მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 6:12

11. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს12. და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა,13. და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ. ამენ.
სახარებაჲ მათესი თავი 6
12. და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა,
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“ (6,12).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა გარდამატებული ესე კაცთმოყუარებაჲ? შემდგომად აჴოცისა ესოდენთა მათ ბოროტთაჲსა და მოცემისა ესევითართა მათ ნიჭთაჲსა უკუეთუ კუალად ვცოდოთ და შეუვრდეთ, შენდობასა ღირსგუყოფს.

დიდებაჲ მიუთხრობელსა მას მოწყალებასა და სიტკბოებასა მისსა! „ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა და სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“ ვინ უძლოს ღირსებით გულისჴმის-ყოფად და მიწთომად უფსკრულსა მას ძჳრუჴსენებლობისა მისისასა? არაარსისაგან არსად მომიყვანნა, პატივ-გუცა უფროჲს ყოველთა ხილულთა მათ დაბადებულ-თასა; არა შევიშუენეთ პატივი იგი, არამედ ნებსით ექსორია ვიქმნენით სა-შუებლისა მისგან ურჩებითა ჩუენითა და განვეშორენით სახიერსა მას დამბადებელსა ჩუენსა და ვჰმონეთ ბოროტსა მას და უკეთურსა მტერსა.

არა თავს-იდვა კაცთმოყუარემან მან მეუფემან ყოფაჲ ჩუენი ესრეთ დაცემასა მას და წარწყმედასა შინა, არამედ მოვიდა ქუეყანად ნებითა მამისაჲთა და ჴორცნი შეიმოსნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და ყოველივე განგებულებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ აღასრულა, ვიდრეღა სიკუდილი დაითმინა სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:9-13 — უფლის ლოცვა:

9. ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა.- სხვა არის აღთქმა და სხვა - ვედრება. აღთქმა არის დაპირება ღმრთის მიმართ, მაგალითად, როცა ვინმე უფალს ღვინისაგან, ან სხვა რაიმესაგან თავის შეკავებას აღუთქვამს, ვედრება კი - მისგან კეთილის გამოთხოვაა. ამბობს რა "მამა"-ს, გიჩვენებს შენ, რაოდენი სიკეთის ღირსი შეიქმენი, როცა ძე ღმრთისა გახდი, ხოლო სიტყვით ცათა შინა, შენ სამშობლო და მშობლიური სახლი გიჩვენა. უკეთუ გსურს მამად ღმერთი გყავდეს, მზერა ზეცისკენ წარმართე და არა მიწისკენ. შენ არ ამბობ: მამაო ჩემო, არამედმამაო ჩვენო, რადგანაც ყოველი კაცი, ვითარცა ძე ერთი მამისა, ძმად უნდა მიიჩნიო.

წმიდა იყავნ სახელი შენი. - ანუ ნმინდა გვყავ ჩვენ, რათა ჩვენით იდიდებოდე, რადგან ღმერთი, ისევე როგორც შეურაცხყოფილი, წმინდაც ჩემით იქნება, ან, რაც იგივეა, განდიდდება, ვითარცა წმინდა.

10. მოვედინ სუფევაჲ შენი. - იგულისხმება მეორედ მოსვლა, რადგან ადამიანი, რომელსაც სინდისი სუფთა აქვს, აღდგომისა და განკითხვის დღის დადგომისათვის ლოცულობს.

იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. - ამბობს: ვითარცა...

