1.თავის მოწაფეებსაც უთხრა: იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მოურავი, რომელიც დააბეზღეს მის წინაშე, შენს ქონებას ანიავებსო.2.მოიხმო იგი და უთხრა: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამოურაოს ანგარიში, რადგანაც ამიერიდან აღარ გიწერია მოურაობა.3.მაშინ მოურავმა თავის თავს უთხრა: რა ვქნა? აგერ ჩემი ბატონი მოურაობას მართმევს: თოხნა მე არ შემიძლია და თხოვნა კი მერცხვინება.4.თუმცა ვიცი, რაც უნდა ვქნა, რომ თავის ჭერქვეშ მიმიღოს ხალხმა, როცა მოურაობას ჩამომართმევენ.5.მოიხმო სათითაოდ თავისი ბატონის მოვალენი და ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?6.მან მიუგო: ასი კასრი ზეთი. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი, დადექი სასწრაფოდ და დაწერე ორმოცდაათი.7.ახლა მეორეს ჰკითხა: შენ რამდენიღა გმართებს? და მან მიუგო: ასი კოდი პური. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი და დაწერე ოთხმოცი.8.შეაქო ბატონმა ორგული მოურავი: ფხიანად მოიქეციო; ვინაიდან ამ სოფლის ძენი თავიანთ მსგავსთა შორის უფრო ფხიანნი არიან, ვიდრე ნათლის ძენი.9.ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში.10.მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა.11.თუ ამ ცრუ და უსამართლო სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ?12.ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ?13.არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.
14.ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას.15.უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.16.რჯული და წინასწარმეტყველნი - იოანემდე; ხოლო მას მერე ღმრთის სასუფეველი იხარება და ყველანი ძალით შედიან მასში.17.უმალ ცა და მიწა გადავლენ, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან.18.ყველა, ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და ყველა, ვინც ქმარგანაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს.
19.იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას.20.იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული.21.ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს.22.მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.23.ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში.24.შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში.25.მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.26.ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან - ჩვენსკენ.27.ხოლო მან თქვა: გევედრები, მამაო, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი.28.ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში.29.უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ.30.ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ.31.და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან.
1. და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი. 2. და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად. 3. ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის. 4. უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა, რაჟამს გარდავდგე მნობისაგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა. 5. და...
სარწმუნო იგი მცირესა ზედა, და მრავალსა ზედაცასარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს,მრავალსა ზედაცა ცრუ არს. ( ლუკ. 16, 10).
დღეს, ძმანო ჩემნო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ჩვენ განვიზრახეთ უბნობა თქვენთა იმ საგანზედ, რომელსა გვასწავლის ჩვენ მაცხოვარი ახლა მოყვანილსა სიტყვასა შინა: სარწმუნო იგი მცირესა ზედა... მახლობელი და პირდაპირი აზრი ამ სიტყვისა არის უბრალო და ცხადი: აქ მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რომელ კაცი, სარწმუნოდ და პატიოსნად აღმასრულებელი ყოველი მცირე საქმისა და...
კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა დაიხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ (ლუკა 16, 19).
ყოველი გონიერი კაცი, ძმანო ქრისტიანენო, ჰფიქრობს მომავალისათვის და სცდილობს, რომ წინადვე მოიმზადოს ყოველი, რაც შეეწევა მისს ცხოვრებასა და ბედნიერებასა. არა ესრედ იქცეოდა მდიდარი იგი დღეს წაკითხულისა იგავისა; იგი არ ჰფიქრობდა ხვალისათვის, არამედ სცხოვრებდა დღითი-დღე, ბრწყინვალედ იმოსებოდა, ტკბილად სვამდა და სჭამდა, ლხინობდა და იხარებდა ყოველ დღე, ერთი სიტყვით, იგი იყო დაუდევნელი, წინდაუხედავი....
თუმცა იგავი, დღეს თქვენმიერ მოსმენილი სახარებითგან მდიდარსა კაცსა და გლახაკსა ლაზარესა ზედა, მრავალგზის იყო საგნად ჩვენისა თქვენს წინაშე უბნობისა, გარნა, ვინაითგან იგი არის ერთობ მშვენიერი და აღმაშენებელი კაცის ზნეობისა და ვინაითგან მისი განხილვა შეიძლება სხვა და სხვა კერძოით, ამისთვის დღესაც მივაქციოთ მას ზედა ყურადღება და განვიხილოთ ერთი მისი კერძო.
