მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:16

15. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი.16. აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.17. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.
სახარებაჲ მათესი თავი 10
16. აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აჰა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“ (10,16).:

ვინაჲთგან სათანადოჲსა მისთჳს ჴორცთა საზრდელისა განაწესა, თუ ვინაჲ იყოს მორეწაჲ მისი, და სახლნი მორწმუნეთანი განუხუნა მათ და ბრძანა, ვითარმედ თანამდებ არიან გამოზრდად მათდა; და წესი შესლვისა მათისაჲ განაწესა და მოკითხვისაჲ, რომელ ეგულებოდა მიცემად; და საშინელი იგი სასჯელი განაჩინა მათ ზედა, რომელნი არა შეიწყნარებდენ მათ; და სასწაულთმოქმედებითა შეჭურნა; და ყოვლით კერძო მტკიცე და შეურყეველ ყვნა; და ყოვლისა ჴორციელისა ზრუნვისაგან შორს-ყვნა; ვინაჲთგან ესე ყოველი კეთილად და შუენიერად შეჰმზადა, ამიერითგან იწყებს თხრობად მოწევნადთა მათ ზედა ჭირთა და განსაცდელთა, არა რომელ-იგი მოკლედ ხოლო ყოფად იყო, არამედ ყოველივე, რომელიცა შემდგომად მრავლისა ჟამისა მოწევნად იყო, რაჲთა შორითვე შეჭურნეს და განმზადნეს ბრძოლად ეშმაკისა. რამეთუ ფრიად სარგებელ ეყოფოდა მათ საქმე ესე: პირველად, რაჲთა გულისჴმა-ყონ წინაჲსწარმცნობელობისა მისისა ძალი; მეორედ, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ უძლურებისაგან მოძღურისა მათისა შეემთხჳნეს მათ ესევითარნი იგი განსაცდელნი, არამედ ცნან ყოველთა, ვითარმედ მან უბრძანა ესრეთ თავს-დებად მიუთხრობელითა მით განგებულებითა თჳსითა; მესამედ, რაჲთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:16-20 — ცხვარნი მგელთა შორის და გველის სიბრძნე:

16. აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. - უფალმა შეაიარაღა ისინი სასწაულებით და საზრდელითაც უზრუნველყო, გაუღო რა კარები ღირსეულთა. ახლა კი, წინასწარმჭვრეტელობას აჩვენებს და იმ საფრთხეებზე ესაუბრება, რომელიც მათ შეემთხვევათ; ამხნევებს და ეუბნება: მე ძლიერი ვარ, ამიტომ გამხნევდით, რადგან ხელშეუხებელნი იქნებითო, მაგრამ ტანჯვისთვისაც ამზადებს. ისევე როგორც შეუძლებელია ცხვარმა მგელთა შორის ტანჯვა არ განიცადოს, ასევე თქვენც - იუდეველთა შორის, მაგრამ კიდევაც რომ დაიტანჯოთ, ნუ განრისხდებით. მინდა, რომ, ვითარცა ცხოვარნი, უწყინარნი იყოთ და გამარჯვება უფრო მეტად ამით მოიპოვოთ.

იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი. - სურს, აგრეთვე, რომ მოწაფენი გონიერნიც ყოფილიყვნენ. როცა ცხვრებთან მათ შედარებაზე მოისმენ, რათა არ იფიქრო, ქრისტიანი გონებასუსტი უნდა იყოსო, გვეუბნება, რომ მას სწორედ გონიერება ჰმართებს და ცოდნა იმისა, მრავალრიცხოვან მტერთა შორის როგორ იცხოვროს; რადგან, ვითარცა გველი, რომელიც დარტყმისათვის მთელ ტანს უთმობს, მაგრამ თავს იფარავს, ასევე ქრისტიანმაც მტანჯველებს ყოველივე, თვით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი და წინაშე მათსა ვიდოდის“ (10,3-4).:

