...ნავს, შემდეგი დამატება ცხადყოფს: „და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა“ (). ამასვე ითხოვს იობიც: თუმცა მასზე წერია „იყო კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა“ (), იგი ამბობს: „იყო ხოლო თუმცა ვინ შუამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შორის ჩუენსა“ (); ხოლო როცა ღმერთი გამოეცხადა, იობმა თქვა: „ჴელი დავიდვა პირსა ჩემსა“ (), მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი პაექრობაში იწვევდა და ეუბნებოდა: „ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი“ (). იუდეველებსაც ამას საყვედურობს, როცა ამბობს: „რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ?“ () და „მთავართა თქუენთა იუსჯულოეს ჩემდამო“ (). ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ უფრო მძიმე განაჩენი კი არ გამოიტანოს, არამედ საკუთარი ცოდვების გაც...