1.და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი.2.და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან?3.ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ.4.ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა.5.და არა ქმნა მუნ ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი.6.და დაუკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მიმოიქცეოდა გარემო სოფლებსა მას და ასწავებდა მათ.
7.და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა.8.და ამცნებდა მათ, რაჲთა არარაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი.9.და რაჲთა ესხნენ სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი.10.და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე.11.და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა საწამებელად მათა. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის.12.და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ.13.და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს.
14.და ესმა ჰეროდეს მეფესა, რამეთუ განცხადნა სახელი მისი, და იტყოდა, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი მკუდრეთით აღდგომილ არს, და მისთჳს იქმნებიან ძალნი მისნი თანა.15.და სხუანი იტყოდეს: ელია არს გინა ვითარცა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი პირველთაჲ.16.ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, ვითარმედ: რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით.
17.რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე, შებორკილა იგი და შესუა საპყრობილედ ჰეროდიადაჲსთჳს, ცოლისა ფილიპესა, ძმისა მისისა, რამეთუ იგი შეირთო ცოლად.18.რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი.19.ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელ-ეწიფა.20.რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა.
21.და ვითარცა იყო დღე მარჯუჱ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისასა სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაჲსათა,22.და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მიენაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ.23.და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა.24.ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.25.და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.26.და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფე, ხოლო ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა არა ინება შეურაცხ-ყოფაჲ ქალისაჲ მის.27.და მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი.28.ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა.29.და ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი და დაჰფლეს საფლავსა.
30.და მოვიდეს და შემოკრბეს მოციქულნი იესუჲსა და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი ქმნეს და ასწავეს.31.და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით თქუენ თჳსაგან უდაბნოსა ადგილსა და განისუენეთ მცირედ. რამეთუ იყვნეს მომავალნი და წარმავალნი მრავალ და არცაღა პურისა ჭამად აცალებდეს.32.და წარვიდეს უდაბნოსა ადგილსა ნავითა თჳსაგან.33.და იხილა ერმან მან, წარ-ღა-ვიდოდეს, და გულისჴმა-ყვეს მრავალთა, და მკჳრცხლ ყოვლისაგან ქალაქებისა შეკრბა მუნ და მოვიდეს მათა.
34.და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. და იწყო სწავლად მათდა ფრიად.35.და ვითარ მრავალი ჟამი წარსულ იყო, მოვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს მას, ვითარმედ: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა ფრიად.36.განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო სოფლებსა და სანახებსა და იყიდონ თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ რაჲმცა ჭამეს, არა აქუს.37.ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასისა დრაჰკნისა პური და ვსცეთ მათ ჭამადი.38.ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რაოდენი გაქუს პური? მივედით და იხილეთ. და იხილეს და ჰრქუეს: ხუთი პური და ორი თევზი.39.და უბრძანა მან დასხდომაჲ მათ ყოველთაჲ პურისმტედ-პურისმტედ მწუანვილსა ზედა თივისასა.40.და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისი.41.და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და დამუსრა პური იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და ორი იგი თევზი ეგრეთვე განუყო ყოველთა.42.და ჭამეს ყოველთა და განძღეს.43.და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსებით; და თევზისა მისგანცა.44.და იყვნეს, რაოდენთა-იგი ჭამეს, ვითარ ხუთ ათას კაცნი.45.და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაჲთა წინა-წარუძღუენ მას წიაღკერძო ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტეოს მან ერი იგი.46.და უჯმნა მათ და აღვიდა მთასა ლოცვად.
47.და ვითარცა შემწუხრდა, იყო ნავი იგი შუა ოდენ ზღუასა მას, და იგი თავადი – მარტოჲ ქუეყანასა.48.და იხილნა იგინი, რამეთუ იურვოდეს სლვასა მას ნავისასა, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო მათსა. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა ზედა და უნდა თანა-წარსლვად მათგან.49.ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, ჰგონებდეს, ვითარმედ საოცარი რაჲმე არს, და ღაღად-ყვეს.50.რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მეყსეულად ეტყოდა მათ და ჰრქუა: გულ-პყრობილ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!51.და აღვიდა მათ თანა ნავსა, და დასცხრა ქარი იგი; და უმეტესად დაუკჳრდებოდა მოწაფეთა მისთა.52.რამეთუ ვერ გულისჴმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ იყვნეს გულნი მათნი დასულებულ.
