მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 25:45

44. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ?45. მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ.46. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა.
სახარებაჲ მათესი თავი 25
45. მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰრქუას მარცხენეთა მათ: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილეს, და არა მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ წყურიელი, ანუ უცხოვებასა, ანუ შიშულობასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რავდენსა არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“ (25,41-45).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა ჴმაჲ სასტიკი და სავსე სიმწარითა! ვაჲმე, ვაჲმე დღისა მისთჳს და ჟამისა! რაჲ-მე ყოფად არს? რამეთუ შეურვებულ ვარ, საყუარელნო, და შეძრწუნებულ, და ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ? და ვტიროდემცა დღე და ღამე უბადრუკებასა მას მარცხენით მდგომარეთასა. ვინ თავს-იდვას სახიერისა მის და ტკბილისა პირისა გარემიქცევაჲ, ოდეს-იგი თქუას: „წარვედით ჩემგან, წყეულნო!“ ზემო თქუა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“, ხოლო აწ: „წარვედითო ჩემგან, წყეულნო!“ არღარა მამისაგან, რამეთუ არა თუ მან დაწყევნა იგინი, არამედ - საქმეთა მათთა. „წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა“, რომელი-იგი განმზადებულ არს არა თქუენთჳს, არამედ „ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა“. ოდეს-იგი სასუფეველისათჳს იტყოდა, ეგრეთ თქუა: „განმზადებული თქუენთჳსო პირველ სოფლის დაბადებისა“, ხოლო ცეცხლისათჳს არა იტყჳს ამას, არამედ „რომელი განმზადებულ არსო ეშმაკისთჳს“, რამეთუ მე თქუენთჳს სასუფეველი განვმზადე, ხოლო ცეცხლი - ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა; ვინაჲთგან უკუე თქუენ თავნი თჳსნი ღირს ცეცხლისა ჰყვენით, თჳსთა თავთა აბრალეთ. და უჩუენებს მიზეზსა: „მშიოდა, და არა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
25:41-46 — უმოწყალოთა განკითხვა:

41-46. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა. - მარცხნივ მდგომარეთ უფალი ცეცხლსა შინა გზავნის, რომელიც ეშმაკმა მოამზადა. რადგანაც დემონები უწყალონი და ჩვენს მიმართ არამეგობრულად და მტრულად არიან განწყობილნი, შესაბამისად, იმავე სასჯელს დაიმსახურებენ ისინიც, რომელთაც იგივე თვისებები აქვთ და თავიანთი საქმეების გამო დაიწყევლნენ. ყურადღება მიაქციე, რომ ღმერთს ჩვენთვის არც ცეცხლი მოუმზადებია და არც სასჯელი...

სრულად ნახვა
სიტყვა ხორციელის კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და მოიგოს მეუფემან მან და რქვას მათ: „ამინ გეტყვი თქვენ, რავდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მათე 31).

იქნება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ოდესმე ვინმემ თქვენგანმა იკითხა თავის გულში, რომელი არის უდიდესი ყოველთა ქრისტიანეთა სათნოებათა შორის? რომლითა საქმითა, ანუ სათნოებითა ქრისტიანე უმეტესად ასიამოვნებს ღმერთსა, და დაიმკვიდრებს სასუფეველსა ღვთისასა? დღეს წარკითხული სახარება გვაძლევს ჩვენ ამისა პასუხსა. უდიდესი და უმეტესად ყოვლისა სასიამოვნო ღვთისათვის სათნოება ყოფილა მოწყალება, ანუ მრავალფერი შემწეობა მრავალ-ფერად გაჭირვებულთა და ნაკლულევანთა მოსყვასთა. დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ, რომელ ოდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვალს მეორედ ქვეყანასა ზედა დიდებითა და ძალითა მამისა მისისათა, ანგელოზთა მისთა თანა, და დაჯდება საყდარსა ზედა დიდებისასა, და შეიკრიბებიან მის წინაშე ყოველნი ტომნი და ნათესავნი კაცთანი, მაშინ იგი განარჩევს მართალთა და ცოდვილთა, ვითარცა რა მწყემსმან განარჩიოს ცხოვარი თიკანთაგან, და დაადგინებს პირველთა მარჯვენით თვისსა და უკანასკნელთა მარცხენით თვისსა. მაშინ...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა ხორციელისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

