1.და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა.2.და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად.3.და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ.4.ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა.5.ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.
6.ხოლო პილატეს რაჲ ესმა გალილეაჲ, ჰკითხა მათ: უკუეთუ გალილეაჲთ არს კაცი ესე?7.და გულისჴმა-ყო, რამეთუ ჴელმწიფებისაგან ჰეროდესისა არს; მიუძღუანა იგი ჰეროდეს, რამეთუ იყო იგიცა მაშინ იერუსალჱმს მათ დღეთა შინა.8.ხოლო ჰეროდე ვითარცა იხილა იესუ, განიხარა ფრიად, რამეთუ უნდა მისი ხილვაჲ მრავლით ჟამითგან ამისთჳს, რამეთუ ესმოდა მისთჳს და სწადოდა ხილვად რაჲსამე სასწაულისა ყოფასა მისგან.9.და ჰკითხვიდა მას სიტყჳთა მრავლითა, ხოლო თავადმან არარაჲ მიუგო მას.10.დგეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და განკრძალულად შეასმენდეს მას.11.ხოლო ჰეროდე შეურაცხ-ყო იგი და ერმან მისმან, და განკიცხეს იგი და შეჰმოსეს მას სამოსელი ბრწყინვალე და მიუძღუანეს პილატეს.12.და იქმნნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი.
13.ხოლო პილატე მოუწოდა მღდელთ-მოძღუართა მათ და მთავართა და ერსა მას.14.და ჰრქუა მათ: მომგუარეთ მე კაცი ესე, ვითარცა გარდამაქცეველი ერისაჲ, და მე წინაშე თქუენსა განვიკითხე და არარაჲ ვპოე ბრალი კაცისა ამის თანა, რასა-იგი შეასმენდით მას.15.და არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე მას, და აჰა არარაჲ ღირსი სიკუდილისაჲ საქმე არს მის თანა.16.ვსწავლო იგი და განუტევო.17.რამეთუ უნებელად ედებოდა მას განტევებად დღესასწაულსა მას ერთი.18.ღაღატ-ყვეს ყოველმან მან სიმრავლემან და იტყოდეს: აღიღე ეგე და მოგჳტევე ჩუენ ბარაბა,19.რომელი შფოთისა ყოფასა ქალაქსა შინა და კაცის-კლვისათჳს შეგდებულ იყო საპყრობილესა.20.კუალად უკუე მოუწოდა მათ პილატე, რამეთუ უნდა განტევებაჲ იესუჲსი.21.ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე!22.ხოლო მან მესამედ ჰრქუა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს ამას? არარაჲ ბრალი სიკუდილისაჲ ვპოე ამის თანა. ვსწავლო ეგე და განუტევო.23.ხოლო იგინი ზედა დაესხმოდეს ჴმითა დიდითა და გამოითხოვდეს მას ჯუარ-ცუმად; და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთ-მოძღუართანი.24.მაშინ პილატე საჯა თხოვისაებრ მათისა25.და მიუტევა მათ ბარაბა, რომელი-იგი შფოთისათჳს და კაცის-კლვისა შეგდებულ იყო საპყრობილესა, რომელსაცა ითხოვდეს, ხოლო იესუ მისცა ნებასა მათსა.
26.და ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, და დასდევს მას ზედა ჯუარი იგი, და მიაქუნდა შემდგომად იესუჲსა.27.და შეუდგა მას სიმარავლე ერისაჲ და დედებისაჲ, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას.28.მიექცა მათ იესუ და ეტყოდა: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა.29.რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა თქუან: ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს30.მაშინ იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ!31.რამეთუ უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას რაჲ-მე ეყოს?32.მაშინ მოჰყვანდეს სხუანიცა ორნი ძჳრის-მოქმედნი მოკლვად მის თანა.33.და ვითარცა მოჰყვანდეს ადგილისა მას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილი, და მუნ ჯუარს-აცუეს იგი და ძჳრის-მოქმედნიცა იგი მის თანა, რომელიმე მარჯუენით და რომელიმე მარცხენით მისა ჯუარს-აცუნეს.
