ფარისეველთა და მწიგნობართა, იგინი უფროჲსად მოიქცეოდეს? რამეთუ გალილეაჲსათჳს იტყოდეს, ვითარმედ: „გალილეაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“; და სამარიტელნი კუალად საძაგელად აქუნდეს, ვიდრეღა, აგინებდეს რაჲ, ეტყოდეს, ვითარმედ: „სამარიტელ ხარ შენ“. და აჰა ესერა სამარიტელთაცა და გალილეველთა ჰრწმენა უფალი სირცხჳლად და საყუედრელად ჰურიათა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲსა კაცი, რომლისა ძჱ სნეულ იყო კაფარნაუმს. ამას ესმა, ვითარმედ: მოსრულ არს იესუ ჰურიასტანით გალილეად; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს და განკურნოს ძჱ იგი მისი“ (4,46-47).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კანას გალილეაჲსასა მოვიდა, რაჲთა მოაჴსენოს მათ სასწაული იგი, მის მიერ ქმნილი, და უმეტჱსად მორწმუნე-ყვნეს მისა მიმართ, ხოლო კაცი ესე სამეუფოჲ გინა თუ ნათესავისაგან იყო სამეუფოჲსა, ანუ თუ მთავრობისათჳს სახელ-სდვა სამეუფოდ. ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ესე იყო, რომლისათჳს მათე იტყჳს; არამედ არა ესე არს, რამეთუ არა პატივისაგან ოდენ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ იგი იყო, არამედ სარწმუნოებისაგანცა, რამეთუ იგი იტყოდა, ვითარმედ: „არა ვარ ღირს,...
...მთისა მისგან სამარიტელ სახელ-სდებდეს მათ. და წერილთა მოსესთა ოდენ შეიწყნარებდეს, ხოლო წინაჲსწარმეტყუელთასა არა, და მამად მათა უწოდდეს აბრაჰამს, რამეთუ ქალდეველი იყო, და ეგრეთვე იაკობს, რამეთუ ძისწული იყო მისი, ხოლო ჰურიათა დიდად საძაგელად უჩნდეს იგინი. ამისთჳს ქრისტეს აყუედრებდეს, ვითარმედ: „სამარიტელ ხარ შენ“.
ხოლო მახარებელმან ამისთჳსცა აჴსენა სახელი და სასწაულნი ადგილისანი, რაჲთა სცნა უბადრუკებაჲ ჰურიათაჲ, რამეთუ ცოდვათა მათთათჳს ადგილნი მშობელთა მათთანი უცხოთესლთა დაიპყრნეს. და რომელნი მამათა მათთა არათჳსნი იყვნეს, და მოიგნეს მათ, თჳსნი იყვნეს და წარწყმიდნეს; და უცხოთესლთა მათ წყლულებათა მიერ ლომთაჲსა იცნეს ღმერთი, ხოლო მათ ესეოდენთა ტანჯვათა ზედა არა დაუტევეს თჳსი ურჩებაჲ.
მოვიდა უკუე ქრისტე სამარიად არა ეტლითა, არამედ ფერჴითა შრომით, რამეთუ მარადის ესევითარისა ცხორებისა მეძიებელ იყო, რაჲ-თამცა ჩუენ გუასწავა მოღუაწებაჲ და არა ძიებაჲ შუებისაჲ. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა სადგური, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“. ;
ამისთჳს უფროჲსსა ჟამსა მთათა შინა არნ. ამას მოასწავებდა დავითცა დ...