...ასევე, თუ ცოლი ქმარს ლმობიერს ხედავს, მასთან მუდამ მყოფი დიდ სარგებელს იღებს, და შვილიც.
ამიტომ თითოეულს შეუძლია მოძღვარი გახდეს. რადგან ამბობს: „აღაშენებდით ურთიერთსა, ვითარცა-ეგე ჰყოფთცა.“ (). რამეთუ იხილე: სახლს ზარალი შეემთხვა? ცოლი შფოთავს, როგორც უფრო უძლური და ამქვეყნიურის მოყვარული? თუ კაცი სიბრძნისმოყვარეა და ზარალის აბუჩად ამგდები, მასაც ანუგეშებს და არწმუნებს, რომ ვაჟკაცურად იტვირთოს. მითხარი, მაშ, განა იგი ჩვენს სიტყვებზე ბევრად მეტად არ არგებს მას? რადგან თქმა ყველასთვის ადვილია, ხოლო გაკეთება, როცა საჭიროებაში ჩავდგებით, ფრიად ძნელია. ამიტომ ადამიანის ბუნება უფრო საქმეებით იწრთობა ხოლმე; და იმდენად დიდია სათნოების სიჭარბე, რომ ხშირად მონას მთელი სახლი, ბატონიანად, ურგია.
5.
რამეთუ არც უსაფუძვლოდ და არც უბრალოდ უბრძანებს მათ პავლე გამუდმებ...