34.ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი.35.და დგა ერი იგი და ხედვიდა. ხოლო შეურაცხ-ჰყოფდეს მას მთავარნიცა იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა თჳსი, უკუეთუ ეგე არს ქრისტე, რჩეული ღმრთისჲ.36.ემღერდეს მას ერის-კაცნიცა იგი, მოუჴდიან მას და ძმარი მოართჳან37.და ეტყჳედ: შენ თუ ხარ მეუფე ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი.38.ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილ იყო მას ზედა წიგნითა ბერძულითა და ჰრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ.39.ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრის-მოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა.40.მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ?41.და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა.42.და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა.43.ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა.44.და იყო ჟამი მეექუსე, და ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.45.და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის შორის.46.და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული.
47.და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო.48.და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე და საქმენი ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს.49.და დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი შორით; და დედანი, რომელნი შეუდგეს მას გალილეაჲთ, ხედვიდეს მას.
50.და აჰა ესერა კაცი, სახელით იოსებ, მზრახვალი, იყო კაცის სახიერი და მართალი;51.ესე არა თანა-შერთულ იყო ზრახვასა მათსა და საქმესა. იყო იგი არიმათიაჲთ, ქალაქისაგან ჰურიათაჲსა, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა.52.ესე მივიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იგი იესუჲსი.53.და გარდამოჰჴსნა იგი და შეჰმოსა მას არდაგი და დადვა იგი საფლავსა გამოკუეთილსა კლდისაგან, სადა არავინ დადებულ იყო.54.და დღე იგი იყო პარასკევი, შაბათად განთენდებოდა.55.შეუდგეს მას დედანიცა, რომელნი მის თანა მოსრულ იყვნეს გალილეაჲთ, და იხილეს საფლავი და ვითარ დასდებდეს გუმასა მისსა.56.და წარვიდეს და მოჰმზადეს საკუმეველი სულნელი და ნელსაცხებელი და შაბათი იგი და-ღა-იდუმეს მცნებისა მისთჳს.
1. და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა. 2. და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად. 3. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 4. ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა. 5. ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ:...
ყოველნი წიგნნი საღმრთოისა წერილისანი რომ დაიკარგოსო, იტყვის დიდი წმინდა მამა ბასილი, მაშინ ერთი მხოლოდ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ცხოვრება, ვნება და სიკვდილი საკმაოდ გვასწავლის ჩვენ, რაი არს ქრისტიანობა. გოლგოთის ჯვარზედ აღწერილი არის ყოველი, რაიცა საჭირო არის ჩვენთვის ცნობად ღვთისა და ჩვენი თავისა. ჯვარი ქრისტესი არის თვით შუაგულ-ადგილი, რომელსა ზედა შეიკრიბებიან და შეერთდებიან ყოველნი სწავლანი და ჭეშმარიტებანი ჩვენისა წმინდისა სარწმუნოებისანი. ჩვენი...
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
სააღდგომო ეპისტოლე
უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
„გევედრებით ქრისტეს სახელით: შეურიგდით ღმერთს“. ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ წმინდა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...თაჲთა ცემული. ხოლო შეემთხუეოდა მას ესე წინააღმდგომად თჳსისა განზრახვისა, რამეთუ მან აღძრა ერი იგი ჰურიათაჲ, რაჲთა ჴმობდენ და ღაღადებდენ შესმენად უფლისა, ვითარცა იტყჳს ლუკა მახარებელი, ვითარმედ: „ზედადაესხმოდეს მას ჴმითა დიდითა და გამოითხოვდეს მას ჯუარ-ცუმად. და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთმოძღუართანი“. ხოლო უფალმან დუმილი შემოიღო წინააღმდგომად ჴმათა მათთა და დაჰჴსნა მისი იგი ღონე.
მზაკუვარმან მან განაფიცხა პილატე, რაჲთამცა შეაშინა უფალი, და არა უწყოდა, ვითარმედ უშიშობითა განაქარვებს ჴელოვნებასა მისსა უფალი.
აღძრა უგუნური იგი მთავარი ცემად უფლისა, ხოლო ქრისტემან ძჳრუჴსენებლობაჲ წინაუყო და მძლე ექმნა.
და რასა მრავალსა ვიტყოდი, ყოველივე ღონე სიბოროტისა და უკეთურებისა მისისაჲ აჩუენა ბრძოლად მაცხოვრისა, და არა ხედვიდა ბრმაჲ იგი, ვითარმედ სათნოებასა აღსჭურავს თჳსთა მათ უკეთურებათა ზედა.
