1.მაშ, ილოცეთ, ძმანო, ჩვენთვის, რათა სიტყვა ღვთისა განავრცოს და იდიდოს, როგორც თქვენს შორის,2.რათა განვერიდოთ უწესო და უკეთურ ხალხს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა.3.მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისაგან.4.ხოლო ჩვენ გენდობით უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც აღასრულებთ, რასაც გამცნობთ.5.უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულისა და ქრისტეს მოთმინებისკენ.6.ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ.7.რადგანაც თქვენ თვითონ იცით, თუ როგორ უნდა მოგვბაძოთ, ვინაიდან უწესოდ როდი ვიქცეოდით თქვენს შორის.8.არავის პური არ გვიჭამია მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით რომელიმე თქვენგანს.9.იმიტომ კი არა, რომ ამის უფლება არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ მისაბაძ ნიმუშად დაგვესახა თქვენთვის თავი.10.ვინაიდან თქვენთან ყოფნისას ამას გისახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს.11.მაგრამ გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს.12.ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.13.თქვენ კი, ძმანო, ნუ მოგბეზრდებათ სიკეთის ქმნა.14.ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნეს.15.მაგრამ მტრად კი ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.16.თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.17.მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით, რაც ყველა ჩემი წერილის ნიშანია: მე ასე ვწერ.18.ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
...მაგრამ ჯანმრთელობაც თავისთავად კეთილი არ არის, თუ ვინმე მას სათანადოდ კი არ გამოიყენებს, არამედ ბოროტი საქმისთვის ან უგუნური უსაქმურობისთვის; რადგან ესეც პასუხისმგებლობისგან თავისუფალი არ არის. ამიტომ პავლეც ამბობდა: „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ“ ().მაგრამ ეს ყველაფერი საშუალო საგნებია და მათი მომხმარებლების მიხედვით ხან ერთი ხდება, ხან მეორე.
და რა საჭიროა ჯანმრთელობაზე, სნეულებაზე, სიმდიდრესა და სიღარიბეზე ლაპარაკი?რადგან თვით სიცოცხლე და სიკვდილი, რომელთაგან სიცოცხლე მრავალს სიკეთეთა უმთავრესად ეჩვენება, სიკვდილი კი ბოროტებათა მწვერვალად, თავისთავად არც ესენი არიან ასეთნი; ისინიც საშუალო საგნებს ეკუთვნიან და თითოეული მათგანი მომხმარებელთა განწყობის მიხედვით ხდება ერთიც და მეორეც.აი, რას ვამბობ: ცოცხლად ყოფნა კეთილია მაშინ, როცა ვინმე მას სათანადოდ იყენებს; მაგრამ როცა მას ცოდვებისა და ურჯულოებებისთვის იყენებენ, იგი უკვე კეთილი აღარ არის; ასეთი ადამიანისთვის სიკვდილი სჯობს.და კვ...
2 თესალონიკელთა მიმართ 3:102 თესალონიკელთა მიმართ 3:13
სწავლაჲ ლე მოწყალებისათჳს:
...ან ასწავა კაცთა; არამედ გევედრები, რაჲთა არა უწყალო ვიყვნეთ და ულმობელ, რამეთუ არა ბრძანებულ არს შენდა, მორწმუნეო, განკითხვაჲ უქმთა და მოქმედთაჲ, არამედ დაუყენებელად ყოფად წყალობისა. ისმინე პავლესი, რომელმან მრავალი ბრალობაჲ თქუა უქმობისაჲ და განაწესა, ვითარმედ: „რომელსა არა უნდეს საქმის, ნუცა ჭამნ“, ვითარი ხოლო შეუდგინა სიტყუაჲ: „ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის-ყოფაჲო“. არა შენ გიბრძანა, თუ: რომელი გლახაკი არა იქმოდის, ნუ მისცემ პურსა, არამედ მას ეტყჳს საქმისა ქმნად, ხოლო შენ გეტყჳს: „ნუ გეწყინებისო კეთილისა ყოფაჲ“.
გარნა შენ ფრიად გეწყინების; უკუეთუ სადმე მიგეპყრას პური ანუ დანგი ერთი და კუალად მოვიდის თხოად ჭირვეული იგი, მეყსეულად აყუედრი: არა გუშინ მოხუედო და წარიღე? რაჲ არს სიტყუაჲ ესე, უბადრუკო? უკუეთუ გუშინ ანუ ძუღუან მიიღო, სხუაჲ არღარა ეჴმარებისა საზრდელი?
რად არა შენსაცა მუცელსა დაუწესებ წესსა ამას და ეტყჳ: გუშინ და ძუღან განსძეღ, აწ ნუღარა ეძიებ! არამედ იგი დღითი-დღე უმეტეს ზომისა ჭამითა განსთქდების, და გლახაკი გეწყინების, რომლისაჲ უმეტეს თანა-გედვა წყალობაჲ, რომელ-იგი დღითი-დღე, იძულებული შიმშილისაგან და ნაკლულევანებისა, მოგიჴდების და გევედრებ...
2 თესალონიკელთა მიმართ 3:172 თესალონიკელთა მიმართ 3:18
1. ცრუ ცნობები უფლის მოსვლის შესახებ:
...), და ამით ცრუ წინასწარმეტყველებს მინიშნებით გულისხმობს.
მაშ, საიდან შევიტყობთ? — ამბობს იგი.ამ დამატებით; სწორედ ამისთვის დაურთო: „კითხვაჲ ჩემითა ჴელითა პავლესითა, რომელ არს სასწაული ყოველსა წიგნსა; ესრეთ მივწერე:" ().„მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა." ()ამით იმას კი არ ამბობს, თითქოს თვით ეს იყოს ნიშანი — ამის მიბაძვა სხვებსაც შეეძლოთ; არამედ იმას ამბობს, რომ მისალმებას საკუთარი ხელით წერს. ასევეა ახლაც ჩვენთან: ხელმოწერით ცხადი ხდება, ვისგან არის წერილი.ხოლო ბოროტებებით ძლიერ შეჭირვებულებს ნუგეშს აძლევს: მათ აქებს როგორც აწმყო საქმეთა, ისე მომავალთა გამო; სასჯელისა და მათთვის გამზადებულ სიკეთეთა საზღაურის შეხსენებითაც აღძრავს. შემდეგ ამ საკითხს უფრო ცხადად განიხილავს: თვით დროს არ ამხელს, მაგრამ დროის ნიშანს, ანტიქრისტეს, აჩვენებს.რადგან სუსტი სული ყველაზე მეტად მაშინ რწმუნდება, როცა უბრალოდ კი არ ისმენს,...