თ ა რ გ მ ა ნ ი: იგი მონაჲ იყო და მე - მეუფე; იგი ვეშაპისაგან განერა, და მე მკუდრეთით აღვდგე; იგი დაქცევასა ქადაგებდა, და მე სასუფეველსა ვახარებ; მათ თჳნიერ სასწაულთასა ჰრწმენა, და მე სასწაულნი ესოდენნი ვაჩუენენ; მათ მცირედნი ესმნეს სიტყუანი, და მე ესოდენნი ესე სწავლანი შევჰმზადენ; იგი მსახურებისა აღსრულებად მივიდა, და მე უფალი ყოველ-თაჲ და შემოქმედი მოვედ არა ბრალთა მოჴდად, არცა ტანჯვად, არამედ მიცემად ცოდვათა შენდობისა; იგინი კაცნი იყვნეს ბარბაროზნი, და ნათესავი ესე - აღზრდილი წინაჲსწარმეტყუელთა თანა; იონაჲსთჳს არარაჲ ვინ წინაჲსწარ მოასწავა, და ჩემთჳს ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი ქადაგებდეს, და საქმენი სიტყუათა ეწამებიან; მან არცა თუ ყუედრებისა თავს-დებად ინება განრომილთა მათთჳს დაქცევისაგან, და მე სიკუდილი თავს-ვიდევ სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა, და ამისა შემდგომად კუალად სხუათა მივავლენ, რაჲთა უქადაგონ და მოაქცინენ. არს უკუე სხუაჲცა მრავალი, რომლითა გამოჩნდების, რავდენ მაღალ იყო და საკჳრველ მეუფისა ჩუენისა ქრისტეს ქადაგებაჲ, და უშჯულოთა მათ არა ჰრწმენა. სამართლად უკუე დასასჯელ მათდა იყვნენ ნინეველნიცა, რამეთუ მათ ქადაგებაჲ იონაჲსი...
სახარებაჲ მათესი 12:41
38. მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად. - გაკვირვებული მახარებელი სიტყვას მაშინ უმატებს, რადგან სასწაულს მაშინ ითხოვენ, როცა უკვე მომხდარ სასწაულებს უნდა დამორჩილებოდნენ. როგორც სხვა მახარებელი ამბობს, სასწაულის ხილვა ზეციდან სურდათ, რადგან ეგონათ, რომ დედამიწაზე სასწაულებს ეშმაკის ძალით აღასრულებდა, სამყაროს მპყრობელი ხომ ეშმაკია. ხოლო მაცხოვარმა რა უპასუხა?
39-40. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ. რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე. - ამ ხალხს ვითარცა პირმოთნესა და ცბიერს, ბოროტ მოდგმას უწოდებს, ხოლო ვითარცა ღმრთისაგან განდგომილსა და დემონებთან შეერთებულს - მრუშს; სასწაულს - თავის აღდგომას, როგორც უჩვეულო მოვლენას, რადგანაც შთახდა რა გულსა ქუეყანისასა, ქვესკნელს ანუ ჯოჯოხეთს ვგულისხმობ, მესამე დღეს აღდგა. სამ დღესა და სამ ღამეში ნაწილები...
...რომ მიიღეს, სათნოებაში მათსავით არ იღვაწეს. ხშირად უთანასწორო მხარეთაც კი ადარებს, რათა უფრო დიდი მსჯავრი დასდოს უზრუნველთ. ამიტომაც თქვა სახარებაში: „კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა" (). თითქოს ასე თქვა: ბარბაროსები, რომლებიც არანაირი განსაკუთრებული ხელმძღვანელობით არ სარგებლობდნენ, არ ისმენდნენ წინასწარმეტყველთა სწავლებებს, არ ხედავდნენ სასწაულებს, არ უყურებდნენ ნიშნებს, არამედ ერთმა კაცმა, გემის დაღუპვიდან გადარჩენილმა, ისეთი სიტყვები უთხრა, რომელთაც შეეძლოთ სრულ სასოწარკვეთილებაში ჩაეგდოთ და უკიდურეს მდგომარეობამდე მიეყვანათ, თვით მისი სიტყვების უგულებელყოფამდე, — ამ ბარბაროსებმა არა თუ უგულებელყვეს წინასწარმეტყველის სიტყვები, არამედ, სამდღიანი ვადა, რომ მიიღეს, ისეთი ძლიერი და გულმოდგინე სინანული გამოიჩინეს, რომ ღვთის განაჩენი აცილეს. სწორედ ისინი, ამბობს, დასჯიან ამ ნათესავს, რომელიც ჩემი ასეთი დიდი მზრუნველობით სარგებლობდა, წინასწარმეტყველურ წიგნებში აღზრდილი, ყოველდღიურად სასწაულებსა და ნიშნებს ხედავდა. შემდეგ, რათა იუდეველთა უკიდურესი ურწმუნოებაც ეჩვენებინა და ნინეველთა გამოუთქმელი მორჩილებაც, უფალმა...