რამეთუ მტერი ყოველსა ბოროტსა ზედა მოხარულ არს, და რაჲცა ბოროტი არს, საჭურველი არს იგი საეშმაკოჲ. ამისთჳს დაარწმუნებს იგი კაცთა ბოროტისმყოფელთა მათთა ბოროტის-ყოფად, რაჲთა შთაყარნეს ცოდვასა. ხოლო უფალმან ყოველივე დაითმინა, რაჲთა გუასწაოს შიშისა წინაგანწყობად სიმჴნითა, და გინებათა ანუ შეურაცხებათა - ძჳრუჴსენებლობითა, გულისწყრომასა - სიმშჳდითა, და ყ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).:
...ჯილსა, რამეთუ ძელისა მისცა შეხებად იზმნიდეს, ამისთჳსცა თავადსა აღჰკიდეს, და ვი-თარცა წარვლესრე, პოვეს სჳმონ კჳრინელი, რომლისათჳს იტყჳან სხუანი მახარებელნი, და მერმე აღიღეს უფლისაგან და მას ზედა დადვეს იგი. ; ; არამედ აქა იოვანე უფლისათჳს იტყჳს, რომელსა ზედა დადვეს ჯუარი, გან-რაჲ-იყვანებდეს სამშჯავროჲთ. ეგრეთვე იყო სახესა მას ზედა, რამეთუ მაშინცა ისაკ აღიკიდა შეშაჲ, არამედ მუნ ნებისამებრ მამისა იქმნა საქმჱ იგი, რამეთუ სახჱ იყო, ხოლო აქა ჭეშმარიტებით აღესრულა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ იყო და არა იგავი.
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ადამ მუნ დაეფლა, და უფალმან იესუ, სადა-იგი სიკუდილმან მიიღო დასაბამი თჳსისა მეუფებისაჲ, მუნ აღჰმართა თჳსი საძლეველი ქრისტემან, რამეთუ სა-ძლეველი ეკიდა ჯუარი ეშმაკისა მიმართ. ხოლო ჯუარს-აცუეს იგი შორის ავაზაკთა, ; ;
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეძიებდეთ მე“ (7,34), არა თუ ოდენ არა დამივიწყოთ, არამედ მეძიებდეთცა, „და ვერ მპოოთ“ (7,34).:
...მათა. და ვითარმედ საჴმარ-ეყოს მათ, მოასწავებს, რამეთუ იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეძიებდეთ მე“ (7,34), არა თუ ოდენ არა დამივიწყოთ, არამედ მეძიებდეთცა, „და ვერ მპოოთ“ (7,34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და სადა უკუე მოიძიეს იგი ჰურიათა? ვითარცაიგი ლუკა იტყჳს, ვითარმედ: გოდებდეს მისთჳს დედანი და სხუანიცა მრავალნი, და მერმე, რაჟამს ქალაქი მათი ტყუე იქმნებოდა, არამცა აჴსენებდესა ქრისტესა და საკჳრველებათა მათ მისთა და ეძიებდესმცა მოსლვასა მისსა? და ესე ყოველი თქუა, რამეთუ ენება მოსლვად მათა კეთილისა მიმართ, რამეთუ სიტყუანი ესე, თუ: „მცირედიღა ჟამი არს“, და შემდგომად წარსლვისა ძიებაჲ მისი და ვერპოვნაჲ, - ესე ყოველი კმა იყო დასარწმუნებელად და მოქცევად მათა. რამეთუ უკუეთუმცა არა ეგულებოდა სასურველ-ყოფად, არამცა ირწმუნეს, და კუალად, უკუე-თუმცა შესაძლებელმცა იყო პოვნაჲ მისი, ეგრეთვემცა არავე შეშინდეს. და კუალად, უკუეთუმცა მრავალთა ჟამთა ეგულებოდა დადგრომაჲ მათ თანა, ნუუკუედა ეგრეცამცა უდებ იქმნნეს, არამედ ყოვლით კერ-ძო შეაშინებს მათ და შეაშფოთებს. ხოლო კუალად სიტყუაჲ ესე, თუ: „წარვალ მომავლინებელისა ჩემისა“, გამომაჩინებელი არს, ვითარმედ არარაჲ ვნებაჲ მოიწევის მის ზედა მათისა მის მტერობისაგან, და ვი-თარმედ ჯუარს-ცუმაჲ მისი ნეფსით არს. ორნი უკუე წ...