53.და წიაღჴდეს და მოვიდეს ქუეყანად გენესარეთად.54.და ვითარ გამო-ოდენ-ვიდეს მიერ ნავით, მეყსეულად იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა.55.და მიმორბიოდეს ყოველსა მას სოფლებსა და იწყეს მოღებად ყოველთა სნეულთა ცხედრებითა, სადაცა ესმის, ვითარმედ მუნ არს.56.და ვიდრეცა შევიდოდა დაბნებსა და ქალაქებსა და აგარაკებსა, უბანთა ზედა დასდგმიდეს უძლურთა მათთა და ევედრებოდეს მას, რაჲთა ფესუსა ოდენ სამოსლისა მისისასა შეახონ. და რაოდენნი შეეხებოდეს, ცხონდებოდეს.
1. და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი. 2. და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან? 3. ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა...
რამეთუ ამან იროდი მიავლინა და შეიპყრა იოანე,შეჰბორკილა იგი და შესუა საპყრობილედ (მარკ. 6, 17).
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! დღეს წმიდა ეკლესია მოიხსენებს იოანე წინა-მორბედის და ნათლისმცემლის თავის კვეთასა. ეს თქვენი ეკლესიაც არის ნაკურთხი იოანე ნათლისმცემლის სახელზე, და დღეს არის თქვენი ეკლესიის დღეობა. რა განზრახვით მოხდა ეს, რომ თქვენი ეკლესია იქმნა კურთხეულ იოანე ნათლისმცემლის სახელზე? იმ განზრახვით, რომ აქედგან თქვენ მიიღოთ სულიერი სწავლა, დარიგება და ნუგეში.
რამეთუ ეტყოდა იოანე ჰიროდეს, ვითარმედ:არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესვაძმის ცოლი შენი; ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვამისთვის, და უნდა მოკვლაი მისი (მარკ. 6, 18-19).
როდესაც შევამსგავსებთ ხასიათთა და თვისებათა ორთა ამათ პირთა, იოანე ნათლის-მცემელსა და ჰეროდე მეფისას, ჩვენ გაგვაკვირვებს მაგარი, ვითარცა კლდე ხასიათი, ანუ ღონე პირველისა, და სუსტი, შერყეული, ვითარცა ლერწამი, და დაუდგრომელი, ვითარცა ქალი, ხასიათი მეორისა. ჰეროდე მეფემ რომ გაიგონა საკვირველი ცხოვრება და სწავლა იოანე...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ“ (16,7).:
...ცა მოვიდეს და ქმნეს ესრეთვე და სწავლანი უმეტესნი და სასწაულნი დიდნი, მაშინ უმეტესისა საშჯელისა თანამდებ იქმნენ, რაჟამს ჰხედვიდენ, ვითარმედ იგი ყოველი სახელითა ჩემითა იქმნებოდის. რამეთუ აწ იტყჳან, ვითარმედ: „ხუროჲსა ძჱ არს, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით“; ; ; ხოლო რა-ჟამს იხილონ სახელითა ჩემითა უკეთურებისა დევნულებაჲ, ბუნებათა კურნებაჲ, ეშმაკთა სივლტოლაჲ, მაშინ რაჲ თქუან? რამეთუ წამა ჩემთჳს მამამან, წამოს სულმანცა, დაღაცათუ პირველცა წამა, არამედ აწცა წამოს „და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს“ (16,8). ესე იგი არს, ვითარმედ ყოველი მიზეზი მოუწყჳდოს და გამოაჩინოს, ვითარმედ შეუნდობელად ცოდეს, და დაამტკიცოს, ვითარმედ მე არასადა მიცოდავს; „და სიმართლისათჳს, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე“ (16,10), ესე იგი