მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:4

3. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.4. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.5. ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 5
4. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მგლოარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“ (5,4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მცნებანი ესე წინააღმდგომ იყვნეს ნებასა და ჩუეულებასა კაცთასა, ამისთჳს, ეგულებოდა რაჲ უფალსა მოცემაჲ მა-თი, მრავალნი სასწაულნი და კურნებანი აჩუენნა, რაჲთა სარწმუნო იყოს რჩულის-დებაჲ იგი. ხოლო რომელთა მგლოარეთათჳს იტყჳს? გარნა რომელნი-იგი ცოდვათა თჳსთათჳს იგლოვდენ, რამეთუ მეორე იგი გლოაჲ, რომელი იქმნებოდის სოფლიოჲსა რაჲსმე და წარმავალისა საქმისათჳს, ფრიად დაყენებულ არს და არა ბრძანებულ, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს, ხოლო საღმრთოჲ იგი მწუხარებაჲ სინანულსა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმს“. ამათ ესევითართა მგლოარეთა ჰნატრის უფალი, რამეთუ კეთილ არს ესეცა მცნებაჲ და ყოვლისავე სიბრძნისა მასწავლელ, რამეთუ უკუეთუ რომელნი იგლოვდიან სიკუდილისათჳს შვილისა საყუარელისა, ანუ ძმისა, ანუ სხჳსა ვისმე საყუარელისა თჳსისა, ჟამსა მას გლოჲსასა არცა გულისთქუმაჲ ჴორცთაჲ ჰმძლავრობს, არცა სიყუარული საფასეთაჲ, არცა დიდებისათჳს სოფლისაჲთა სწადის, არცა შურითა მოყუსისაჲთა შეიწუებიან, არცა სხუათა მათ ვნებათაგან წარიტყუენვიან ჟამსა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:3-12 — ნეტარებანი:

3. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. - წინ სწევს სიმდაბლეს, ვითარცა საფუძველს ცხოვრებისა, რამდენადაც ადამი ქედმაღლობის გამო დაეცა, ქრისტე ჩვენ სიმდაბლის გამო აღგვადგენს. ადამს ხომ იმედი ჰქონდა, რომ ღმერთი გახდებოდა. გლახაკნი სულითა - ესენი სულით შემუსრვილნი არიან.

4. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ. - ე. ი. ისინი, რომელნიც არა რაღაც ცხოვრებისეულს, არამედ ცოდვებს გლოვობენ. "მგლოვარენი"-ო ამბობს, ანუ არა ისინი, რომელთაც ერთხელ იგლოვეს, არამედ რომელნიც მარადის გლოვობენ და თანაც არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მახლობელთა ცოდვების გამოც. ისინი ხომ ნუგეშინისცემულნი აქვე არიან, რადგან, ვინც ცოდვათა გამო გლოვობს, სულით აქვე ხარობს და მით უმეტეს იხარებს იქ.

5. ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. -ზოგიერთი "ქვეყანაში" სულიერ ქვეყანას ანუ ზეცას გულისხმობს, მაგრამ შენ ეს ქვეყანაც იგულისხმე. რაკი საერთოდ მშვიდნი უგულვებელსაყოფად და არად ჩასაგდებად ითვლებიან, ამიტომაც ამბობს, რომ უპირატესნი არიან და ყველაფერი აქვთ. მაგრამ მშვიდს იმათ კი არ უწოდებს,...

სრულად ნახვა
განმარტება ანუ აღხსნა ცხრათა ნეტარებათა, თქმული ოსეთში, კუდრის ხეობაში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

წმიდასა ეკკლესიასა შინა ხშირად გვესმის ჩვენ, ძმანო, სიტყვანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, რომელთა შინა იგი უწოდებს ნეტარად გლახაკთა, მგლოვარეთა, მშივდთა, მოწყალეთა და აღუთქვამს მათ სასუფეველსა ღვთისასა, ანუ ნუგეშინის-ცემასა. ამ სიტყვებში მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ ცხრა ნეტარებასა, ანუ ცხრა სათნოებათა. მე მსურს აღგიხსნა თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, ეს სწავლა მისთვის, რომელ დიდად საჭირო არის, ყოველმან ქრისტიანემან იცოდეს და ახსოვდეს იგი.

