1.ასე უთხრა უფალმა თავის ცხებულს, კიროსს, რომლის მარჯვენა მიჭირავს, რათა ხალხები დავამხო მის წინაშე და სარტყელი შევუხსნა მეფეებს, რათა კარიბჭენი გაიხსნას მის წინაშე და ჭიშკრები არ ჩაიკეტოს.2.მე წაგიძღვები და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ,3.მოგცემ წყვდიადის საგანძურებს და საიდუმლოდ დამარხულ სიმდიდრეს, რათა მიხვდე, რომ მე უფალი ვარ, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი.4.ჩემი მორჩილის, იაკობის, და ისრაელის, ჩემი რჩეულის, გულისათვის გიწოდებ სახელს და გნათლავ, თუმცა არ მიცნობ.5.მე უფალი ვარ და მეტი არავინაა, არ არის ღმერთი ჩემს გარდა. მე გარტყამ სარტყელს, თუმცა არ მიცნობ.6.რათა გაიგონ მზის აღმოსავლეთში და დასავლეთში, რომ არავინაა ჩემს გარდა, რომ მე ვარ უფალი და მეტი არავინაა.7.ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი.8.იწვეთოს მაღლიდან ზეცამ და ღრუბლებმა ასხურონ სიმართლე, გადაიხსნას მიწა და ხსნამ ინაყოფოს, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად! მე, უფალმა, შევქმენი ეს.9.ვაი თავის გამჩენთან მოდავეს, ერთ ნამსხვრევს თიხის ნამსხვრევთაგან! თუ უთქვამს თიხას თავის გამომსახველისთვის: რას აკეთებო? და შენს ქმნილებას არა აქვსო ხელები?10.ვაი მას, ვინც მამას ეუბნება: რისთვის გამაჩინეთ? და ქალს: რისთვის იტანჯეო?11.ასე ამბობს უფალი, ისრაელის წმიდა და მისი გამჩენი: შემეკითხებით ჩემი შვილების მომავალზე და ჩემ ხელთა ქმნილებაზე მიბრძანებთ რასმე?12.მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე, ჩემი ხელით გადავფინე ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე.13.მე აღვძარი ის სიმართლით და ყოველი მისი გზა გავასწორე; ის ააშენებს ჩემს ქალაქს და გაათავისუულებს ჩემს ტყვეებს უსასყიდლოდ და ძღვენის გარეშე, ამბობს ცაბაოთ უფალი.14.ასე ამბობს უფალი: ეგვიპტის ჭირნახული და ნავაჭრი ქუშისა და საბაელთა, ახოვან კაცთა, შენთან მოვა და შენი იქნება; შენ შეგიდგებიან, წამოვლენ ბორკილდასხმულნი და გეთაყვანებიან, ვედრებას დაგიწყებენ. ნამდვილად შენშია ღმერთი და სხვა ღვთაება არავინაა.15.ჭეშმარიტად, შენა ხარ ღმერთი დაფარული, ისრაელის ღმერთი, მაცხოვარი.16.შერცხვებიან და შეცბუნდებიან ყველანი, ერთიანად ჩაცვივდებიან სირცხვილში კერპთა მკეთებელნი.17.უფალი იხსნის ისრაელს საუკუნო ხსნით; არ შერცხვებიან და არ შეცბუნდებიან უკუნითი უკუნისამდე.18.რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა.19.საიდუმლოდ, ბნელი ქვეყნის ადგილზე, არ მილაპარაკნია; არ მითქვამს იაკობის მოდგმისათვის: ამაოდ მეძებთ-მეთქი. მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, სიწრფელეთა გამომცხადებელი.20.შეგროვდით და მოდით, ახლოს მოდექით ერთად, ხალხებიდან გადარჩენილნო! არაფერი ესმით თავიანთი ხის კერპების მტვირთველებს და იმ ღმერთის მლოცველთ, რომელსაც არ ძალუძს გადარჩენა.21.გამოაცხადეთ, მოდექით, მოითათბირეთ ერთმანეთში: ვინ გვასმინა ეს ძველთაგანვე, დიდი ხნის წინათ ვინ გამოაცხადა? ეს მე არ ვიყავი, უფალი? არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა; მართალი ღმერთი და მაცხოვარი ჩემს გარდა არავინაა.22.ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.23.ჩემი თავი მაქვს დაფიცებული, ჩემი პირიდან გამოვიდა სიმართლე და ჩემი სიტყვა არ გადაითქმის, რადგან ყოველი მუხლი ჩემს წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცავს.24.მხოლოდ უფალშია, იტყვიან ჩემზე, სიმართლე და ძალა. მასთან მივლენ და შერცხვებიან ყველანი, ვინც მასზე ჯავრობდნენ.25.უფალში გამართლდება და განდიდდება მთელი მოდგმა ისრაელისა.
„მე ვარ, რომელმან შევმზადე ნათელი და ვქმენ ბნელი. მე ვარ, რომელი ვიქმ მშჳდობასა და აღვაგებ ბოროტთა. მე ვარ უფალი ღმერთი, მოქმედი ამათ ყოველთა“ ().