არს, ვითარმედ: გამოაჩინოს უბიწოჲ იგი ცხორებაჲ ჩემი, რომლისა სახე არს მამისა მიმართ მისლვაჲ. რამეთუ ვინაჲთგან ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ არა ღმრთისა მიერ და ცოდვილი არსო, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ ესეცა მიზეზი მოუწყჳდოს და ამისთჳსცა ამხილოს, რაჟამს მოვიდეს სული იგი წმიდაჲ და გამოაჩინოს სიმართლჱ ჩემი და ვითარმედ მამისა თანა მისრ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:
...6); ხოლო მათ ვითარცა უყუარდა მარადის კაცობრივი და ამაოჲ საქმე, არა ენება ესე, რაჲთა ქრისტესა დაემორჩილნენ, არამედ უფროჲსად იოვანე აქუნდა დიდად, ხოლო ქრისტესთჳს იტყოდეს, ვი-თარმედ: „ძჱ არს ხუროჲსაჲ“, ; და ვითარმედ: „ნაზარეთით არს“, რომელი-იგი შეურაცხად აქუნდა; და ვითარმედ: „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამსო“, ; ; რომელი-იგი იქმოდა ამას, რაჲთამცა იგინი მოიზიდნა, და რამეთუ არა ემოსა სამოსელი სტევისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ. ; და ამას ყოველსა უბადრუკნი იგი ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, არამედ შეურაცხად აქუნდა ქრისტე.
ხოლო რაჟამს იოვანე მარადის მისა მიმართ მიავლენდა მათ, და მათ სირცხჳლ-უჩნდა საქმე ესე და ენება, რაჲთამცა უფროჲსად იოვანე აქუნდა მოძღურად, ხოლო ცხადად ამისა თქუმად ვერ იკადრებდეს, არამედ არა მიავლინნეს მისა მიმართ შეურაცხნი კ...
6. შვიდი წყვილის მიზეზი და ნინეველთა მაგალითი (7:4):
...გამოგონება, საიდანაც უამრავი ერესიც წარმოიშვა, ამას ახლავე შეიტყობთ. მართლაც, ჩვენ შევნიშნავთ (და ამ შენიშვნით ვიმედოვნებთ, რომ მოგონილის მოყვარულებს ბაგეს სავსებით დავუკრავთ), რომ წერილში ძალიან ხშირად იხმარება წყვილის რიცხვი. ასე, როცა იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები ქადაგებისთვის წარავლინა, „ორ-ორისა" წარავლინა (), თვითონაც თორმეტნი იყვნენ და სახარებათა რიცხვიც ოთხია. თუმცა არ არის საჭირო, საყვარელნო, ამის შესახებ მსჯელობა, რადგან თქვენ საკმარისად ხართ მომზადებულნი, რომ ასეთი (ცარიელ ლაპარაკის მოყვარულთ) ყური დახშოთ. ახლა უნდა ვთქვათ, რატომ ბრძანა ღმერთმა „წმიდათაგან შვიდ-შვიდი" შეყვანა კიდობანში. უფრო მეტი წმიდა ცხოველი ღმერთმა იმისთვის ბრძანა შეეყვანა, რათა მართალსაც და მასთან ერთად ამ ცხოველებით მოსარგებლეებსაც ნუგეში ჰქონოდათ; ხოლო რაც შეეხება „შვიდ-შვიდს", ამის მიზეზიც, თუ შეიტყობთ, მართლის ღვთისმოყვარე განწყობის უძლიერეს მტკიცებულებად იქცევა. რადგანაც კაცთმოყვარე ღმერთმა იცოდა ამ კაცის სიკეთე, იცოდა, რომ ის, მართალი რომ იყო და უფლის ასეთი სიყვარული რომ განეცადა და წარღვნის დაღუპვას რომ გადაურჩა, ისურვებდა, უბედურებისგან გათავისუფლებისა და კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ, მადლიერება გამოეჩინა და თავისი ცხონების სამადლობლად მსხვ...