პირველი ნეტარება არის შემდგომი: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ვინ არის, ძმანო, გლახაკნი სულით? თუ გინდა შეიტყო, ვის უწოდებს ესრედ მაცხოვარი, მოიგონე, ვის ვეძახით იმისთანა კაცს, რომელსაც თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც სახლი, არც კარი, არც ტანის-სამოსი, არც საჭმელი. არამედ ყველგან დადის და მოწყალებას ითხოვს და იმითი ცხოვრობს. აქედგან, სულიერი გლახაკი, ანუ გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 119-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ჭირი და სულიერი აღმასვლის დასაწყისი:

...ე სულით მიუახლოვდები.

ამის გამო ქრისტეც მგლოვიარეთ ნეტარად აცხადებს, ხოლო მოცინართ ვაის ეუბნება. ამის გამო ნეტარებათა დაწყებისას შესავალიც აქედან გააკეთა და თქვა: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.“ () ამიტომ, თუ გსურს ამ აღსავლებით ახვიდე, მოჰკვეთე ცხოვრების მოდუნებულობა და მოშვებულობა, თავი შრომატევადი ცხოვრების წესით შეკარი და მიწიერ საქმეებს განეშორე. ეს არის პირველი აღმასვლა. რადგან შეუძლებელია, შეუძლებელია, ერთდროულად კიბეზე ადიოდე და მიწას ეჭიდებოდე.

2. მზაკვარი ენა და ზენა იერუსალიმი

ხედავ, რაოდენ დიდია ცის სიმაღლე; იცი დროის სიმოკლე; იცი სიკვდილის ჟამის უცნობლობა. ამიტომ ნუღარ დააყოვნებ და ნურც გადადებ, არამედ დიდი მხურვალებით მოჰკიდე ხელი ამ გამგზავრებას, რათა ერთ დღეში ორი, სამი, ათი და ოციც კი საფეხური აიარო. „უფალო, იჴსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუარისაგან“ (...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სულის ცხონება სინანულის ცრემლებით:

..., მოისმინე, რას ამბობს ქრისტე: „მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (). მაგრამ აქ მტირალნი ასე არ იქნებიან; არამედ დიდ ნუგეშს მიიღებენ, რადგან ნათქვამია: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ“ (). „ხოლო ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი“ ().

ისმინონ მათ, ვისაც ვერცხლის სარეცლები აქვთ, როგორი იყო მეფის სარეცელი: არა ძვირფასი ქვებით შემკული, არა ოქროთი დაფარული, არამედ ცრემლებით დაბანილი. მისთვის ღამეები მოსვენების კი არა, გოდებისა და მოთქმის ღამეები იყო. რადგან დღისით მრავალი საზრუნავი ფანტავდა მას; ხოლო იმ დროს, რომელსაც ყველანი მოსვენების ჟამად აქცევენ, იგი აღსარების ჟამად აქცევდა და მაშინ უფრო მხურვალედ გოდებდა. რადგან ტირილი ყოველთვის კარგია, მაგრამ განსაკუთრებით ღამის ჟამს, როცა ამ საკვირველ სიამეს არავინ გაშორებს, არამედ მსურველს შეუძლია სრული თავისუფლ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ვითარმედ არა ჯერ-არს უზომოდ გლოვაჲ მკუდართა ზედა, რამეთუ ესე საქმჱ ურწმუნოთაჲ არს, და რაჲთა ვიქმოდით შესუენებულთათჳს მოწყალებასა:

...აღდგომისა სიტყუაჲ არა იციან, მეცნიერთა საქმესა იქმან; ხოლო რომელთა ვიცით აღდგომისათჳს, ესრეთ ვართ, ვითარმცა არა უწყოდეთ, და რომელთა ღმრთისა შიში არა აქუს, არამედ კაცობრივისა საქმისათჳს იქმან, ჩუენ მას ღმრთისა შიშისათჳს არა ვიქმთ. და არა ფრიადსა საშჯელსა ღირს ვართა? რამეთუ უფალი იტყჳს: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“, ; და მას გლოვასა არავინ იგლოვს თჳსისა სულისა ცხორებისათჳს, ხოლო ამას გლოვასა, რომელი არა ბრძანებულ არს ჩუენდა, ამას ვიგლოვთ.

არამედ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: და ვის ძალ-უც კაცსა არა ცრემლოვაჲ მამისა, ანუ შვილისა, ანუ ძმისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა რაჲსამე ესევითარისა? გარნა არა თუ მემცა ამას ვის ვაყენებდი, არა თუ ვიტყჳ, ვითარმედ არა ჯერ-არს, რაჲთა ელმოდის, არამედ უშუერებასა მას ვსძაგებ. არა ვარ ესრეთ მჴეცისა მსგავს, არცა ესრეთ ულმობელ, ვიცი, რამეთუ ბუნებაჲ იიძულების, და არა ეგების არაშეწუხებაჲ; რამე-თუ ესე ქრისტემან აჩუენა, ცრემლოვოდა რაჲ ლაზარეს ზედა, და შენცა უკუე ცრემლოვოდე, არამედ შიშითა ღმრთისაჲთა და მყუდროებით და პატიოსნებით. უკუეთუ ესრეთ სცრემლოოდი, არა ურწმუნოებისა სახე არს ესე, და არა ვითარცა ურწმუნოჲ აღდგომისაჲ იგლოვ, არამედ რამე-თუ ვერ იტჳრთავ განყოფასა მას; რამეთუ რაჟა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ:

...ი-იგი არცა ვის ხედავნ, არცა ვის განიკითხავნ, არცა სოფლისა საქმეთაგანი რაჲმე სწადინ, არამედ ზინ სენაკსა თჳსსა, და განძღომაჲ გოდებისაჲ მის არა არნ - გინა თუ თჳსთა ცოდვათათჳს, გინა თუ მოყუსისათა.

ამისთჳსცა უპირატეს ყოველთასა ამათ ჰნატრის უფალი და იტყჳს: „ნეტარ იყვნენ მგლოარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ“. არამედ მომიგებენ ვიეთნიმე, ვითარმედ: უკუეთუ ესე ესრეთ არს, რად იტყჳს პავლე მოციქული: „გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ“? უწყოდეთ უკუე, ვითარმედ ესევითართა ამათ ცრემლთა მიერ მომავალსა მას სიტკბოებასა სიხარულად სახელ-სდვა მოციქულმან. რამეთუ ვითარცა სიხარულსა მას სოფლისასა თანაშეერთებულად აქუს მწუხარებაჲ, და არა არს სოფელსა ამას შინა სიხარული, რომელსამცა არა შეერთვოდა მწუხარებაჲ, ეგრეთვე საღმრთოსა მას გლოვასა და ცრემლთა აქუს მადლი სიხარულისა მის სულიერისაჲ, რამეთუ აქავე მხიარულ-ჰყოფენ და ნუგეშინის-სცემენ სულსა და მერმესა მას საუკუნესა მოატყუებენ უოხჭნოსა მას და სამარადისოსა სიხარულსა.

ესე ცეცხლი აღეგზნა გულსა შინა მის მეძვისასა და ყო იგი უწმიდეს ქალწულთასა. რამეთუ განჴურდა რაჲ სინანულითა და აღეტყინა მის შორის სურვილი ქრისტესი, მირბიოდა მისა და დაალტვნა წმიდანი იგი ფერ-ჴნი მისნი ცრ...

სრულად ნახვა