არა უმიზეზოდ დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან წარკითხვა დღეს სახარებისა მის, რომელიცა გამოხატავს მეორედ მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. მოახლოებულ არიან დღენი ლოცვისა და მარხვისანი, რომელთა შინა ჩვეულება გვაქვს ჩვენ, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მონანება და მიღება წმიდისა საიდუმლოისა; ამისათვის წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, რათა ღირსად აღვასრულოთ საღმრთო ვალი ესე ჩვენი და სიწმიდით განვატაროთ დღენი დიდისა მარხვისანი. ერთსა მახლობელსა წარსულსა კვირიკესა წარკითხულ იქნა ეკლესიაში სახარებისაგან იგავი მეზვერისა და ფარისევლისა, რომლითა მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, თუ ვითარ ჯერ-არს ლოცვა და მონანება. მეორესა კვირიაკესა იგავითა უძღებისა ვისწავეთ ჩვენ, ვითარ დაამდაბლებს ცოდვა კაცსა და ვითარ მამა ჩვენი ზეციერი ელის მონანებასა კაცისა ცოდვილისა და სიხარულით მიიღებს კაცსა მონანულსა. ბოლოს დღეს წარკითხულითა სახარებითა საშინელისა სამსჯავროისათვის წმიდა ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ, ვითარი ხვედრი მოელის კაცსა ცოდვილსა და მართალსა.

ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲ გლოვისათჳს თჳსთა ცოდვათაჲსა და ქველისსაქმისათჳს:

...ჲ მას დღესა, ანუ ვითარ განვერნეთ სატანჯველისაგან?

ვინაჲთგან უკუე ქალწულთა მათ ესეოდენთა შრომათა შემდგომად არარაჲ პოვეს ნუგეშინის-ცემაჲ, რაჲ ვყოთ ჩუენ, საწყალობელთა ამათ? რამეთუ ესრეთ გუაყუედრებდეს ქრისტე, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და: „რაოდენი არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, არცა მე მიყავთ“. რამეთუ ყოველივე კაცი, გინა დიდი იყოს, გინა მცირჱ, ოდენ მორწმუნე იყოს, და არა ვყოთ მის თანა წყალობაჲ, ესე სიტყუაჲ გუესმეს ჩუენ. რამეთუ რასა ძნელსა ეძიებს იგი ჩუენგან? რამეთუ არა თუ იტყჳს, თუ: უძლურ ვიყავ, და არა აღმადგინეთ მე, არამედ: „არა მიხილეთო“; არცა იტყჳს, თუ: საპყრობილეს ვიყავ, და არა გამომიყვანეთ მე, არამედ: „არა მოხუედით ჩემდაო“. რაზომცა უკუე სუბუქ არიან მცნებანი ესე, ესეზომ მძიმე არიან სატანჯველნი მათთჳს, უკუეთუ არა აღვასრულნეთ.

რამეთუ რაჲ არს უადვილჱს საპყრობილეს მისლვისა ანუ უმჯობეს, სადა იხილნე რომელნიმე კრულნი, რომელნიმე ტანჯვასა შინა, რომელნიმე მშიერნი, რომელნიმე უძლურნი საწყალობელნი? დაღაცათუ ქვაჲ იყო, ლმობიერ იქმნე, იხილნე რაჲ საქმენი იგი კაცობრივნი, და საუკუნოჲცა საშჯელი მოიგონო და ესრეთ განიოტო შენგან გულისწყრომაჲ და გულისთქუმაჲ და სიყუარული საწუთროჲსაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პჱ მოწყალებისათჳს:

