1.თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:2.მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.3.არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები.4.არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.5.არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.6.ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის.7.არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი.8.გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი.9.ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები;10.მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს.11.რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.12.პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.13.არა კლა.14.არ იმრუშო.15.არ იქურდო.16.არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ.17.არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან.18.ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა.19.უთხრეს მოსეს: შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.20.უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ.21.მოშორებით იდგა ხალხი, ხოლო მოსე მიადგა ნისლს, სადაც ღმერთი იყო.22.უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: თქვენ დაინახეთ, როგორ გელაპარაკებოდათ ციდან.23.ნუ გაიკეთებთ ვერცხლისა და ოქროს კერპებს.24.მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა. ყოველ ადგილას, სადაც კი დავთქვამ ჩემი სახელის ხსენებას, გამოგეცხადები და დაგლოცავ.25.თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისაგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა კვერს, წაიბილწება იგი.26.საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.
ვინც დაუკვირდება ცხოვრებასა და ზნეობასა აწინდელთა ქრისტიანეთასა, ის დაინახავს, რომელ, თუმცა, ღვთის მადლით და შეწევნით, არა მცირედნი მათ შორის არიან დიახ ღვთის მოყვარენი, და ცდილობენ აღსრულებას მცნებათა ღვთისათა. გარნა უმრავლესნი მათგანნი ერიდებიან მხოლოდ დიდ-დიდთა სულის მომაკვდინებელთა ცოდვათა. ხოლო, სამწუხაროდ, სრულიად არ ერიდებიან ისრეთთა ცოდვათა, რომელნი მათ, შეცდომით მიაჩნიათ მცირე ცოდვად. მაგალითებრ, ურიცხვნი არიან აწინდელთა ქრისტიანეთა შორის,...
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! როდესაც კვირა დღეს მოვდივარ საღვთო ლიტურღიის შესასრულებლად წმიდასა ამას ეკლესიასა შინა, და გაუსწორდები ეკლესიის შესავალ კარებს, მაშინ გავიხედავ მარცხნივ, საიდანაც ისმის უშვერი ყვირილი მოვაჭრეთა, ათასობით სხვა და სხვა სოფლებიდგან მოსულთა და აქაურთა მცხოვრებთაცა, რომელთა დაუვიწყნიათ ზემო მოყვანილი მეოთხე მცნება: წმინდა ჰყავ დღ იგი, და რომელნი შეაგინებენ მეშვიდესა ამას წმინდასა დღესა ღვთისასა. სამწუხარო არის ამის...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა მოიწიოსო თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელის მართლისაჲთ ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარაქიაჲსა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. ამენ გეტყჳ თქუენ: მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა“ (23,35-36).:
...ათ შჳდგზის“. რაჲსათჳს-მე? არა თუ მან ძმაჲ მოკლა, არამედ ამისთჳს, რომელ პირქმნულისა მისგან სახისა არა შეშინდა. და ესე არს, რომელსა იტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „მივაგნეო ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავად მოძულეთა ჩემთა“. არა თუ რომელ-იგი სხუათა ცოდეს, მისთჳს სხუათამცა მიჰჴადა სასჯელი. ნუ იყოფინ! არამედ რომელთაიგი იხილნეს მრავალნი ცოდვათათჳს ტანჯულნი და არა შეიკდიმეს, არამედ მათვე საქმეთა მოქმედ იქმნეს, ღირს არიან მათისა მის სასჯელისა და უძჳრესისაცა მიღებად. ეგრეთვე ამათ ვინაჲთგან იცოდეს, თუ აბელისითგან ვიდრე აქამომდე რაოდენნი რისხვანი მოიწინეს კაცისმკლველთა ზედა, და თჳსითა პირითა წამებდეს: „უკუეთუმცა ვიყვენითო დღეთა მათ მამათა ჩუენთა, არამცა ვიყვენითო მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელ-თაჲსა“; და მერმე იქმნეს იგინი მკლველ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა და სხუათა მათ მოციქულთა და მართალთა მომწყუედელ, სამართლად სწორი სასჯელისა პირველითგანთა სისხლის დათხევათაჲთა მოიწიოს მათ ზედა.
და იხილე, ვითარ ჯეროანსა ადგილსა აჴსენა აბელი, რაჲთა უჩუენოს, ვითარცა იგი შურით მოიკლა, ეგრეთვე ესენი შურითა ეძიებდეს მოკლვად უფლისა. ჵ უღმრთონო, რაჲ-მე სთქუათ, რა...
განა ამას არ ამბობს და განა არ უსმენენ?ღმერთი კი საპირისპიროს ამბობს: იყავი ყველას მეგობარი, იყავი შემწყნარებელი, ყველასგან საყვარელი; ნურავის შეეჯახები ტყუილად და ამაოდ; „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ (); კეთილი დიდებით ისარგებლე; იყავი არა ადამიანი, არამედ ანგელოზი; ნურაფერს იტყვი უსირცხვილოს, ნურაფერს ცრუს, და ნურც გაიფიქრებ; შეეწიე გაჭირვებულებს; მტაცებლობით თავს დავიდარაბაში ნუ ჩაიგდებ; ნუ იქნები შეურაცხმყოფელი და კადნიერი; და არავინაა მსმენელი.განა გეენია სამართლიანი არ არის?განა შესაფერისი არ არის ცეცხლი?დაუსრულებელი მატლიც?როდემდე ვუბიძგებთ საკუთარ თავს უფსკრულებისკენ?როდემდე დავდივართ ეკლებზე?როდემდე ვიხვრეტთ თავს ლურსმნებით და მადლობელნიც ვართ?სასტიკ ტირანებს ვემორჩილებით, ნაზ მეუფეს კი უარვყოფთ - მას, ვინც არაფერს ამბობს მძიმე, არც ბარბაროსულს, არც...
.... «და შიშლოებაჲ მამისა მათისა», ნათქვამია, «არა იხილეს». შეხედე, როგორ ასრულებდნენ ისინი ასეთ ძველ დროში, მხოლოდ ბუნებრივი კანონის ხელმძღვანელობით, უკვე იმას, რაც შემდეგ კანონში იქნა დადგენილი კაცობრიობის სასწავლებლად. კანონი ამბობდა: «პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა» (), და კიდევ: «ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს» (); ხოლო ისინი ამას საქმით უკვე ასრულებდნენ. ხედავ, როგორ ჰქონდა ბუნებას უკვე ადრე (კანონამდე) საკმარისი მოძღვარი (სათნოებისა)?
«და განიფრთხო», ამბობს წერილი, «ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან» (). «განიფრთხო», ნათქვამია. მოისმინონ მთელ დროს ნადიმებში გამტარებელთ, რარიგ დიდია ზიანი სიმთვრალისგან, და ივლტოდნენ ამ ჭუჭყისგან. «განიფრთხო», ნათქვამია. რას ნიშნავს «განიფრთხო»? რასაც ჩვეულებრივ ვამბობთ ეშმაკეულთა შესახებ, როცა გონს მოვლენ, კერძოდ, რომ ესა თუ ის გამოფხიზლდა და ეშმაკის ძალაუფლებისგან განთავისუფლდა, იგივე თქვა აქ წერილმა. მართლაც, სიმთვრალე ნებაყოფლობითი ეშმაკია, რომელიც ნამდვილ ეშმაკზე უარესად აბინდებს გ...