1.იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:2.ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო?3.ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში!4.აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს.5.თუ კაცი მართალია და სამართლიანად და სიმართლით იქცევა,6.არ ჭამს მთებზე შეწირულს და ისრაელის კერპებს თვალს არ აპყრობს, მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს და თავის მირეულ ცოლს არ ეკარება;7.არავის ჩაგრავს, მევალეს ვალს უბრუნებს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს;8.სარგებელში არ გასცემს და ვახშს არ იღებს, ხელს არიდებს უკეთურებას და მართალ სამართალს აჩენს კაცსა და კაცს შორის,9.ჩემი წესებით იქცევა, ჩემს სამართალს იცავს და მტკიცედ ასრულებს, ის არის მართალი კაცი და ჭეშმარიტად იცოცხლებს, ამბობს უფალი ღმერთი.10.რომ ეყოლოს მოძალადე შვილი, სისხლისმღვრელი, ან მსგავსი რამის ჩამდენი,11.არა საქმეში არ ბაძავდეს თავის მამას: ჭამდეს მთებზე შეწირულს, უპატიოჰყოფდეს თავისი მოყვასის ცოლს,12.ჩაგრავდეს ღარიბ-ღატაკს, მტაცებლობდეს, ვალს არ აბრუნებდეს, კერპებს თვალს აპყრობდეს, სისაძაგლეს სჩადიოდეს,13.სარგებელში გასცემდეს და ვახშს იღებდეს და ცოცხლობდეს? არ უნდა ცოცხლობდეს! ყველა ამ სისაძაგლის ჩამდენი სიკვდილით უნდა მოკვდეს; მის თავზე უნდა იყოს მისი სისხლი.14.აჰა, ეყოლა შვილი, რომელიც ხედავს მამის ყველა ცოდვას, რაც ჩაუდენია, ხედავს და ასე არ იქცევა.15.არ ჭამს მთებზე შეწირულს, ისრაელის სახლის კერპებს თვალს არ აპყრობს, თავისი მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს,16.არავის ჩაგრავს, გირაოს არ იხუთავს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს,17.ხელს არიდებს უკეთურებას, ვახშსა და სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს ასრულებს, ჩემი წესებით იქცევა, ეს არ მოკვდება თავისი მამის დანაშაულის გამო, ჭეშმარიტად იცოცხლებს!18.მამა თუ მძლავრობს, ძარცვავს მოძმეს და უკეთურს სჩადის თავის ხალხში, და აჰა, მოკვდება თავის დანაშაულში,19.თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს!20.ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება.21.თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება;22.არცერთი შეცოდება, რაც ჩაუდენია, არ გაუხსენდება; თავისი სიმართლით, როგორც იქცეოდა, იცოცხლებს.23.განა მსურს ბოროტეულის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს.24.თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ჩაიდენს უკეთურებას, ჩაიდენს ყველა სისაძაგლეს, რასაც ბოროტეული სჩადის, იცოცხლებს განა? ყოველი სიკეთე, რაც გაუკეთებია, არ გაუხსენდება; მისი ვერაგობის გამო, რაც ივერაგა, და ცოდვის გამო, რაც შესცოდა, ამათ გამო მოკვდება.25.თქვენ იტყვით: არ არის სწორიო გზა უფლისა. ისმინე, ისრაელის სახლო! ჩემი გზა არ არის სწორი? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის!26.თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და უკეთურებას ჩაიდენს, ამის გამო მოკვდება; იმ უკეთურების გამო კვდება, რასაც სჩადის.27.თუ ბოროტეული განუდგება თავის ბოროტებას, რაც ჩაუდენია, და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, თავად გაიცოცხლებს სულს.28.თუ შეიგნებს და შეინანებს თავის ყველა შეცოდებას, რაც ჩაუდენია, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება.29.ამბობს ისრაელის სახლი: არ არის სწორიო გზა უფლისა. ჩემი გზა არ არის სწორი, ისრაელის სახლო? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის!30.ამიტომ ყველას თავისი გზისაებრ განგსჯით, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი. შეინანეთ და მოიქეცით ყველა თქვენი შეცოდებისგან და აღარ გექცევათ დაბრკოლებად უკეთურება.31.მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რისთვის უნდა ამოწყდეთ, ისრაელის სახლო?32.რადგან არ მახარებს მე მოსაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, აბა, მოიქეცით და იცოცხლეთ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს
მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რადგან არ მახარებს მე მომაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, აბა მოიქეცით და იცოცხლეთ ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო შვილნო ივერიის სამოციქუღო მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).:
...ა ცოდა. რამეთუ ვი-თარცა ესე რაჲ თქუა, ვითარმედ: არცა ამისთა ცოდვათათჳს იშვა ბრმად, არცა მშობელთაჲსა, ეგრეთვე არს ყოველივე, და ამისთჳს ეზეკიელ იჭუსა მას განაქარვებს და იტყჳს: „ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, - არ-ღარა იყოს იგავი ესე, რომელი ითქუმის, ვითარმედ: მამათა ჭამეს კაწახი, და შვილთა კბილნი მოემუხნეს“. და მოსე იტყჳს: „არა მოკუდეს მამაჲ შვილისათჳს“. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის: ვითარ თქუმულ არს, თუ: „რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე“? არამედ ჩუენ ვიტყჳთ ამისთჳს, ვითარმედ ბრძანებაჲ არა ყოველთა ზედა არს, არამედ რომელთათჳსმე თქუმულ არს, რომელნი-იგი ეგჳპტით გამოვიდეს. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, რამეთუ: ვინაჲთგან ეგჳპტით გამოსრულნი იგი ესეოდენთა მათ სასწაულთა შემდგომად, რომელნი იქმნნეს მათთა მათ მშობელთა ზედა, იქმნნეს იგინი უბოროტჱს მათსა, რომელთა ყოვლადვე არა ეხილვა სასწაული, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რაჲ-იგი მოიწია მათ ზედა, იგივე მოიწიენ ამათ ზედაცა, რამეთუ იგივე საქმჱ ქმნეს. და რომელმან აღმოიკითხოს, ცნას ჭეშმარიტებით, ვითარმედ მათთჳს თქუმულ არს. ხოლო რაჲსათჳს ბრმად იშვა? ამისთჳს, „...
...მაგრამ ესენიც შესაძენია, დასაკარგიც, და აქვე დარჩება. ან მტერთაგან შეთქმულებანი და ცილისწამებანი?მაგრამ ამით ჩვენ კი არ გვევნო, არამედ მათ, რომლებმაც ეს ჩაიდინეს; რადგან ამბობს: „ასული მცოდველი იგი მოკუდეს" ().
ცოდვა ჩაიდინა არა ბოროტის დამთმენმა, არამედ ბოროტის მოქმედმა.ამიტომ მკვდრად ქცეულს კი არ უნდა მიუზღო, არამედ მისთვის უნდა ილოცო, რათა იგი სიკვდილისაგან დაიხსნას.განა არ ხედავთ ფუტკარს, რომ ნესტრით დაკბენისას თვითონვე კვდება?იმ არსების საშუალებით ღმერთი გვასწავლის, არ დავამწუხროთ მოყვასნი; რადგან სიკვდილს პირველნი ჩვენ თვითონ ვიღებთ.რადგან მათ, ვისაც ვურტყამთ, ალბათ მცირე ხნით ვამწუხრებთ; ჩვენ კი ვეღარ ვიცოცხლებთ, ისევე როგორც ის არსებაც.თუმცა წერილი მას აქებს და ამბობს: **„ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ არს და ნაშრომი იგი მისი ვითარ კეთილად ქმნის, რომლისა ნაშრომსა მეფენი და გლახაკ...
6. ქანაანის წყევლა და მონობის წარმოშობა (9:24-25):
...დვებისთვის ისჯება, ამას წინასწარმეტყველები ბევრ ადგილას ამბობენ. მაგალითად, ამბობენ: «მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს» (); კიდევ: «ასული მცოდველი იგი მოკუდეს: ძემან არა მოიღოს სიცრუე მამისა მისისაჲ, არცა მამამან მოიღოს სიცრუჱ ძისა მისისაჲ» (), და კიდევ: «ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილისა წილ, ნუცა შვილი მამისა წილ, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუედინ» (). ამრიგად, გთხოვთ, თქვენგან არავინ, საღვთო წერილის მიზნის არმცოდნემ, ნუ გაბედავს მასში დაწერილის საყვედურს, არამედ მადლიერებით მიიღეთ მისი სიტყვები, საღვთო წერილის ზედმიწევნითობას განცვიფრებით შეხედეთ და იმაზე იფიქრეთ, რა დიდი ბოროტებაა ცოდვა. აი, მართლაც, ძმა, ერთი დედისგან შობილი, ერთი მუცლიდან მოსული, ცოდვამ მონად აქცია და, თავისუფლება რომ წაართვა, დამორჩილებამდე მიიყვანა. აქედან დაიწყო მონობა. მანამდე ადამიანებს შორის არ იყო ასეთი განაზებულობა და ასეთი ფუფუნება, რომ ერთს სხვის მომსახურება სჭირდებოდა, არამედ ყველა თავს ემსახურებოდა, ყველა თანასწორ პატივში იყო და არანაირი უთანასწორობა არ არსებობდა. ხოლო, როცა ცოდვა გამოჩნდა, მან თავისუფლება დაარღვია, ბუნების...