...ო რაჲ გლახაკი, მოიჴსენენ სიტყუანი უფლისანი, რომელ თქუა, ვითარმედ: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი“, და შემდგომი ამისი, და მოსწრაფებით ქმენ ქველისსაქმე. უკუეთუ არა გრწამს აწ, მაშინ გრწმენეს, ოდეს გრქუას: „რავდენი არა უყავთ ერთსა მცირეთა ამათგანსა, მე არა მიყავთ“. გარნა ნუ იყოფინ ჩუენდა სმენად ამის ჴმისა, არამედ მოგუეცინ უფალმან აქავე ნაყოფსა მოწყალებისასა ჩუენებად და სმენად ჴმასა მას კურთხევისასა, მწოდებელსა ჩუენდა სასუფეველად.

ჰე, გევედრები, შევიტკბოთ მოწყალებაჲ, რაჲთამცა მივემთხჳნეთ წყალობასა. გარნა ნუ მონახუეჭისა და ნატაცებისაგან ვიქმთ ქველისსაქმესა, რამეთუ ესევითარნი ქველისსაქმენი ჰურიათა შეჰგვანან, არა ქრისტეანეთა. არამედ არიან აწცა ვიეთნიმე, რომელნი ბევრეულსა მოიტაცებენ და მოიხუეჭენ, და უკუეთუ ათი, გინა ოცი, ანუ თუ ასი დრაჰკანი მისცენ გლახაკთა, ჰგონებენ, თუ შენდობილ არიან ბრალნი მათნი; რომელთათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „დაჰფარვიდეს ცრემლითა გლახაკთაჲთა საკურთხეველსა ჩემსა“. არა ჰნებავს ქრისტესა მიღებად ქველისსაქმე ანგაჰრებისაგან. უკუეთუ ესევითარითა სახითა და ესევითართა გზათაგან მიუპყრა მას საზრდელი ანუ საფასე, საძაგელ ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლე მოწყალებისათჳს:

...შეწყალებად გლახაკთა. და ნუვინ იტყჳს, თუ: სადა არს აწ მოციქული და წინაჲსწარმეტყუელი, რაჲთა შევიწყნარო? რამეთუ დაღაცათუ ამას ადგილსა სიტყუაჲ მისი იქმნა მოციქულ-თათჳს, არამედ სხუასა ადგილსა ყოველთავე უნდოთა და დავრდომილთა შეწყნარებასა გჳბრძანებს და იტყჳს: „რავდენსა არა უყავთ ერთსა მცირე-თაგანსა, მე არა მიყავთ“. და კუალად მართალთა იგივე ჰრქუა: „რავდენსა ზედა ჰყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. რასა ეძიებ უკუე, კაცო, წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა? რავდენიცა უყო გლახაკსა, ქრისტე თჳსად მიიჩემებს; შენ სხუათა მართალთა რასა ეძიებ?

გლახაკი იგი, რომელი მოგიჴდეს და გევედრებოდის, კაცი არს მსგავსი შენი, შენ თანავე დამკჳდრებული სოფელსა ამას; მისვე მეუფისა მონაჲ, რომლისაჲ შენ ხარ; მათვე საიდუმლოთა ზიარებულ არს, რომელთა შენ ეზიარე; მასვე სასუფეველსა წოდებულ არს, სადა შენ; აქუს დიდი სამარ-თალი შეწყნარებისაჲ - იწროებაჲ მისი და სიგლახაკე; სხუასა უმეტესსა რასა ეძიებ? ჵ საკჳრველი! მსახიობელნი და მემღერენი და მოკიცხარნი თუ მოგიჴდენ, მრავლითა ნიჭითა განავლინებ, ხოლო გლახაკი თუ მოვიდეს თხოად პურისა, ბევრეულსა ბრალობასა დასდებ უქმებისასა და მრავლითა შეურაცხებითა განუტეობ და არა იგ...

სრულად ნახვა