...,3-4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე? რამეთუ არა ესრეთ არს საქმჱ მწყემსისაჲ, რამეთუ მწყემსი უკუანა შეუდგების ცხოვართა და არა წინა. არამედ ესე გამოაჩინებს, ვითარმედ ყოველთა წარუმართოს ჭეშმარიტებისა მიმართ, და ამისთჳს წინააღმდგომად სხუათა მწყემსთასა იქმს, ვითარცაიგი წარ-რაჲ-ავლენდა ცხოვართა შორის მგელთასა, ; რომელი-იგი ფრიად საკჳრველ არს ესე მწყემსობაჲ. და ამას ადგილსა ბრმისათჳსცა მოასწავებს, რამეთუ მოუწოდა მას შორის ჰურიათა, და მან ჴმაჲ მისი ისმინა და შეუდგა მას.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უცხოსა არა შეუდგენ, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ“ (10,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: თევდას და იუდას და მსგავსთა მათთა იტყჳს აქა და რომელნი შემდგომად მისა მოსლვად იყვნეს, და უჩუენა, ვითარმედ განყოფილ იყო იგი მათგან. და პირველად ყო მისგან განყოფაჲ წერილთა მიერ, რამეთუ იგი ყოველსავე მსგავსად წერილისა იქმოდა, ხოლო იგინი - არა; და მეორჱ განყოფილებაჲ ქმნა ცხოვართა განყოფილებისაგან, რამეთუ არა ვიდრეღა აქა იყო ოდენ, არამედ შემდგომად აღსრულებისაცა ჰრწმენა მისი, ხოლო იგინი მეყსეულად დაუტევნეს; და კუალად მესამედ, რამეთუ იგინი მოვიდეს, ვითარცა მძლავრნი, ხოლო ესე ივლტოდა ყოვლისაგანვე კაცობრივისა დიდებისა; და მერმე, რა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იზ ვითარმედ ჯერ-არს, რაჲთა სიტყუანი სარწმუნოებისანი კეთილად ვიცნოდით:

...ელ წამებასაცა წერილთასა არა კეთილსა ზედა იჴმარებენ მრავალნი, რამეთუ არა თუ უსწავლელთა და უგუნურთა აკურთხევს წერილი, არამედ მას, რომლისა თანა უკეთურებაჲ არა იყოს. თუ არა, უკუეთუმცა ესრეთ იყო, ვითარ იგინი იტყჳან, ამაო იყომცა სიტყუაჲ იგი, რომელი იტყჳს: „იყვენით ბრძენ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“. ხოლო ჩუენ, რომელთა არცა ერთი რაჲ კეთილი წარგჳმართებია, ვითარ ვთქუათ ესე სიტყუაჲ, თუ წრფელნი ვართ, რომელნი-ესე უუბადრუკეს ვართ ყოველთასა, მაბრალობელ ურთიერთას და ბრალთა ჩუენთა არა განმამართლებელ? არამედ აწ გევედრები, ნუმცა ოდენ თავთა ჩუენთა ვაბრალობთ, არამედ საქმენიცა სათნოებათანი მოვიგნეთ, რაჲთა ცხორებაჲ ჩუენი სადიდებელად ღმრთისა იყოს, და საუკუნოჲ დიდებაჲ ვპოვოთ, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (16,24).:

...ა ვიპოებით ჩუენ უდებ და დაჴსნილ.

ვისმინოთ უკუე ბრძანებაჲ უფლისაჲ და ყოვლითა გულითა შეუდგეთ მას, ვითარცა იტყჳს: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემსა მოსლვად, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“.

ესე სწავლაჲ ზემოცა თქუა, ოდეს-იგი ეტყოდა: „აჰა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოართა შორის მგელთა“, და შემდგომი ამისი. არამედ აწ უმეტესად უბრძანა და სრულებისა გზაჲ უჩუენა, რამეთუ მაშინ სიკუდილი ხოლო მიუთხრა, რომელი შემთხუევად იყო მათდა სახელისა მისისათჳს, ხოლო აქა ჯუარიცა აჴსენა, და ჯუარი სამარადისოჲ. „აღიღენო ჯუარი თჳსი“, ესე იგი არს, მარადის ვნებანი ქრისტესნი ეტჳრთნედ თავსა შორის თჳსსაო. და ჯუარცუმულ იყავნ ახოვნებითა მით გონებისაჲთა, რომელსაცა სწადის მოწაფე-ყოფად უფლისა.

რამეთუ ესე წესი არს სწავლათა უფლისათაჲ, რაჲთა არა ყოველივე სისრულისა საზომი პირველითგან ასწაოს, არამედ მცირედ-მცირედ აღიყვანნეს სიმაღლესა სრულებისასა. ვისმინოთ უკუე შემდგომიცა სიტყუაჲ, ვითარ წარმოიტყჳს მისაგებელსა მასცა ახოვნებისასა და განსაცდელსა მასცა დაჴსნილთა და უდებთასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი...

სრულად ნახვა