თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ყოვლით კერძო ისწრაფა, რაჲთა მიზეზი მოუწყჳდოს? და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მამამან მომავლინა“, რაჲთა არღარა აქუნდეს სიტყუაჲ. ხოლო ვის იტყჳს, თუ: „თჳსითა სახელითა მოვიდეს“? ანტესა მოასწავებს აქა და გამოაჩინებს გარდამატებულსა მათსა უგულისხმოებასა. რამეთუ უკუეთუმცა ღმრთისა სიყუარულისათჳს მდევნიდით, არა უფროჲსად ანტისა ჯერ-იყოა დევნაჲ? რამეთუ მან ესევითარი არარაჲ თქუას, არცა თუ მამისა მიერ მოვლინებაჲ, არამედ ყოველი წინააღმდგომი, და მძლავრებით მისა მიიტაცებდეს და ყოვლითურთ ღმრთად იტყოდის თავსა თჳსსა. რამეთუ ესე არს სახელი-თა თჳსითა მოსლვაჲ. ხოლო მე არა ესრეთ, არამედ სახელითა მამისაჲთა მოვედ. და ვინაჲთგან რომელი იტყოდა ღმრთისა მიერ მოვლინებულად, არა შეიწყნარეს, ხოლო რომელსა ეგულების სახელითა თჳსითა მოსლვაჲ და თქუმაჲ, ვითარმედ: მე ვარ ღმერთი, მისი ეგულების თაყუანის-ცემაჲ, ესე სასწაული არს, ვითარმედ შურითა და სიძულილითა ღმრთისაჲთა სდევნიდეს მას. ამისთჳს ესე ორნი მიზეზნი დასხნა სიტყუათა თჳსთანი: ერთად, მათი ცხორებაჲ, „რაჲთა თქუენ სცხოვნდეთო“, და „რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს“. და ვინაჲთგან ეგულებოდა მისი კიცხევაჲ,...
იოანეს სახარება 5:43
...ვნება მოწმობაა, ამბობს. რამეთუ მამის ჭეშმარიტების დასამოწმებლად მოვიდა, ამბობს, და დაიკლა. ამიტომ არა მხოლოდ მამა ამოწმებს მას, არამედ თვითონაც ამოწმებს მამას. „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა“ (), ამბობს; და კვლავ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (); და კვლავ: „რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“ (); და კვლავ: „სულ არს ღმერთი“ (). მაშ, სიკვდილამდე იმოწმა. ხოლო „ჟამთა თჳსთა“ (), ეს ნიშნავს: შესაფერ დროზე. „რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, - ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი, - მოძღუარი წარმართთაჲ სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა“ ().
3.
რადგან ქრისტემ წარმართთათვის ივნო და მე წარმართთა მოძღვრად განვწე...
...ქრისტე ამბობდა, რომ მამისაგან არის მოვლენილი, ხოლო ეს ანტიქრისტე — საპირისპიროდ. ამიტომ ამბობდა ქრისტე: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ." (). „მაგრამ ნიშნები ვიხილეთო", — იტყვის ვინმე. მაგრამ ქრისტეს დროსაც ბევრი და დიდი ნიშნები აღსრულდა. მაშასადამე, მით უფრო მას უნდა გერწმუნათ. თუმცა ამის ანტიქრისტეს შესახებ ბევრი წინასწარ ითქვა: რომ ურჯულოა, რომ წარწყმედის ძეა, რომ მისი მოსვლა ეშმაკის შეწევნით ხდება; ხოლო მის ქრისტეს შესახებ — საპირისპირო: რომ მაცხოვარია, რომ ურიცხვ სიკეთეს გვიძღვნის. **„რამეთუ ვინაჲთგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი, ამისათჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს მათ ტყუვი...
...ამალული, არამედ ყველგან ბრწყინვალე; მომცნობი არ სჭირდება, ისე ბრწყინვალეა, როგორც ელვასაც არ სჭირდება მომცნობი. ანტიქრისტეს შესახებაც სადღაც თქვა, როცა ამბობდა: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ." (). ერთმანეთზე მიყოლილ და გამოუთქმელ უბედურებებსაც ამის საბუთად ამბობდა; და იმასაც, რომ „ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი" (). მაშინ თესალონიკელნი ამაზე იბნეოდნენ, ხოლო ჩვენთვის მათი დაბნეულობა სასარგებლო გახდა; რადგან ეს არა მხოლოდ მათთვის, არამედ ჩვენთვისაც სასარგებლოა, რათა ბავშვური ზღაპრებისა და დედაბრული ბოდვებისგან გავთავისუფლდეთ.
ნუთუ ხშირად არ გსმენიათ, როცა ბავშვები იყავით, როგორ ამბობდნენ ზოგიერნი ბევრს ანტიქრისტეს სახელის შესახებ და მუხლების მოდრეკის შესახებ? რადგან მაშინ, როცა ჩვენი გონებანი ჯერ კიდევ რბილია, ეშმაკი ამას შიგნით თესავს, რათა ეს შეხედულება ჩვენთან ერთად გაიზარდოს და შეძლოს ჩვენი ცდუნება....
...ის სიტყჳსასა. ამისთჳს ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიხილეთ და არა გრწამს“ (6,36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ხილვად უწოდა, ერთად, სასწაულთა მათ, რომელნი ქმნნა წინაშე მათსა, და მეორედ, წამებასა მას წერილთასა, რამეთუ იგინი არიანო, რომელნი წამებენ ჩემთჳს, და ვითარმედ: „მოვედ სახელითა მამისაჲთა, და არა შემიწყნარებთ მე“. „ვითარ შეუძლოთ რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ?“
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (6,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ ყოველსავე იქმს ცხოვნებად მათა, რამეთუ ამისთჳს შესძინა ესე სიტყუაჲ, რაჲთა არა შეირაცხოს ამაოჲსა მეტყუელად. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყჳს, თუ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს“, და ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“? (შდრ. იოან. 6, 39,40,44,54) რამეთუ რაჲსათჳს ზოგადსა მას ყოველთა აღდგომასა, რომელსა უშჯულონიცა მიიღებენ, ვითარცა დიდსა რასმე ნიჭსა, აჴსენებს მიცემად მორწმუნეთა მისთა? ამისთჳს, რამეთუ არა ესრეთ ლიტონსა აღდგომასა აჴსენებს, არამედ ესევითარსა აღდგომასა. რამეთუ პირველ თქუა, ვითარმედ: „არა განვაძო იგი“, და...