...რცა-იგი სულელნი ქალწულნი ბრძენთა მათგან დაისაჯნეს, და ურწმუნოჲ იგი მონაჲ - სარწმუნოჲსა მისგან, და რომელმან-იგი ქანქარი დაჰფლა - მოყუასთაგან, ეგრეთვე მარცხენენი იგი დაისაჯებიან მარჯუენეთაგან, ვითარცა-იგი იტყოდა, ვითარმედ: „კაცნი ნინეველნი და დედუფალი იგი სამხრისაჲ აღდგენ და დაშჯიდენ ნათესავსა მას“. რამეთუ მარადის მსგავსთაგან დაიშჯებიან მსგავსნი, ოდეს უდარეს იპოვნენ. რამეთუ მარჯუენენიცა იგი კაცნი იყვნეს მისვე ბუნებისანი. რად არა მიემსგავსნეს მათ სხუანი იგი, და უფროჲსად ესრეთ ადვილსა საქმესა ზედა - მიცემად პურისა, ანუ გრილისა წყლისა, ანუ სართულისა, ანუ ხილვად სნეულისა, გინა პყრობილისა და ჭირვეულისაჲ, რომელ-ესე თჳთ ბუნებასა წყალობად მოიყვანებენ განსაცდელნი იგი ჭირვეულთანი. ხოლო ვინაჲთგან ყოვლით კერძო უწყალო და ულმობელ იპოვნეს, ამისთჳს მოწყალენი იგი და სახიერნი გჳრგჳნოსან იქმნებიან, და მარცხენენი იგი, უწყალონი და უსახურნი, დაიშჯებიან, ვითარცა ესერა ვისწავეთ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წარვიდენო ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი - ცხოვრებასა საუკუნესა“ (25,46).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უბადრუკთა მათ ცოდვილთა ჭირი და სალმობაჲ! მცირედისა და ადვილისა საქმისათჳს რაჲღა შეემთხუევის! ძმანო ჩემნო საყუარელნო, გულისხმა-ვყოთ, ძმანო ჩ...
...სა, ესევე მოგუთათჳს გულისჴმა-ყავ. ამისთჳს ეტყოდა უფალი ჰურიათა: „კაცნი იგი ნინევისანი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მას, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა. და აჰა ესერა უდიდეს იონაჲსსა არს აქა. დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი“. ამისთჳს დასაჯონო ნინეველთაცა და დედოფალმან მან სამხრისამან, რამეთუ ფრიად უდარესთაჲ ჰრწმენა მათ, ხოლო ესენი დიდსა ამას საიდუმლოსა და დიდებულსა ურწმუნო ექმნნეს.
კუალად ესეცა შემოვალს ვიეთგანმე საძიებელად, თუ რაჲსათჳს ხილვითა ვარსკულავისაჲთა მოუწოდა მოგუთა და არა სხჳთა სახითა. არამედ რაჲმცა იყო სახე იგი? უკუეთუმცა წინაწარმეტყუელი მიუვლინა, არამცა რწმენა მათ, რამეთუ მოგუნი წინაწარმეტყუელთა არა შეიწყნარებდეს; უკუეთუმცა ზეცით ჴმა-სცა, არაჲვემცა შეჰრაცხეს; უკუეთუმცა ანგელოზი ეტყოდა, განცჳბრდესმცა. ამისთჳს ესე ყოველი დაუტევა ღმერთმან და უძლურებისაებრ მათისა ყო წოდებაჲ იგი საქმითა მით, რომელსა ჩუეულ იყვნეს იგინი ძიებად ჴელოვნებითა მით თჳსითა, და უჩუენა სახე ვარსკულავისა მის საკჳრველისაჲ; და იხილეს რაჲ, რომელ არასადა ეხილვა, ეუწყა გონებათა მათთა მადლითა ღმრთისაჲთა საიდუმლოჲ ქრისტეს შობისაჲ და ცნეს, ვითარმედ მისთჳს ეჩუენა ვარსკულავი იგი,...