სრულად ნახვა
განმარტება ანუ აღხსნა უფლისა იესო ქრისტეს ლოცვისა, ესე იგი, მამაო ჩვენოისა, სამთა მოძღვრებათა შინა, თქმული აფხაზეთში ახლად მონათლულთა წინაშე
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი

ეს ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხშირად გესმის თქვენ ძმანო ქრისტიანენო, ყოველს წირვაზედ და ცისკარზედ. ამ ლოცვით დავიწყებთ ჩვენ ყოველთა სხვათა ლოცვათა, როგორადაც ეკკლესიაში, ეგრედვე ჩვენს საკუთარს სახლში. ეს ლოცვა არის უწმიდესი და უმაღლესი ყოველთა სხვათა ლოცვათა, მისთვის, რომელ იგი გვასწავა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან. მე მსურს განგიმარტო, ანუ აღგიხსნა თქვენ ეს ლოცვა. ოდეს კაცი იტყვის რომელსამე ლოცვასა, კარგად თუ არ ესმის აზრი მისი, უსარგებლო იქმნება მისთვის ის ლოცვა.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა.

ვის უწოდებთ ჩვენ, ძმანო, მამად ამ სიტყვებში? უწოდებთ ღმერთსა, რომელი არს ცათა შინა და ყოველსა ქვეყანასა ზედა. რისთვის უწოდებთ ჩვენ ღმერთსა მამად? ვინ მოგვცა ჩვენ ისრედი კადნიერება, რომ მამად უწოდოთ ღმერთსა? ღმერთი არის ყოვლად შემძლებელი და ყოველთა უმაღლესი, კაცი არის მიწა და ნაცარი; მაშასადამე ვინ მოგვცა ესრედი ღირსება, რომ ღმერთს უწოდებთ მამად? ეს ღირსება მოგვცა ჩვენ ძემან ღვთისამან, უფალმა იესო ქრისტემან. რა სახით? ესრედ, რომელ იგი იყო ძე ღვთისა და მერმედ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მგ: რაჲთა სულიერთა და არა სოფლისა საქმეთა ვითხოვდეთ ღმრთისაგან:

...ი ესე არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს“. ; ესე მცირე სიტყუაჲ თქუა ხილულისათჳს, და ესეცა სულიერი და წმიდაჲ. და მეყსეულად კუალად იტყჳს: „მოგჳტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევნეთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. ; არარაჲ დადვა დიდებისა ჴორციელისა, ანუ სიმდიდრისა, ანუ სხჳსა რაჲსამე თხოვაჲ, არამედ ყოველივე სულიერი და ზეცისაჲ. ვითარ უკუე არა უბადრუკება არს, უკუეთუ ვითხოვდეთ ღმრთისაგან, რაჲ-იგი მას უბრძანებიეს, რაჲთა დაღაცათუ გუაქუნდეს, და-ვე-უტეოთ? რამე-თუ ესე არს მრავალმეტყუელებაჲ ლოცვასა შინა, რაჟამს ჴორცთასა რას ვითხოვდეთ.

უკუეთუ კულა ვინ თქუას, თუ: ვითარ უკეთურნი განმდიდრდებიან? გულისხმა-ყავთ, ვითარმედ უკეთურთა არა თუ ღმერთი მისცემს სიმდიდრესა, არამედ თჳთ მოტაცებითა და ანგაჰრებითა მოიგებენ. და თუ სთქუა, ვითარმედ: რად შეუნდობს ღმერთი? გულისხმა-ყავთ, რამეთუ ღმერთმან მასცა მდიდარსა მიუშუა განმდიდრებად, რაჲთა უკე-თურებისა თჳსისათჳს უმეტესად დაისაჯოს. და მისთჳს აბრაჰამ ეტყოდა: „შვილო, მიგიღებიეს კეთილი შენი ცხორებასა შენსა“. არამედ რაჲთა არა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მ: ვითარმედ სრული სათნოებითა იგი არს, რომელი ყოველთა მცნებათა იქმოდის; და მოწყალებისათჳს:

...მონებისაგან ქრისტესისა განგუაშორებს, რამეთუ „შეუძლებელ არს მონებაჲ ღმრთისაჲ და მამონაჲსი“. ; რამეთუ ქრისტე გუამცნებს მოწყალებასა, ხოლო იგი - მტაცებლობასა; ქრისტე გჳბრძანებს, რაჲ-თა შეუნდობდეთ თანამდებთა ჩუენთა, ; ხოლო იგი, - რაჲთა რომელთა არა ევნოს, მათცა ვავნებდეთ; ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „მოწყალე იყავ“, ხოლო იგი იტყჳს: უწყალო იყავო და გულფიცხელ და ნურარად შეგირაცხიან ცრემლნი გლახაკთანი, - რაჲთა მას დღესა უწყალო იყოს უფალი ჩუენ ზედა, რამეთუ მაშინ ყოველი საქმჱ ჩუენი წინაშე თუალთა ჩუენთა წარმოგჳდგეს და ჩუენ მიერ ჭირვეულნი იგი და ძჳრხილულნი, და ყოველსა სიტყუასა ჩუენგან მიგჳღებდენ. რამეთუ უკუეთუ ლაზარეს არაჲ ჰვნებოდა მდიდრისაგან, არამედ ოდენ რამეთუ მოწყალებაჲ მის მიერ არა მიეღო, იყო შემასმენელ მისა და პირისა დამყოფელ, რაჲ ეყოს მათ, რომელნი გლახაკთასა მიიტაცებენ და ობოლთა აჭირვებენ და დააქცევენ? უკუეთუ რომელთა მშიერი გლახაკი არა გამოზარდეს, ესოდენსა ბოროტსა შთაცჳვეს, მაშა რომელთა უცხოთა მონაგები მოიტაცეს, იგინი რასაღა ღირს იქმნნენ? ანუ რაჲ ნუგე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლთ ძჳრისჴსენებისათჳს და მოწყალებისა:

...არამედ სიბრძნეცა. მოვიგოთ უკუე სიწრფოებასა თანა სიბრძნჱცა და განვიკითხვიდეთ აქავე თავთა ჩუენთა, რაჲთა არა სოფელსა თანა დავისაჯნეთ. და ესევითარნი ვიყვნეთ მოყუასთა მიმართ, ვითარ გუნებავს, რაჲთა იყოს ღმერთი ჩუენდა მომართ, რამეთუ ვიტყჳთ: „მოგჳტევენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. ; და ვიცი, ვითარმედ რაჟამს სული შეიწუხოს მეორისა მიერ, არა თავს-იდებს მას შეუწუხებელად და უტკივარად; არამედ უკუეთუ გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ არა შემაწუხებელსა მას, არამედ თავთა ჩუენთა უყოფთ კეთილსა, უკუეთუ არა განვრისხნეთ, ესრეთ შეუძლოთ გესლსა მას გულისწყრომისასა აღმოგდებად; რამეთუ რომელმან-იგი ასისა მის დრაჰკანისათჳს ტანჯა მოყუასი იგი თჳსი, არა თუ მას ავნო, არამედ თავი თჳსი ბევრეულისა მის ტალანტისა თანამდებ-ყო, რომელთაჲ პირველად შენდობაჲ მიეღო. რაჟამს უკუე სხუათა არა შეუნდოთ, თავთა ჩუენთა არა შეუნდობთ.

ნუმცა უკუე ღმერთსა ოდენ ვეტყჳთ მარადის, თუ: ნუ მოიჴსენებ ცოდვათა ჩუენთა, არამედ ჩუენთაცა თავთა ვჰრქუათ, ვითარმედ: ნუ მოიჴსენებ ცოდვათა მოყუსისათა, რომელნი ჩუენდა მომართ ქმნნეს, რამეთუ პირველად შენ დასწერ შჯულსა შენდობისასა, და ეგრეთ ღმერთი აღასრულებს მას; ესე იგი არს, ვითარმედ: უკ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთო“ (7,2).:

...კითხვიდეთ, განიკითხნეთო“ (7,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არა მას დასჯი, არამედ თავსა შენსა, და უსაშინელესსა განიმზადებ სასჯელსა; რამეთუ ვითარცა მოტევებასა მას ზედა ცოდვათასა ჩუენ მიერ განაწესა ყოფად დაწყებისა, რაჟამს გჳბრძანა თქუმად: „მომიტევენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევნეთ თანამდებთა მათ ჩუენთა“, ეგრეთვე საშჯელსა ამასცა შინა განკითხვისასა ჩუენ მიერ ბრძანა საზომისა განჩინებად: „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთო“, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არა ყუედრებაჲ ჯერ-არს და უწყალოდ შერისხვაჲ და ზედამისლვაჲ უგულისჴმოდ, არამედ სწავლაჲ სიმშჳდით და სიყუარულით; არცა ძჳრისსიტყუაჲ ჴამს, არამედ განზრახვისა კეთილისა წინაყოფად; არცა ანპარტავანებით შეურაცხ-ყოფაჲ, არამედ სიყუარულით განმართებაჲ; რამეთუ არა მას ავნებო ურიდად შეურაცხებითა მით და ბოროტისმეტყუელებითა, არამედ თავსა შენსა მძიმესა სასჯელსა შთააგდებ.

ჰხედავა, ვითარ ორნი ესე მცნებანი სუბუქნიცა არიან და დიდთა კე-თილთა მომატყუებელ მოქმედთა მათთა, ხოლო გარდამავალთა სასჯელისა დიდისა მიზეზ იქმნებიან? რამეთუ რომელმან მიუტევნეს ბრალნი მოყუსისანი, პირველ მისსა თავი თჳსი განუთავისუფლებიეს ბრალთაგან უშრომელად; და რომელი რიდობით და წყალობით გამოეძიებდეს ბრალთა მეორისათა, თავსა თ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“ (5,22).:

...სა შენსა დაეგო და ესრეთ შესწირო ლოცვაჲ შენი. რამეთუ ყოველივე ამისთჳს იქმნა, ამისთჳს ღმერთი განჴორციელდა, რაჲთა მტერობაჲ დაჰჴსნას და ჩუენ ერთობად მოგჳყვანნეს, და ყოველსა ადგილსა ამას გჳბრძანებს, ვითარცა-ესე აწ თქუა.

და კუალად ლოცვასა შინა იტყჳს ესრეთ: „მომიტევენო, ვითარცა ჩუენ მიუტეობთ თანამდებთა ჩუენთა“. მუნ შეწუხებულსა უბრძანებს მიტევებად მწუხარებისა მის, ხოლო აქა შემაწუხებელსა უბრძანებს მისლვად და დაგებად შეწუხებულისა, რაჲთა ორკერძოვე ქმნას მშჳდობაჲ ჭეშმარიტმან მან მშჳდობისმყოფელმან. და არა თქუა: უკუეთუ დიდ იყოს მწუხარებაჲ იგი, მაშინ მივედ და დაეგე, არამედ: „უკუეთუ მოგეჴსენოსო, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს“, რომელ-ესე მოასწავებს, ვითარმედ: და-ღაცათუ მცირე რაჲმე იყოს მწუხარებაჲ იგი და გულძჳრობაჲ, ჯერ-არს მისლვაჲ და დაგებაჲ ძმისაჲ. კუალად არა თქუა, თუ სამართლად ანუ უსამართლოდო, არამედ გინა თუ ესრეთ, გინა თუ ეგრეთ იყოს მკსინვარებაჲ იგი, დაგებაჲ თანაგუაც. რამეთუ დაღაცათუ სამართლად ვისამე მიმართ გულძჳრობაჲ გუაქუნდეს, არავე გუაქუს სიტყუაჲ თქუმად, ვითარმედ სამართლად გულძჳრად ვარ და არა მივიდე დაგებად. მოვიჴსენოთ, რამეთუ ქრისტეცა სამართლად მრისხვიდა ჩუენ, გარნა ეგრეთცა მოვიდა წყალობად ჩუენდა და ჩუენთჳს სიკუდილად მიეცა და არა გ...

სრულად ნახვა