პირველად, რამ გააფუჭა ზნეობა მდიდრისა ამის? რამ გააქვავა ესოდენად მისი გული, რომ მას კაცი არ ებრალებოდა?...
და მან ხმა-ჰყო და სთქვა: მამაო აბრაამ!შემიწყალე მე, და მოავლინე ლაზარე, რათადააწოს მწუერვალი თითისა მისისა წყალსადა განმიგრილოს ენაი ჩემი: რამეთუ ვიტანჯებიმე ალითა ამით ცეცხლისათა (ლუკ.ივ, კდ)
ესრეთ ევედრებოდა აბრაამს მდიდარი, მყოფი სატანჯველსა შინა. ტანჯვა მისი იყო ესოდენ დიდი და საზარელი, რომელ იგი ნატრობდა ერთსა წვეთსა წყალსა გასაგრილებლად ენისა თვისისა.
რისთვის დაისაჯა ძმაო ქრისტიანენო, ეგ-ზომად მდიდარი იგი? მისთვის, რომელ მან თვისი ცხოვრება ამ სოფელში გაატარა უქმად,...
იგავი მდიდარსა კაცსა და გლახაკსა ლაზარესა ზედა (ლუკ. ივ, ით-ლა).
მრავალთა, დიდთა სწავლათა, და მოძღვრებათა აძლევს მაცხოვარი დღეს წაკითხულითა სახარებითგან იგავითა მდიდარსა კაცსა და ღარიბსა ლაზარესა ზედა ყოველი მდგომარეობის და შეძლების ადამიანთა. კაცი მდიდარი, შეძლებული და ნუგეშის-ცემული ხშირად უნდა წარმოიდგენდეს, რა სახით აღწერა მაცხოვარმან ამ იგავში ცხოვრება ერთისა მდიდარისა კაცისა და ეშინოდეს, რომ დაემსგავსოს მას. მაცხოვარი იტყვის, რომელ მდიდარი იგი მხოლოდ სჭამდა, სვამდა და იმოსებოდა...
დღეს წაკითხულითა იგავითა მაცხოვარმან გამოგვიხატა ჩვენ, ძმაო ქრისტიანენო, ორ-გვარი, ერთი მეორისაგან ფრიად განსხვავებული და წინააღმდეგი სახე ცხოვრებისა. ცხოვრება მდიდრისა იყო აღვსებული ყოვლითა ნუგეშითა და შვებითა ამის სოფლისათა; იგი ბრწყინვალედ იმოსებოდა. ტკბილად სვამდა და სჭამდა და ყოველდღე ლხინითა და მხიარულებითა ატარებდა თავის დროებასა; ხოლო ღარიბი ლაზარე იყო მოკლებული არა თუ ყოვლითა კმაყოფილებითა, არამედ არცა საჭმელი და სასმელი ქონდა საკმაოდ, და...
...ით ვკეტავთ ფულს კარებითა და ურდულებით, და ამ ფულს, რომელიც უსარგებლოდ და უმიზნოდ ძევს, ახლა გაჭირვებულთ არ ვაძლევთ, რომ მომავალ საუკუნეში მათში ჩვენი მფარველები ვიპოვოთ? „ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა" (). ვიცი, რომ ბევრი არა თუ მხოლოდ ჩვენს სიტყვებს არ იღებს, არამედ მნიშვნელობასაც არ ანიჭებს, ცარიელ ლაპარაკად და ზღაპრად მიიჩნევს. ამიტომაც ვიტანჯები და ვწუხვარ, რომ არც თავად გამოცდილება, არც ღვთის ასეთი დიდი აღთქმა, არც მომავლის შიში, არც ყოველდღიური შეგონებანი ჩვენნი ვერ შეძლებენ ამ ადამიანების შერყევას; მიუხედავად ამისა, არ შევწყვეტ ამგვარი შეგონების განმეორებასას, ვიდრე ჩემი დაჟინებით არ შევძლებ მათ დაძლევასას, ყურადღებიანობის გამოღვიძებასა და იმ გაძღომისა და სიმთვრალისგან გამოყვანას, რომელშიც ფულის ვნებამ ჩააგდო, მათი გონება დააბნელა რა. ვიცი, ვიცი, რომ ღვთის მადლის შემდეგ ჩვენი მუდმივი სწავლებანიცა და მარხვის წამალიც შეძლებენ, თუნდაც მალე არა, ამ მძიმე სენისგან მათ განკურნებას და სრულ ჯანმრთელობას დაუბრუნებენ, რათა ისინიც თავისუფალნი გახდნენ მოელოდებული სასჯელისგან, ჩვენც მწუხარებისგან გავთავისუფლდეთ და ყველაფრისთვის დიდებ...