1.
მართალია, ნათქვამი ცოტაა, მაგრამ წყარო თაფლზე ტკბილია, ისეთი თაფლისა, რომელიც გაძღომას არ იწვევს.ეს გრძნობადი თაფლი ენაზე ამთავრებს სიამოვნებას და ხრწნილებაში გადადის; ხოლო სწავლების თაფლი სინდისში ინახება, მუდმივ სიხარულს...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი“ (6,34).:
...ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ არს სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი არა უფალმან ქმნა?“ არა თუ ცოდვა-თათჳს იტყჳს, ტაცებათა და ანგაჰრებათა, არცა სხუასა რას ესევითარსა, არამედ ზეგარდმო მოვლინებულთა მათ წყლულებათა; და კუალად იტყჳს: „მე ვქმნი მშჳდობაჲ და მოვავლინი ბოროტი“, რამეთუ აქაცა არა თუ უკე-თურებასა მოასწავებს, - ნუ იყოფინ! - არამედ სიყმილთა და სიკუდილ-თა და სხუასა ესევითარსა, რომელი მრავალთა მიერ ბოროტად შერაცხილ არს. რამეთუ ბოროტისა სახელი ორკერძო არს: ერთი იგი არს ჭეშმარიტად ბოროტი, რომელ არს ცოდვაჲ და ურჩულოებაჲ, რომლისა მიზეზი არავინ არს სხუაჲ, გარნა ეშმაკი და ბოროტნი იგი ნებანი ჩუენნი; ხოლო მეორე იგი სახელი ბოროტისაჲ ითქუმის კაცთა მიერ ჭირთათჳს და განსაცდელ-თა, რომელ არიან: სიყმილი, სრვაჲ, სიკუდილი, სნეულებანი, უწჳმროებანი და სხუაჲ მსგავსი ამათი, რომელ-ესე არა ბუნებით ბოროტ არიან, არამედ სახელითა; ხოლო მოივლინებიან კაცთა ზედა საწურთელად უკეთურებისა მათისა, ანუ თუ სხჳთა რაჲთმე განგებულებითა; ვითარცა-იგი ხუთისა მის სამთავროჲსა ქურუმნი და მისანნი ზეგარდამო მოვლინებულსა მას გუემასა ბოროტად უწესდეს სალმობისა მისთჳს და ტკივილისა, მოწევნულისა მათ ზედა.
...ბისი ერისაგან ბარბაროზთასა“** (), „მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი“ (). და სხვაგანაც კვლავ ესაია ამბობს: „ღრუბელნი წთოდედ სიმართლესა“ (). რადგან წმინდანები, მარტოები, საკმარისნი არ არიან მეუფის ქებისთვის, ყველას იხმობენ, რათა გალობის თანამოზიარეებად მიიღონ.და ამას განსაკუთრებით ხშირად აკეთებს ეს მეფსალმუნე, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა“ (). და კვლავ: „ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა“ ().
ამით იგი კიდევ სხვა რამესაც ამტკიცებს. რა არის ეს? ის, რომ უგუნურთაგან არავინ იფიქროს, თითქოს ორი შემოქმედი არსებობდეს.რადგან ქმნილებანი განსხვავებულნი არიან და არსებით ერთმანეთისაგან დაშორებულნი: ერთი გრძნობადია, მეორე კი გონებით საწვდომი; ერთი ხილულია, მეორე კი უხილავი; ერთი სხეულებით არის სავსე, მეორე კი უს...
...დანაც, რაც იუდეველებთან არასოდეს მომხდარა; ხოლო თუ ზოგიერთნი ოდესმე მივიდნენ, მხოლოდ მცირერიცხოვანი მწირები იყვნენ, ისინიც დიდი შრომის შემდეგ, და არასოდეს „ხალხებად“ არ წოდებულან, არამედ „მწირებად“. რადგან ამბობს: „მწირნი შენ ზედა გარდაჴდენ და შენდა იყვნენ მონებ“ ()3.ხოლო თუ წინასწარმეტყველი მეტაფორას აგრძელებს და „მთას“ და „იაკობის ღმერთის სახლს“ უწოდებს, ნუ გაგიკვირდება.რადგან, როგორც უკვე ვთქვი, იგი წინასწარმეტყველებას ხან ოდნავ ხსნის, ხან კი კვლავ ჩრდილავს: პირველს იმისთვის აკეთებს, რომ უფრო გონიერთ ნათქვამის გაგების საბაბი მისცეს; მეორეს კი იმისთვის, რომ უგულისხმოთა უწესრიგო გაქანება შეაკავოს; და ამგვარად სიტყვას ყოველი მხრიდან მრავალფეროვნად აწყობს.
4.
თუ თქვა „ღმრთისა იაკობისსა“ (), ნუ აღშფოთდები, საყვარელო, რადგან ღმრთის მხოლოდშობილი ძეც იაკობის ღმერთი იყო.რადგან მანვე მისცა სჯული და...