მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 5:23

22. ნაჩქარევი ხელდასხმისგან თავი შეიკავე, ნუ გახდები სხვათა ცოდვების მოზიარე და წმიდად შეინახე თავი.23. ამიერიდან მარტო წყალს ნუკი სვამ, არამედ ცოტ-ცოტა ღვინოც იგემე; ეს მოუხდება შენს სტომაქსა და ესოდენ ხშირ სნეულებას.24. ზოგიერთი კაცის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და წინ მიუძღვიან სამსჯავროსაკენ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 5
23. ამიერიდან მარტო წყალს ნუკი სვამ, არამედ ცოტ-ცოტა ღვინოც იგემე; ეს მოუხდება შენს სტომაქსა და ესოდენ ხშირ სნეულებას.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნზ მარხვისათჳს და მომთრვალეთათჳს. რამეთუ მარხვაჲ და ლოცვაჲ კაცსა ანგელოზ-ჰყოფენ და ზეცისა მჴედრობათა მობაძავად გამოაჩინებენ:

...კურნებელად, არა სენთა აღმაორძინებელად; ჴორცთა განმაძლიერებელად, არა თუ ჴორცთა და სულისა დამჴსნელად. კეთილი ნიჭი მოგუანიჭა ღმერთმან, ხოლო ჩუენ უზომოებითა ვყავთ იგი შეურაცხ.

ისმინე, რასა ეტყჳს პავლე ტიმოთეს: „ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს“. ხოლო უკუეთუ ტიმოთე, კაცმან მან წმიდამან, უძლურებასა შინა ესოდენსა არა თავს-იდვა სუმაჲ ღჳნისაჲ, ვიდრემდე უბრძანა მოძღუარმან, რაჲ-მე სიტყუაჲ მიუგოთ ჩუენ ღმერთსა, რომელნი-ესე სიმრთელესა შინა ვითრვებით?

მას ეტყოდა მოციქული: „ღჳნოჲ მცირედ იჴმიე სტომაქისათჳს“, ხოლო თქუენ, მომთრვალეთა მაგათ, კაცად-კაცადსა გეტყჳს: ღჳნოჲ მცირედ იჴმიე, სიძვათათჳს, რომელთა შთაჰვარდები მთრვალობითა, გინებათათჳს საძაგელთა, რომელთა აღმოიტყჳ, რაჟამს ცნობასა მიჰჴდე, სხუათა მათ-თჳს ბილწთა გულისთქუმათა, რომელნი იშვებიან მთრვალობისაგან.

ღჳნოჲ სიხარულად მოგუეცა, ვითარცა იტყჳს: „ღჳნომან ახარის გულსა კაცისასა“, ხოლო თქუენ, მომთრვალენო, ესევითარი ესე საქმე მისი განჰრყუენით; რამეთუ ვითარიღა არს სიხარული იგი, ოდეს კაცმან გონებაჲ თჳსი წარიწყმიდოს და მიმოიჭრებოდის და ყოველივე გარემოსლვად უჩნდეს, და თუალნი მისნი ბნელ...

სრულად ნახვა