სწავლაჲ ე ვითარმედ არა ჯერ-არს სხუათა სათნოებასა მინდობაჲ, არამედ თავით თჳსით მოღუაწებაჲ; და მოვახშეთათჳს:
...დებოდეთ, რაჲთა მეოხ გუეყვნენ წინაშე ღმრთისა; არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა არა ვიყვნეთ უდებებასა შინა და ცოდვასა, შუებასა და ძილსა და ვჰგონებდეთ სხუათა ლოცვითა მიმთხუევად ცხორებასა.
რამეთუ ისმინეთ, რასა მეტყჳს უფალი: „მოიგენით თავისა თჳსისა მეგობარნი“. ესე თქუა და არა დაიდუმა, არამედ შესძინა: „მამონაჲსაგან სიცრუისა“, რაჲთა შენცა ნაყოფი გაქუნდეს სათნოებისაჲ და არა ცუდად გინდეს მეგობართა მოგებაჲ. რამეთუ სახელითა მით მამონაჲსითა სიცრუით მოგებულისა მის სიმდიდრისაგან მოწყალებისა ქმნაჲ მოასწავა, და საკჳრველი ესე არს, რომელ არცა გამოეძიებს მონაგებსა მას სიცრუისასა და გარემიაქცევს, ვითარმცა იტყოდა: მოგიგიეს ბოროტად, წარაგე აწ კეთილად, შეგიკრებიეს უჯეროდ, განაბნიე ჯეროვნად. და რაჲ სათნოებაჲ არს ესევითარისა მონაგებისაგან ქმნაჲ ქველისსაქმისაჲ? გარნა ღმერთი თჳსისა კაცთმოყუარებისათჳს ამასცა შეიწირავს. ხოლო ჩუენ ესოდენსა მოვიწიენით ულმობელობასა, რომელ არცა თუ სიცრუით შეკრებულისა მისგან ვიქმთ ქველისსაქმესა, არამედ ბევრეული რაჲ მოვიტაცოთ, უკუეთუ მცირედი რაჲმე მივსცეთ, ვჰგონებთ, თუ ყოველი მიგჳცემიეს. არა გესმისა, რასა იტყჳს პავლე: „რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს“. რაჲსათჳს უკუე ერიდები? არა...
სწავლაჲ ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს:
...ჩუენი, რომელსა ესრეთ უყუართ, რომელ სულსა თჳსსა დასდებს ჩუენთჳს, და ძლიერი არს მეუფჱ ყოველთაჲ. ხოლო ვინაჲთგან ძლიერიცა არს და უყუართცა, რაჲღა არს დამაყენებელ ჩუენდა ცხოვნებად? არარაჲ, გარნა ჩუენი უდბებაჲ. რამეთუ იტყჳს: „ვერ ძალ-გიც ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“. ; აწ უკუეთუ ღმერთსა ვჰმონებდეთ, მისი მძლავრებაჲ არა მოიწიოს ჩუენ ზედა, რომელი უბოროტეს არს ყოვლისა მძლავრებისა, - სიყუარული საფასეთაჲ, - რომელი სავსე არს შურითა და ჴდომითა, ბილწებითა, ანგაჰრებითა, სიმთრვალითა, რამეთუ აზნაურთა ჰყოფს მონა, არა კაცთა მონა, არამედ ვნებათა. ჵ მონებაჲ საეშმაკოჲ, რომელსა მრავალნი სულნი დაუბნელებიან! დაბნელებულნი იგი ვერ სცნობენ წარწყმედასა მას და უფროჲსად არა ჰნებავს ცნობად, არამედ უხარის ბოროტსა მას შინა, და უკუეთუ ვის ენებოს ჴსნაჲ მათი, განრისხებულ იქმნნიან.
ჵ კაცო, არა თუ ამისთჳს დაიბადე, რაჲთა მარადის ოქროსა და ვეცხლსა ჰმონებდე, არა თუ ამისთჳს შეგქმნა ღმერთმან ხატად თჳსა, არამედ ამისთჳს, რაჲთა მას სათნო-ეყო და ჰპოვნე საუკუნენი კეთილნი და ანგელოზთა თანა იშუებდე. ხოლო შენ რად შთააგდებ თავსა შენსა უკუანაჲსკნელსა მას შინა უნდოებასა ესევითარისა პატიოსნებისა წილ?