თარგმანი: მინდობილ ვარ სიმტკიცით თქუმად, ვითარმედ: არცა ერთი აღჳრი უჴმდა პავლეს დამაყენებელად ზუაობისაგან, გარნა რაჲთა არა სხუათა ვიეთგანმე შეირაცხოს იგი ზეშთა კაცთა ბუნებისად, ამისთჳს, არა (ვითარ ვიეთმე ჰგონეს) ეშმაკისა მიერი ტკივილი თავისაჲ მიშუებულ იყო მის ზედა, რომელსა-იგი სხუათაჲ ძალ-ედვა, არა ხოლო მიცემაჲ ეშმაკისაჲ სატანჯველად ჴორცთა, არამედ კუალად განთავისუფლებაჲცა, რამეთუ ოფლი ოდენ მისი მაოტებელ იყო სენთა და ვნებათა საეშმაკოთა, არამედ წინააღმდგომთა ქადაგებისა თჳსისათა უწოდს საწერტელ ჴორცთა, რამეთუ ანგელოზი ქადაგად გამოითარგმანების, ხოლო "სატან" ენითა ებრაელთაჲთა მჴდომსა სახელ-ედების. აწ უკუე, ქადაგ წინააღმდგომ და მჴდომ მოციქულისა ეწოდა ალექსანდრეს მჭედელსა, ჳმენეოსს და ფილიტოსს, რამეთუ ესრეთ წერილ არს წიგნსა შინა მეფეთასა, მესამესა თავსა, ვითარმედ: "დღეთა სოლომონისთა არა იყო სატან" (), ესე იგი არს მჴდომ და წინააღმდგომ. ეგრეთვე ქადაგ წინააღმდგომ მოციქულისა იყო ყოველი წინააღმდგომი, დამაყენებელი ქადაგებისა მისისაჲ, მდევნელნი, შემპყრობელნი, მცემელნი, რომელთა-იგი სატან უწოდს, ვითარცა...
2 კორინთელთა მიმართ 12:7
თარგმანი: ანგელოზი ქადაგად გამოითარგმანების, ხოლო სატანა წინააღმდგომად ითქუმის ებრაულითა ენითა, ვითარცა წერილ არს წიგნსა შინა მეფეთასა, ვითარმედ: "დღეთა სოლომონისთა არა იყო სატანა", ესე იგი არს, ვითარმედ არა იყო წინააღმდგომი, რომელიმცა ებრძოდა. ამას უკუე იტყჳს მოციქული, ვითარმედ არა ინება ღმერთმან, რაჲთამცა ქადაგებაჲ ესე ჩუენი უშრომელად წარემართა, რაჲთამცა ესრეთ დაამდაბლა გონებაჲ ჩუენი, არამედ მომცა "ანგელოზ სატანა", ესე იგი არს — ქადაგი წინააღმდგომი, ხოლო "ქადაგად წინააღმდგომად" ალექსანდრეს მჭედელსა და იმენეოსს და ფილიტოსს, რომელნი-იგი იტყოდეს თუ: აღდგომაჲ აწვე ქმნილ არსო, და წინა-აღუდგებოდეს მოციქულსა.
...ო? რათა, თუნდაც ახლა დიდი და სათნო კაცები სნეულნი ვიხილოთ, საცდურში არ ჩავვარდეთ; რადგან ისიც სასარგებლოდ მოხდა. რადგან თუ პავლესაც მიეცა „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო“ (), რათა არ აღემაღლებინა თავი, ბევრად უფრო ტიმოთეს სჭირდებოდა ეს; რადგან ნიშნები საკმარისი იყო, რომ კაცი უგუნურებამდე აეყვანა. ამიტომ ტოვებს მას მკურნალობის წესს დამორჩილებულს, რათა თვითონაც ზომიერებაში იყოს, სხვებიც საცდურში არ ჩავარდნენ და ისწავლონ, რომ ისინიც ჩვენი ბუნებისანი იყვნენ და სწორედ ასე აღასრულებდნენ იმას, რასაც აღასრულებდნენ. მე კი მგონია, რომ იგი სხვაფრივაც სნეული იყო, და ამას აჩვენებს, როცა ამბობს: „ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს“ (), ანუ როგორც შენი სტომაქის, ისე სხვა ასოთა გამო. მაგრამ ამის გამო არ შეეფერებოდა, რომ ღვინით თავშეუკავებლად გაძღომოდა, არამედ მხოლოდ იმდენად ეხმარა, რამდენი...
...ავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“** (). ახლა კვლავ ნეტარ პავლესაც მოუსმინე, რომელიც ამბობს: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო“ ().
მაგრამ, ამბობს, აქ საუბარია თავმდაბლობაზე. არამც და არამც, ეს ასე არ არის: მას საწერტელი იმისთვის არ მისცემია, რომ თავმდაბალი ყოფილიყო, და არც მხოლოდ თავმდაბლობის გამო თქვა ეს, არამედ სხვა მიზეზთა გამოც. მაშ, იხილე, როგორ ამართლებს ღმერთი თავის განგებას: მას არ ეუბნება: „კმა არს შენდა მადლი ჩემი“ (), რათა არ ამაღლდე, არამედ რას ამბობს? ამბობს: „რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (). ამრიგად, ორი რამ ერთად ხდებოდა: მოვლენები ცხადად ჩნდებოდა და ყოველივე ღმერთს მიეწერებოდა. ამიტომ...
... რამეთუ, როგორც დევნათა მოხდენასაც უშვებს, ასევე უშვებს, რომ მათ მრავალი რამ არ იცოდნენ, რათა სიმდაბლეში დარჩნენ. ამიტომაც პავლე ამბობდა: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო" (); და კიდევ, რათა სხვებსაც დიდი რამ არ წარმოედგინათ მის შესახებ. რადგან, თუ სასწაულების გამო ისინი ღმერთებად შერაცხეს, მით უფრო შერაცხავდნენ, თუკი განუწყვეტლივ ყოველივეს მცოდნედ დარჩებოდნენ. ამას კვლავ თვითონაც ამბობს: „ნუ ვინმე ჩემდა შეჰრაცხოს, რომლისათჳს-ესე მხედავს მე გინა თუ ესმის რაჲმე ჩემგან" (). და კვლავ, მოისმინე პეტრე, როცა კოჭლი განკურნა: „ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?" (). ხოლო თუ, მაშინაც კი, როცა ისინი ამას ამბობდნენ და ასე იქცეოდნენ, მცირედთა და უმნიშვნელოთაგანაც ასეთი...
...მეტყუელი იტყჳს: „კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე“; და თავადი მოწაფეთა ეტყოდა: „სოფელსა შინა ჭირი გაქუნდეს“; და პავლე იტყჳს: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ, ანგელოზი მჴდომი, რაჲთა დამქენჯნიდეს მე“. ამისთჳსცა ევედრა განყენებად მისგან ჭირი იგი განსაცდელთაჲ და არა მიემთხჳა თხოასა მას, რამეთუ დიდად სარგებელ ეყოფოდა, ვითარცა ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“. უძლურებად თქუა ჭირი იგი განსაცდელთა და წინააღმდგომთაჲ, რომელთაცა საქენჯნელად უწოდა.
ხოლო დავითის ცხორებაჲ უკუეთუ ვაჴსენოთ, ვპოოთ იგი განსაცდელთა შინა განბრწყინვებული და სხუანი იგი მსგავსნი მისნი. ესრეთ განბრწყინდა იობ, ესრეთ მძლედ გამოჩნდა იოსებ, ესრეთ აღასრულა ცხორებაჲ თჳსი იაკობ და თავადმანცა აბრაჰამ. და სხუანი ყოველნივე, რომელნიცა განბრწყინდეს სიწმიდითა და გჳრგჳნნი ძლევისანი მიიხუნეს, ჭირთა და განსაცდელთა მიერ წარემართნეს და რჩეულ იქმნეს უფლისა.
აწ უკუე ჩუენცა ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ, და ოდეს განსაცდელი რაჲ მოიწიოს, ნუ სულმოკლე ვიქმნებით და ვისწრაფით განგდებად ჩუენგან სარგებელი...