თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს საქმე ესე? რომელსა მაღალი იგი საიდუმლოჲ გამოეცხადა, რომელი ნეტარებასა მას ღირს იქმნა, ესრეთ მწრაფლ მოუძლურდა იგი და შეშინდა ვნებისა მისთჳს? გარნა არა საკჳრველ არს ესე, რამეთუ არა მოეღო გამოცხადებაჲ ამის ჯერისათჳს. რაჲთა სცნა, ვითარმედ იგიცა, რომელ პირველ თქუა, არა თავით თჳსით თქუა, არამედ ზეგარდამოჲთა გამოცხადებითა, ამისთჳსცა, რაჟამს მოვიდა შორის სიტყუაჲ ესე, რომლისათჳს არა მოეღო გამოცხადებაჲ, იხილე, ვითარ შეურვებულ იქმნა და ვერ გულისჴმა-ჰყოფდა სიტყუასა მას; რამეთუ ესე იცოდა, ვითარმედ ძე ღმრთისაჲ არს, ხოლო თუ რაჲ არს საიდუმლოჲ იგი ჯუარ-ცუმისა და აღდგომისაჲ, არღა საცნაურ იყო მისდა, არამედ დაფარულ იყო მისგან და სხუათა მათგან სიტყუაჲ იგი.
ხოლო უფალმან ინება ჩუენებად მისდა, ვითარმედ ნეფსით თჳსით მივალს ვნებად. ამისთჳს შეჰრისხნა პეტრეს და სატანა უწოდა, რომელ გამოითარგმანების: წინააღმდგომ. „წარვედო ჩემგან, სატანა!“ რამეთუ უწყოდა, ვითარმედ მანცა და სხუათაცა მწუხარებით შეიწყნარეს სიტყუაჲ ესე და შიში შეუჴდა მათ ფრიადი, რომელი-ესე უმეტესად ბრძოლაჲ იყო წინააღმდგომისაჲ, რამეთუ ძნელ იყო მისდა ვნებაჲ ქრისტესი. ამის-თჳს...